კოვაჩიჩი წასასვლელად მზად არის » Realmadrid.Ge - მადრიდის რეალის პირველი ფანკლუბი საქართველოში

კოვაჩიჩი წასასვლელად მზად არის

კოვაჩიჩი წასასვლელად მზად არის

ხორვატი გუნდს ტოვებს?

როგორც "Marca" იტყობინება, ძალიან მალე მატეო კოვაჩიჩის "ჩელსიში" ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება, თუმცა იგი კლუბს არენდის წესით დატოვებს. ეს ვარიანტი სამივე მხარეს აწყობს: კოვაჩიჩი მიიღებს საკმარის სათამაშო დროს, "ჩელსი" გააძლიერებს ნახევარდაცვას და "რეალი" არ დაკარგავს ფეხბურთელს, რომლითაც მოდრიჩის ჩანაცვლებას გეგმავს.

წყაროს თანახმად, გარიგება მომდევნო რამდენიმე საათის განმავლობაში უნდა დადასტურდეს. კოვაჩიჩი განაგრძობს "სამეფო კლუბის" იმ ფეხბურთელებთან ერთად ვარჯიშს მადრიდში, რომლებიც შვებულებიდან ახლახანს დაბრუნდნენ, თუმცა როგორც ტეო ერნანდესმა, მანაც ნაადრევად დატოვა ვარჯიში.

წყარო: Marca

რეკლამა

{რეკლამა}