"რეალი" მოდრიჩს ხელფასს გაუზრდის » Realmadrid.Ge - მადრიდის რეალის პირველი ფანკლუბი საქართველოში

"რეალი" მოდრიჩს ხელფასს გაუზრდის

მადრიდის "რეალი" ლუკა მოდრიჩისთვის ხელფასის გაზრდას გეგმავს.

მოგეხსენებათ, რომ "ინტერი" სერიოზულ ინტერესს იჩენდა ლუკას მიმართ, თუმცა "თეთრები" არ აპირებენ მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის გუნდიდან გაშვებას.

ამჟამად მოდრიჩის "რეალში" წლიური ანაზღაურება 8 მილიონი ევროა, მაგრამ ფლორენტინო პერესი გუნდის საკვანძო ფეხბურთელისთვის ხელფასის მომატებას აპირებს.

მადრიდში უკმაყოფილო იყვნენ ხორვატი ნახევარმცველის ირგვლივ ატეხილ აჟიოჟატაჟზე, რომელიც მის "რეალიდან" წასვლას ეხებოდა, ასევე მისი აგენტის ქმედებებზე. კლუბს სჯერა, რომ მოდრიჩი ყველაფერს წერტილს დაუსვამს და ყველა ჭორს უარყოფს.

წყარო: Marca

რეკლამა

{რეკლამა}