პერესი: "ახლა კი ყველაფერი შენზეა დამოკიდებული შვილო" » Realmadrid.Ge - მადრიდის რეალის პირველი ფანკლუბი საქართველოში

პერესი: "ახლა კი ყველაფერი შენზეა დამოკიდებული შვილო"

პერესი:

გთავაზობთ ფლორენტინო პერესის პრესკონფერენციას..

"დღეს არის ის დღე, როდესაც მადრიდის "რეალი" წარადგენს კიდევ ერთ შესანიშნავ ფეხბურთელს. 26 წლის ასაკში მან ევროპულ ფეხბურთში დიდი გამოცდილება მიიღო. იგი მხოლოდ 19 წლის იყო, როდესაც ბელგიის ნაკრების ღირსებას იცავდა. ყველა თანხმდება, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ფეხბურთელია კურტუა ნაკრებისთვის, მან ხომ მესამე მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა. დღეს დიდი დღეა, რადგან ბოლო მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მეკარე ჩვენი ფეხბურთელი გახდა".

"ჩვენ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კარის დარაჯთან გავაფორმეთ ხელშეკრულება, ახლა კი ყველაფერი შენზეა დამოკიდებული შვილო. ამ კლუბის მაისურის ტარება გავალდებულებს იბრძოლო ყველგან და ყოველთვის, მაქსიმუმი გაიღო იმ გერბისთვის, რომელიც მაისურზეა და სიხარული მიანიჭო ქომაგს, რომელიც ზურგს არასდროს გაქცევს. კლუბის თითოეული წევრი დაგეხმარება ადაპტაციის გავლაში და თავს უბედნიერეს ფეხბურთელად გაგრძნობინებს. შენი ოჯახი, შენი შვილები მადრიდში იყვნენ და ელოდნენ შენს ტრანსფერს, ახლა კი შენც მადრიდში ხარ, მიზანი მიღწეულია, დღეიდან "რეალის" ნაწილი ხარ, სადაც სიტყვა შეუძლებელია არ არსებობს".

"ჩვენ ზედიზედ 3-ჯერ მოვიგეთ "ჩემპიონთა ლიგა" და არც ამჯერა იცვლება კლუბის სტრატეგია. აქცენტს კვლავ ახალგაზრდა, მონდომებულ და პერსპექტიულ ფეხბურთელებზე ვაკეთებთ. ამ სეზონში ვნახავთ რა იქნება, რადგან გუნდი ახლიდან ჩამოყალიბდება, ზოგი წავა, ზოგი მოვა. ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას, რათა კვლავ ვიყოთ საუკეთესო კლუბი და მხოლოდ საუკეთესო მივცეთ ჩვენს ქომაგს".

წყარო: AS

რეკლამა

{რეკლამა}