"რეალს" კიდევ ერთი ფეხბურთელი დატოვებს » Realmadrid.Ge - მადრიდის რეალის პირველი ფანკლუბი საქართველოში

"რეალს" კიდევ ერთი ფეხბურთელი დატოვებს

მადრიდიდან ტეოც აბარგდება..

ტეო ერნანდესმა შეერთებული შტატები დატოვა და მადრიდში გუნდთან ერთად ვარჯიშობს, რადგან იგი კლუბის დასატოვებლად ემზადება. "სამეფო კლუბმა" და "რეალ სოსიედადმა" შეთანხმებას ფაქტობრივად მიაღწიეს ტეოს თაობაზე და იგი "სოსიედადში" არენდის წესით იასპარეზებს.

"რეალს" ახალგაზრდა მარცხენა მცველის გაყიდვა არ სურს, რადგან მასში პოტენციალს ხედავს, ხოლო ამ ეტაპზე იგი მარსელოს კონკურენციას ვერ გაუწევს და სათამაშო დროის გარეშე დარჩება. მისი გადაბირება "იუვენტუსს", "ფულემს" და "პრემიერ ლიგის" სხვა კლუბებს სურდათ, თუმცა "რეალმა" არჩია იგი "სოსიედადში" გაანათხოვროს და მიიღოს გამოცდილება "ლა ლიგაში".

წყარო: Marca

რეკლამა

{რეკლამა}