კოვაჩიჩმა მედიასთან კომენტარი გააკეთა » Realmadrid.Ge - მადრიდის რეალის პირველი ფანკლუბი საქართველოში

კოვაჩიჩმა მედიასთან კომენტარი გააკეთა

კოვაჩიჩმა მედიასთან კომენტარი გააკეთა

კოვაჩიჩმა პირველი კომენტარი გააკეთა..

მოგეხსენებათ, რომ მადრიდის "რეალმა" და ლონდონის "ჩელსიმ", შეთანხმებას მიაღწიეს ხოტვატი ნახევარმცველის, მატეო კოვაჩიჩის თაობაზე, რომელიც 2018/19 წლების სეზონს "არისტოკრატთა" რიგებში იასპარეზებს და 2019 წლის 30 ივნისს კვლავ "სამეფო კლუბს" შეუერთდება. ფლორენტინო პერესმა უარი განაცხადა კოვაჩიჩის გაყიდვაზე და გამოცდილების მიღების და სათამაშო დროის გამო მან იგი 1 წლით გაანათხოვრა.

თავად კოვაჩიჩმა კი პირველი კომენტარი გააკეთა, როგორც "ჩელსის" ფეხბურთელმა: "ძალიან გახარებული ვარ ლონდონში ჩამოსვლით. დარწმუნებული ვარ, რომ კარგი სეზონი გვექნება. მე ვეცდები მაქსიმუმი გავაკეთო და გუნდს დავეხმარო ყველა დრონტზე ასპარეზობაში. ეს ჩემთვის ახალი გამოწვევაა, არასდროს მითამაშია "პრემიერ ლიგაში" და ვიცი როგორი რთულია აქ ასპარეზობა. თავიდან ყველაფერი რთულია, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მწვრთნელი და თანაგუნდელები დამეხმარებიან ადაპტაციაში".

წყარო: Marca

რეკლამა

{რეკლამა}