სამეფო თასის ფინალი "ბერნაბეუზე" არ გაიმართება » RealMadrid.Ge {title}
  • Kuwait 0-2 Real Madrid
    ამხანაგური მატჩი
    Preview
    16.05.2012 21:15
  • Real Madrid 4-1 Mallorca
    ლა ლიგა, 38-ე ტური
    Review
    13.05.2012 22:00
ცხრილი
ბომბარდირები
მოთამაშე
1
მესი
50
10
2
რონალდუ
46
14
3
ფალკაო
24
12
4
იგუაინი
22
9
5
ბენზემა
21
7
მიმოხილვა
ტურის მოთამაშე
გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, ვინ მოიგებს ოქროს ბურთს?

კრიშტიანუ რონალდუ
ლიონელ მესი
სხვა

სტატისტიკა

ავტორიზაცია

რეგისტრაცია | დაგავიწყდათ პაროლი?
ნავიგაცია
Facebook
ჩათი

ონლაინი
საიტზეა სულ: 7
სტუმრები: 2
მომხმარებლები: - არ არიან
რობოტები: Google Bot, Google Bot, Google Bot, crawl Bot, Google Bot

ბოლო 20-ი მომხმარებელი: - არ არიან

სამეფო თასის ფინალური დაპირისპირება, სადაც ერთმანეთს ბილბაოს "ატლეტიკი" და კატალონიის "ბარსელონა" დაუპირისპირდებიან, "სანტიაგო ბერნაბეუზე" არ გაიმართება. სწორედ დედაქალაქური სტადიონი იყო ყველაზე პრიორიტეტული ვარიანტი იმისა, რომ ამ პრინციპული მატჩისთვის ემასპინძლა. მიუხედავად ბასკი და კატალონიელი გულშემატკივარის სურვილისა, მადრიდული კლუბის ხელმძღვანელობამ ფინალურ მატჩზე მშობლიური სტადიონის წარსადგენად უარი განაცხადა. ამის მთავარი მიზეზი კი ის იყო, რომ დედაქალაქელებს თავიდან აერიდებინათ ორი უპრინციპულესი და ისტორიული მეტოქის გაჩემპიონება და მადრიდულ ქუჩებში ზეიმი.

გარდა ამისა, შეგვიძლია გავისხენოთ 2004 წლის თასის ფინალიც, რომელიც "კამპ ნოუზე" უნდა გამართულიყო, მაგრამ "ბარსელონას" ხელმძღვანელობის სურვილისამებრ, მადრიდის "რეალისა" და "სარაგოსას" დაპირისპირება "მონტჟუიკზე" გაიმართა.

ასევე, არსებობს სხვა მიზეზებიც, რის გამოც "სანტიაგო ბერნაბეუ" თასის ფინალურ დაპირისპირებას ვერ უმასპინძლებს. უპირველეს ყოვლისა, რის შესახებაც შეიძლება ბევრი ვისაუბროთ ისაა, რომ გუნდი სრულიად კონცენტრირებულია "ჩემპიონთა ლიგაზე". ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ფინალი 19 მაისს იმართება, შესაბამისად, ლიგის მეათე ტიტულის მოპოვების შემთხვევაში, "ლოს ბლანკოსს" ზეიმი "სანტიაგო ბერნაბეუზე" მოუწევს, სადაც ესპანეთის თასის ფინალური მატჩის გამართვას იმავე თვის 20 რიცხვში გეგმავდნენ. იმ ფაქტში ეჭვის შეტანა, რომ ორივე გუნდის ულტრასების მოქმედების ქვეშ მყოფი სტადიონი წერსიგში მოყვანას საჭიროებს და ამის მოსწრება ერთ ღამეში წარმოუდგენელია, ნამდვილად არ ღირს.

აზრთა სხვადასხვაობა შეუთანხმებელი კალენდარის გამოც არსებობს. თასის ფინალური მატჩის გამართვას 2 თარიღი უკავშირდება: თუ "ჩემპიონთა ლიგის" ფინალურ მატჩში, რომელიც 19 მაისს გაიმართება, თასზე მოასპარეზე არცერთი გუნდი არ იასპარეზებს (ამ შემთხვევაში მხოლოდ "ბარსას" აქვს ამის შანსი), მაშინ "კოპას" უმთავრესი დაპირისპირება 20 მაისს ჩატარდება. თუ კატალონიური კლუბი ევროპის ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირის ფინალშიც გავა, მაშინ თასის გადამწყვეტი შეხვედრა უკვე 25 მაისისთვის გადაინაცვლებს.

მთავარი აზრთა სხვადასხვაობა აქ იწყება: "ატლეტიკი" თანახმაა ფინალური მატჩი "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართოს. სტადიონზე, რომელიც 80 345 მაყურებელს იტევს (VIP ზონების გამოკლებით). ბასკების ქვეყანა მადრიდიდან 396 კმ- ითაა დაშორებული. თავად ბასკები კი, მზად არიან იმისათვის, რომ 35 000 ქომაგისთვის განკუთვნილი ბილეთების შესყიდვის უფლება მოიპოვონ.

სამეფო თასის ფინალი "ბერნაბეუზე" არ გაიმართება


ბასკური კლუბი ახლაც გამოხატავს აღშფოთებას 2009 წლის ფინალზე, რომელიც "ესტადიო მესტალიაზე" (ეტევა 55 000 მაყურებელი) იმართებოდა. მაშინ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის დაუდევრობის გამო, შეხვედრას მხოლოდ 18 720 ბასკი ქომაგი ესწრებოდა. მათი უმრავლესობა უბილეთოდ დარჩა.

მადრიდული "ვისენტე კალდერონის" ვარიანტიც თითქმის გამორიცხულია. სტადიონი 54851 გულშემატკივარს იტევს. მაგრამ ამ შემთხვევაში სხვა პრობლემა არის გადასაჭრელი: თუკი ფინალი სწორედ "ატლეტიკოს" სტადიონზე გაიმართება, აუცილებლობა მოითხოვს ის სწორედ 25 მაისს ჩატარდეს, ვინაიდან 20 მაისს ამ მოედანზე Coldplay- ს კონცერტის ჩატარება იგეგმება.

შესაძლოა, ალტერნატივის თვალსაზრისით "ბარსელონას" მშობლიური სტადიონიც იქნეს განხილული ("კამპ ნოუ", იტევს 98 772 მაყურებელს), მიუხედავად მანძილისა ბილბაოდან ბარსელონამდე (605 კმ.) და არახელსაყრელი ვითარებისა სტუმრებისათვის. ცხადია, ორმაგად რთული იქნება მათთვის მეტოქის სტადიონზე თამაში.

აღსანიშნავია ისიც, რომ სამეფო კლუბის ხელმძღვანელობამ ფინალური მატჩის მადრიდში გამართვაზე ცივი უარი თქვა. უნდა ითქვას, რომ ევროპის 2012 წლის ჩემპიონატისთვის მზადებას "ფურია როხა" 21- ში იწყებს. თუკი ფინალი 25 მაისს ჩატარდება, მაშინ ესპანეთის ნაკრების თავკაცს გეგმებში მცირე კორექტივების შეტანა მოუწევს.


ინფორმაციის წყარო: As.com




| ნანახია: 1079 | ავტორი: Gío | თარიღი: 9-02-2012, 16:38 | კომენტარი (58)
| |
# 1 madridista78910   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 323
აუ ეს რაწესია ააქ უნდა აღმართოს ამ დამპალმა ბარსამ თასი?ფუუუ მე ესე გავიგე რომ აღარ გაიმართებაო დააა


| |
# 2 Dat.   ჯგუფი: წევრი | სტატიები:13 | კომენტარები: 3504
კაია რო არ გაიმართება :D ))))))


| |
# 3 Username   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 5
კაია რო სანტიაგო ბერნაბეუზე არ გაიმართება.


| |
# 4 ..boy..   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 1472
კარგია. happy2 ...არ მინდა ბარსამ...ფინალი ითამაშოს.."ბერნაბეუზე" :)


| |
# 5 Dat.   ჯგუფი: წევრი | სტატიები:13 | კომენტარები: 3504
ციტატა: madridista78910

აუ ეს რაწესია ააქ უნდა აღმართოს ამ დამპალმა ბარსამ თასი?ფუუუ მე ესე გავიგე რომ აღარ გაიმართებაო დააა


ხოდა არ იქნება ბერნაბეუზე ფინალი ))


| |
# 6 jemala123   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 42
კაია


| |
# 7 madridista78910   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 323
უი მე არ ვერ ავიკითხეე.ეს სხვაგან წავიკითხე რომ აღარ იქნებაო და მაგიტომ გამიკვირდაა.ძლიანაც კარგი ის დამპლეი ბერნაბეუზე თამაშს არ იმსახურებენ


| |
# 8 ლევანი   ჯგუფი: წევრი | სტატიები:6 | კომენტარები: 2535
სასიამოვნო ინფორმაციაა. ბარსამ ბერნაბეუზე თასი არ უნდა აწიოს


| |
# 9 ..boy..   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 1472
ციტატა: madridista78910
უი მე არ ვერ ავიკითხეე.ეს სხვაგან წავიკითხე რომ აღარ იქნებაო და მაგიტომ გამიკვირდაა.ძლიანაც კარგი ის დამპლეი ბერნაბეუზე თამაშს არ იმსახურებენ



nod


| |
# 10 Reaxve.RealMadrid.   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 36
ძალიანაც კაი. ალბათ. ბარცელონა აიგებს და არ მსურს რო მად იზეიმონ . მაგის გირსები მილიონი წელი არ იქნებიან ეგ შიბლები. მარა იმედი მაქ ბასკები მოიგებენ ვგულშემატკივრობ მათ!!! ლორენტე, ფალკაო!!!


| |
# 11 SaloMe_R7   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 1918
ძაალიან კარგიი


| |
# 12 ana barca   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 1070
ნეტა სად ჩატარდება?
ვივა ბარსა


| |
# 13 ლევანი   ჯგუფი: წევრი | სტატიები:6 | კომენტარები: 2535
ციტატა: ana barca
ნეტა სად ჩატარდება?

დინამო არენაზე ან ლუჟნიკებზე. მარკაზე ეგრე წერია


| |
# 14 madridista78910   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 323
ციტატა: ana barca
ვივა ბარსა

აუ რააააა devil ჰალა მადრიდ real2


| |
# 15 ..boy..   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 1472
ბარსა ფინალს წააგებს...აი ნახეთ თუ არა... :D :D :D
დაუმსახურებლად... გავიდნენ ფინალში bad


| |
# 16 madridista78910   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 323
ana barca
ჩემი ხელმოწერის სურატის მაინც არ გესინიაა?:):)) lol3


| |
# 17 gio-data   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 861
გულით და სულით ვქომაგობთ ატლეტიკს ხო? :D


| |
# 18 SaloMe_R7   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 1918
ციტატა: gio-data
გულით და სულით ვქომაგობთ ატლეტიკს ხო? :D

აბაა რაა :D


| |
# 19 ..boy..   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 1472
ციტატა: gio-data
გულით და სულით ვქომაგობთ ატლეტიკს ხო? :D


laugh
..აბა რა.... happy1


| |
# 20 KuLe   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 17
cool cool cool


| |
# 21 Pacana ))   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 259
ციტატა: madridista78910
ჩემი ხელმოწერის სურატის მაინც არ გესინიაა?:):))

რა საყვარელი კბილები აქ :D:D


| |
# 22 madridista78910   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 323
ციტატა: gio-data
გულით და სულით ვქომაგობთ ატლეტიკს ხო? :D

მთელი გულით მართლაც და მთელი სულიიით ))) აი მართლა რომ ბარსას მოუგონ ჩემი საყვარელი გუნდი გახდება რეალის შემდეეგ)))))) real2


| |
# 23 mowyenili winda 99   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 141
კარგი გადაწყვეტილებააა.........


| |
# 24 ..boy..   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 1472
ციტატა: Pacana ))
რა საყვარელი კბილები აქ :D:D


lol2


| |
# 25 Arjen...   ჯგუფი: წევრი | სტატიები:19 | კომენტარები: 3634
ძალიან კარგი = )))


| |
# 26 levani_1991   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 43
არც მე მინდა


| |
# 27 Pacana ))   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 259
ციტატა: madridista78910
ჩემი საყვარელი გუნდი გახდება რეალის შემდეეგ))))))

ხეტაფეა ახლა რეალის მერე შენთვის საყვარელი? lol3


| |
# 28 madridista78910   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 323
ციტატა: Pacana ))
ხეტაფეა ახლა რეალის მერე შენთვის საყვარელი?

ვგიჟდებიი ისე მიყვარს happy3 lol2 'ისე მე რეალის გარდაა მხოლოდ ინტერს ვგულშემატკივროობ))))))))) smile


| |
# 29 CECE   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 71
რომელ სტადიონზეც მოიგებს ერთი თუ მეორე გუნდი, ის გუნდი კორიდორს გაუკეთებს გამარჯვებულს და ტაშს დაუკრავს თუ რაღაც ეგეთ პონტში


| |
# 30 Pacana ))   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 259
madridista78910,
ინტერმაც დაახია ბარსას ბურთი :D


| |
# 31 ninusa96   ჯგუფი: წევრი | სტატიები:3 | კომენტარები: 548
კიდე კააი... თოორეე ბერნაბეეუზე რო აეწიიათ თასიი იმ კატალონიეელ ვირთხეეებსსს დამარტყამდა ინფარქტიი :@@ ... ოღონდ ბერნაბეუუზე ააარაა!!!


| |
# 32 Niká   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 65
ninusa96,
შენ იმფაქტი და მე საიქიოში წავიდოდი )) nod


| |
# 33 Ramos 4   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 392
კიდევ კარგი რომ ბერნაბეუზე არ ტარდება )))))


| |
# 34 gioo252   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 259
real1


| |
# 35 ..boy..   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 1472
ციტატა: Niká
შენ იმფაქტი და მე საიქიოში წავიდოდი ))


laugh


| |
# 36 benzemaa   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 6
არადაა ბილბაოო ბარსელონაზე კაი გუნდიაა მაგათზე ნაკლები ფეხბურთელები ყავსს ბილბაოსს?? :@


| |
# 37 Arjen...   ჯგუფი: წევრი | სტატიები:19 | კომენტარები: 3634
ციტატა: benzemaa
რადაა ბილბაოო ბარსელონაზე კაი გუნდიაა მაგათზე ნაკლები ფეხბურთელები ყავსს ბილბაოსს?? :@

კი მაგათზე ბევრად ნაკლები ფეხბურთელები ყავს ატლეტიკს : ))


| |
# 38 marikuna   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 1888
კიდე კაააი . . . XX


| |
# 39 zura   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 13
borotsa sdzlia ketilma,viva barca, viva katalunia


| |
# 40 ლევანი   ჯგუფი: წევრი | სტატიები:6 | კომენტარები: 2535
ციტატა: Ray Allen
კი მაგათზე ბევრად ნაკლები ფეხბურთელები ყავს ატლეტიკს : ))

შენ ბარსას ფანი ხარ დზმა? აბა რატო ამბობ კარგს ბარსელონას ფეხბურთელებზე? ბარსელონა ხო ყველაზე უბანძესი გუნდია


| |
# 41 lakers   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 2841
ბილბაო ისედაც მომწონს და ახლა გაორმაგებული ძალით ვუქომაგებ :))


| |
# 42 Arjen...   ჯგუფი: წევრი | სტატიები:19 | კომენტარები: 3634
ციტატა: ლევანი
შენ ბარსას ფანი ხარ დზმა? აბა რატო ამბობ კარგს ბარსელონას ფეხბურთელებზე? ბარსელონა ხო ყველაზე უბანძესი გუნდია

ხო გითხარი რეალის მერე ბარსელონა და ევერტონი მევასება თქო :||| lol2 lol2 lol2


| |
# 43 ლევანი   ჯგუფი: წევრი | სტატიები:6 | კომენტარები: 2535
Ray Allen,
კი მარა ის მაინც ხო უნდა აღიარო, რომ ბილბაოს ფე ღ ბურთელები ბარსელონელებზე მაგრები არიან... =)))


| |
# 44 LeBRoN James   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 9
ბარსა მაინც მოიგებს სადაც არ უნდა ითამაშოს


| |
# 45 Miss Blanco   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 261
კარგიაა


| |
# 46 Dati_Ronaldo   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 378
სანტიაგო ბერნაბეუზე არა კიდე ლანჩხუთის სტადიონზე lol2


| |
# 47 nika_iker   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 35
ძაან კაი თუ არ გაიმართება


| |
# 48 benzemaa   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 6
Ray Allen,
რით არიანნ მაგრები აბა??


| |
# 49 real0101   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 90
იმედია ბარდელონა წააგებს თუ არ წააგო მაინც დაიღლებიან და ოსასუნასთან ქულებს დაკარგავენ real2


| |
# 50 leo messi   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 21
ვივა ბარსა


უკან 1 2 შემდეგი
ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.