საგა დასრულდა? » Realmadrid.Ge - მადრიდის რეალის პირველი ფანკლუბი საქართველოში

საგა დასრულდა?

საგა დასრულდა?

როგორც ჩანს მოლაპარაკებები არ შემწყდარა..

მთელი ზაფხულია მიდის საუბრები იმაზე, რომ ტიბო კურტუა "ჩელსის" დატოვებს და კარიერას "რეალში" გააგრძელებს. "ჩემპიონთა ლიგის" გამარჯვებულები მზად არიან მოლაპარაკებები რაც შეიძლება მალე დაასრულონ და რამდენიმე საათში გაიფორმონ ბელგიელი კარის დარაჯი.

არაერთხელ განაცხადა მან, რომ "ჩელსის" დატოვება სურდა, ხოლო მაურისიო სარის არ სჭირდება კლუბში ფეხბურთელი, რომლის ძალით შენარჩუნებაც მოუწევს. კურტუას ოჯახთან ახლოს სურს ყოფნა, რომლებიც მადრიდში ცხოვრობენ, ეს კი დამატებითი მოტივაციაა მისთვის, რათა "არისტოკრატებზე" ზეწოლა გააძლიეროს.

ასევე "ჩელსის" ურჩევნია რაც შეიძლება მალე გაყიდოს კურტუა, რადგან მას მხოლოდ 1 წელი დარჩა კონტრაქტი და 2018/19 წლების სეზონს იგი ლონდონში არ გაატარებს და მათ მოუწევთ უფასოდ გაუშვან იგი. გავრცელებული ინფორმაციით, მუნდიალის საუკეთესო გოლკიპერში "სამეფო კლუბი" 35 მილიონ ევრომდე გადაიხდის.

წყარო: Marca

რეკლამა

{რეკლამა}