"რეალმა" მოდრიჩის შემცვლელი იპოვნა » Realmadrid.Ge - მადრიდის რეალის პირველი ფანკლუბი საქართველოში

"რეალმა" მოდრიჩის შემცვლელი იპოვნა

ბოლო დღეებში არ წყდება საუბარი, რომ ლუკა მოდრიჩი "რეალს" დატოვებს.

როგორც იტალიური გამოცემა "Gazzetta dello Sport" იტყობინება, მადრიდელებმა უკვე იპოვნეს მოდრიჩის შემცვლელი. გამოცემა წერს, რომ ხორვატის წასვლის შემთხვევაში "ბლანკოსი" "იუვენტუსის" ნახევარმცველის, მირალემ პიანიჩის გადაბირებას ეცდება.

მოსალოდნელია, რომ ტურინელები პიანიჩს 80 მილიონ ევროდ გაყიდიან.

გასულ სეზონში მირალემმა 5 გოლი გაიტანა და 8 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

წყარო: La Gazzetta dello Sport

რეკლამა

{რეკლამა}