კოვაჩიჩი ლონდონშია » Realmadrid.Ge - მადრიდის რეალის პირველი ფანკლუბი საქართველოში

კოვაჩიჩი ლონდონშია

კოვაჩიჩი ლონდონშია

მატეო კოვაჩიჩი ლონდონში იმყოფება..

მატეო კოვაჩიჩი დღეს ლონდონში გაემგზავრა და შეხვდება "ჩელსის" წარმომადგენლებს, რის შემდეგაც იგი გაივლის შემოწმებას. ეს სამივე მხარისთვის შესანიშნავი ვარიანტია. "რეალს" არ სურს მისი გაყიდვა და ამიტომ 1 წლიანი იჯარით უშვებს "ჩელსიში", "ჩელსი" აძლიერებს ნახევარდაცვას, ხოლო კოვაჩიჩი მიიღებს საკმარის სათამაშო დროს.

"ჩელსის" სურს დაიტოვოს ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება. მიუხედავად იმისა, რომ კოვაჩიჩს სურს რეგულარულად სათამაშო დრო, "სამეფო კლუბი" არ აპირებს კონტრაქტში ჩადოს პუნტქი, რის მიხედვითაც "ჩელსი" კოვაჩიჩს გამოისყიდის, ისინი უბრალოდ 1 წლით იქირავებენ მას და სეზონის დასრულების შემდეგ ხორვატი ფეხბურთელი კვლავ მადრიდში დაბრუნდება.

წყარო: Marca

რეკლამა

{რეკლამა}