ლოპეტეგი: "კმაყოფილი ვარ ნავასის ასპარეზობით"

image
ლოპეტეგიმ "რომასთან" მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა..

"მე ვფიქრობ, რომ მოდრიჩი და კოვაჩიჩი "რეალში" დარჩებიან და კვლავ ამ კლუბის ღირსებას დაიცავენ. მე არ მინახავს ჩანაწერი რა თქვა კოვაჩიჩმა, თუმცა იგი გუნდის სხვა ფეხბურთელებთან ერთად ვარჯიშობს მადრიდში".

"მოდრიჩის წასვლას რაც ეხება, მე ამაზე რამდენიმე დღის წინ ვისაუბრე და ახლაც იგივეს ვიტყვი. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოდრიჩი არ იყიდებოდა და მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს იგი კლუბს, თუ სანაცვლოდ 750 მილიონ ევროს მივიღებთ. მე ვუყურებ ჩემს ფეხბურთელებს და ვგრძობ, თუ როგორ უყვართ მათ "რეალი".

"ახლა არ შემიძლია ვისაუბრო კურტუაზე, ან რომელიმე სხვა ფეხბურთელზე, რადგან ისინი ჩემი გუნდის ფეხბურთელები არ არიან".

"ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ გუნდში გვყავს კეილორ ნავასი, რომელიც დიდებული კარის დარაჯია. მე კმაყოფილი ვარ ჩემი გოლკიპერებით და ამ ეტაპზე არ ვფიქრობთ სხვის დამატებას".

წყარო: Marca
Image

კომენტარის დამატება

    • winkwinkedsmileam
      belayfeelfellowlaughing
      lollovenorecourse
      requestsadtonguewassat
      cryingwhatbullyangry
კოდის განახლება
Image
რეალი
3-0
რომა
თარიღი: 19.09.2018 23:00
სტადიონი: Santiago Bernabeu
ჩემპიონთა ლიგა
ტურის მოთამაშე
მარიანო დიასი
ცხრილი
Image