ლოპეტეგის პრესკონფერენცია

image
გთავაზობთ, ხულენ ლოპეტეგის მატჩის შემდგომ პრესკონფერენციას.

მატჩზე

"ჩვენ ძალიან გახარებულები ვართ. შედეგს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუმცა მოგება რა თქმა უნდა, ყოველთვის სასიამოვნოა. ბევრი ასპექტში დადებითი დავინახე, ბევრში უარყოფითი, ამიტომ მუშაობაა საჭირო. კარგი თამაში ჩავატარეთ, დიდებული გუნდის წინააღმდეგ".

"მატჩის დასაწყისში გოლი გავუშვით, მაგრამ მშვიდად განვაგრძეთ თამაში. ტურინელებს 9 ძირითადის ფეხბურთელი ჰყავდათ, თუმცა შესანიშნავად ვითამაშეთ და გამარჯვება მოვიპოვეთ".

კოლექტივის მუშაობაზე

"არ შემიძლია რომელიმეს გამორჩევა, თუმცა ლუკასს, ხავი სანჩესს, რეგის, ნაჩოს, ლორენტეს და ველვერდეს, მაინც გამოვყოფდი. საერთო ჯამში, კმაყოფილნი ვართ თამაშით".

ასენსიოზე

"მარკომ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, მიუხედავად იმისა, რომ უჩვეულო პოზიციებზე ითამაშა. კმაყოფილი ვარ ჩემი ფეხბურთელების გამოსვლით. ცრუ ცხრიანის პოზიცია არასდროს არ მომწონდა, თუმცა წინასასეზონო მომზადების დროს, სხვადასხვა ვარიანტები უნდა განვიხილო. დღეს ყველა კარგი იყო".

რეგილონზე

"რეგიმ ბრწყინვალედ ითამაშა და სრული მატჩი ჩაატარა. რეგილონი მაქსიმალურად იყენებს ყველა იმ შესაძლებლობას, რომელსაც ის იღებს. ახალგაზრდა ფეხბურთელების მომავალზე გადაწყვეტილებას, ესპანეთში დაბრუნებისთანავე მივიღებ".

კურტუას შესაძლო დამატებაზე

"როდესაც ის გადმოვა ჩვენთან, ამის შესახებ, მაშინ შემეძლება საუბარი. ამჟამად მხოლოდ ნავასზე და ლუნინზე შემიძლია გესაუბროთ, ასევე არ დაგვავიწყდეს, კასილია და ლუკა, რომლებიც ჩვენთან არიან".

წყარო: Realmadrid.com
Image

კომენტარის დამატება

    • winkwinkedsmileam
      belayfeelfellowlaughing
      lollovenorecourse
      requestsadtonguewassat
      cryingwhatbullyangry
კოდის განახლება
Image
რეალი
3-0
რომა
თარიღი: 19.09.2018 23:00
სტადიონი: Santiago Bernabeu
ჩემპიონთა ლიგა
ტურის მოთამაშე
მარიანო დიასი
ცხრილი
Image