დაუვიწყარი ლეგენდა - ბლანკოს ერა "ბლანკოსში" » RealMadrid.Ge {title}
  • Kuwait 0-2 Real Madrid
    ამხანაგური მატჩი
    Preview
    16.05.2012 21:15
  • Real Madrid 4-1 Mallorca
    ლა ლიგა, 38-ე ტური
    Review
    13.05.2012 22:00
ცხრილი
ბომბარდირები
მოთამაშე
1
მესი
50
10
2
რონალდუ
46
14
3
ფალკაო
24
12
4
იგუაინი
22
9
5
ბენზემა
21
7
მიმოხილვა
ტურის მოთამაშე
გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, ვინ მოიგებს ოქროს ბურთს?

კრიშტიანუ რონალდუ
ლიონელ მესი
სხვა

სტატისტიკა

ავტორიზაცია

რეგისტრაცია | დაგავიწყდათ პაროლი?
ნავიგაცია
Facebook
ჩათი

ონლაინი
საიტზეა სულ: 5
სტუმრები: 2
მომხმარებლები: bottFefdsdf
რობოტები: Google Bot, crawl Bot

ბოლო 20-ი მომხმარებელი: - არ არიან

დრო გადის, მაგრამ მისი დავიწყება შეუძლებელია. დრო გადის, მაგრამ ის ახსოვთ, რაც არ უნდა მოხდეს. ჩვენც გვახსოვს და არ ვივიწყებთ...

მადრიდის "რეალი" უდიდესი ისტორიისა და ტრადიციების გუნდია, მის შემადგენლობაში იმდენ ლეგენდარულ ფეხბურთელს გაუგორებია ბურთი, რომ მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. მაგრამ, უდავოდ, გამორჩეული, ყოველ შემთხვევაში, ბოლო ათეულ წლებში, მაინც რაულ გონსალეს ბლანკოა. ესაა ფეხბურთელი, რომელმაც უდიდესი კვალი დატოვა სამეფო კლუბის ისტორიაში. მოდი ვაღიაროთ, "რეალს" მასზე დიდი მსოსფლიო ლეგენდებიც ჰყოლია, თუნდაც ზიდანი, რონალდო, რომლებსაც მსოფლიო ფეხბურთში უფრო მეტად წინ აყენებენ, მაგრამ "ბლანკოსისთვის" ის უძვირფასესი და ნომერ პირველია და, მგონი, დიდი ხანი ასეთადაც დარჩება, რადგან ურთულესია, ვინმემ გადაფაროს მისი მიღწევები "მერენგუესისადმი". მე მგონი, ეს ადამიანი იმსახურებს, რომ კიდევ ერთხელ გავიხსენოთ. დაე, ვინც მის შესახებ ბევრი არ იცის, ახლა გაიგოს. ასე რომ, გადავხედოთ, რა კაცი იყო ბლანკო (მისი გვარი მადრიდულ გრანდს იდეალურად ესადაგება, ესეც რაღაცას ნიშნავს..).

1977 წლის 27 ივნისი იყო, როცა გონსალეს ბლანკო მოევლინა ქვეყანას. ბიჭი მადრიდის ღარიბულ კვარტალში იზრდებოდა. მის ოჯახს მწირი შემოსავალი გააჩნდა, შესაბამისად, პატარა ბიჭს ბევრი რამ აკლდა. დაბალშემოსავლიანი ოჯახი, რომელსაც, რაულის გარდა, კიდევ ორი შვილი ჰყავდა (ძმა პედრო და და მარია ლუიზა), მთლიანად მამის კისერზე ცხოვრობდა, რომელიც ელექტრიკოსი იყო. ასე რომ, ახალგაზრდა ნიჭიერ ბიჭს მხოლოდ ოცნება თუ შეეძლო დიდ ფეხბურთზე. მას ჟინის დაკმაყოფილება მხოლოდ ეზოსა და ქუჩაში შეეძლო. ერთხელაც, მას მწვრთნელებმა თვალი დაადგეს, მაგრამ, საბოლოოდ, ბიჭს იმედი გაუცრუვდა, მომავალი ლეგენდა თავისი სუსტი აღნაგობის გამო დაიწუნეს. რა ექნა პატარა ბლანკოს, მხოლოდ ცრემლის დენით თუ შეეძლო გულის დაოკება, თუმცა მან აღთქმა დადო, რომ აუცილებლად გააუმჯობესებდა ფიზიკურ ფორმას.

"ყოველ დილით გაუმაძღარი მადით იღვიძებდა. თავს მაბეზრებდა თავისი შეკითხვებით. მას აინტერესებდა კალორიების რაოდენობა, რომელსაც ის იღებდა",- ამბობს მისი დედა, მარია იზაბელი.

ბოლოს და ბოლოს, მისმა გარჯამ შედეგი გამოიღო: მოედანზე ბიჭი, რომლის კერპიც დიდებული დიეგო მარადონა იყო, სასწაულებს სჩადიოდა. მისი სისწრაფე და მოქნილობა ძალიან მოეწონა მადრიდის "ატლეტიკოს" მფლობელს, ხესუს გილის, ვინაც პატარა ბიჭს შესთავაზა, წითელ-თეთრი მაისური მოერგო. პრეზიდენტი დაჰპირდა მას, რომ მისი ტალანტის მეშვეობით კლუბი ქედმაღალ თანაქალაქელებს, "რეალელებს" წინ აღუდგებოდა და "ატლეტიკო" "ბლანკოსს" დაჯაბნიდა. დაჰპირდა და ... საფეხბურთო სკოლა დახურა, რადგან კლუბს ფინანსური პრობლემები შეექმნა და ხარჯების შემცირების მიზნით ეს ნაბიჯი გადადგა, რასაც, ალბათ, ნანობს, ძალიან ნანობს, თუნდაც მხოლოდ რაულის დაკარგვის გამო. ახალგაზრდა თავდამსხმელი კვლავ ქუჩაში აღმოჩნდა და ბედნიერების ძებნა სხვა მიმართულებით განაგრძო . საბოლოოდ კი, "ქედმაღალ" "რეალს" მიაშურა. აქედან დაიწყო გზა მთავარი გუნდისკენ. დაიწყო "კადეტიდან" და მიაღწია უმაღლეს საფეხურს.



პირველ ოფიციალურ მატჩში, რომელშიც რაულმა "რეალის" ფორმით ითამაშა, პატარა მადრიდისტებმა მეტოქე იოლად, 5:0 დაამარცხეს. ერთ-ერთი გოლის ავტორი კი გონსალესი გახლდათ.

ალბათ, რაულს ეს თამაში ბუნდოვნად ახსოვს, განსხვავებით მაშინდელი დამრიგებლისგან, რომელიც პატარა მოთამაშეებს წვრთნიდა, საუბარია ანტონიო კუიროგიზე: "პირველივე დღიდან მან თავის თავზე აიღო გუნდის ლიდერობა და საბოლოოდ გახდა კიდევაც გუნდის ლიდერი. დავინახე 15 წლის ბიჭი, რომელიც ბრწყინავდა და ვიცოდი, რომ ის მომავალი გენიოსი იქნებოდა. რაული არაჩვეულებრივი იყო, ის მხოლოდ თავის თავს ეყრდნობოდა. ყველას თვალში დიდ პატივისცემას იმსახურებდა. ის ცხოვრობდა, რათა ფეხბურთი ეთამაშა, ის ფეხბურთით იყო შეპყრობილი. და, რაც მთავარია, მომწონს, რომ ეს ყოველივე დღესაც ასეა", - თქვა მან.

მართლაც, რაული არ არსებობდა ფეხბურთის გარეშე, მისთვის ყოველი მატჩი მნიშვნელოვანი იყო: "ნებისმიერი ოპონენტი ღირსია, რომ მას პატივი სცე, და იმისათვის, რომ მოწინააღმდეგე დაამარცხო, საჭიროა იბრძოლო",- ასე ფიქრობს ესპანელი ფორვარდი.

"ყოველდღე განთიადისას უნდა ავმდგარიყავი, სტადიონამდე მატარებლით მივდიოდით, შემდეგ - მეტროთი, შემდეგ - ავტობუსით," - იხსენებს ის. მან 1994-95 წლების სეზონი "რეალ მადრიდ C"- სთან ერთად დაიწყო და შვიდ მატჩში 13 გოლი გაიტანა (!). მის ცდას შედეგი ნამდვილად მოჰყვა. 17 წლის ბიჭს ოცნება აუხდა (ზუსტად 17 წლისა და 124 დღის), ახალგაზრდა მოთამაშე "რეალის" მაშინდელმა დამრიგებელმა, ხორხე ვალდანომ შეამჩნია: 1994 წლის 29 ოქტომბერს მისი დებიუტი შედგა სამეფო კლუბში, რითაც გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც კი თეთრი მაისური მოურგია. მატჩის წინადღეს, ვალდანომ ის გვერდზე გაიყვანა და უთხრა: "არ შეშინდე, ხვალ უნდა ითამაშო" - უთხრა ეს მწვრთნელმა მას და შეხედა, რათა მის თვალებში შიში დაენახა; დაენახა, რომ გამოუცდელი ბიჭი კანკალებდა, მაგრამ, ამის ნაცვლად, დაუჯერებელი ძალა და დამაჯერებლობა იხილა და შეამჩნია. რაული არ შეუშინდა დიდ დატვირთვას. აბა, როგორია, რამდენიმე ასეული მაყურებლის წინ თამაშს რომ ხარ მიშეჩვეული და უცბად გიწევს ათიათასობით მაყურებლის წინაშე გამოსვლა, თანაც არა მესამე, არამედ პირველი გუნდის შემადგენლობაში...



და, მართალია, "რეალმა" წააგო, მაგრამ რაული ზოგიერთ მომენტში უბადლოდ გაისარჯა. რა თქმა უნდა, ახალგაზრდა ფეხბურთელი მატჩში შეცვლაზე შევიდა, თუმცა მაყურებელს თავი მაინც დაამახსოვრა, საგოლე გადაცემაც კი გააკეთა. ამ დღიდან კი ბლანკომ მადრიდული პუბლიკის გულის მოგება დაიწყო (ამ სეზონში მან 28 მატჩი 9 გოლი გაიტანა, რაც ასეთი ახალგაზრდა მოთამაშესთვის არცთუ ისე ცუდი შედეგია). 1994 წლის 29 ოქტომბრიდან 2010 წლის 25 ივლისამდე თეთრ მაისურს ატარებდა, "თეთრების" ინჩადას ახარებდა გატანილი გოლებით, მხოლოდ მისთვის იღვწოდა და არაერთ წარმატებასაც მიაღწია. ერთი კია, "მადრიდიდან" ისე წავიდა, რომ ერთი აუხდენელი ოცნება მაინც დარჩა - "კოპა დელ რეის" მოგება, რაც კლუბმა გასულ სეზონში შეძლო, როცა გონსალესი ლურჯ ფორმაში გამოწყობილი "აუფ შალკე არენაზე" გელზერკინხელებს ახარებდა.

მის პირად თუ კოლექტიურ მიღწევებს დიდად აღარ ჩავუღრმავდები, დარწმუნებული ვარ, უმეტესობამ კარგად იცის, რისი მოგება მოახერხა მან და რამდენჯერ. მაგრამ, თავს მოვალედ ვთვლი, რომ მაინც შეგახსენოთ, მანამდე კი, გეტყვით, რომ მისი დებიუტი 1996 წლის ოქტომბერში შედგა ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ.

რაული იყო სამეფო კლუბის ერთ-ერთი მთავარი გასაღები 1998-დან 2003 წლამდე, როცა კლუბმა 6 დიდი ტიტული მოიგო. ისაა მფლობელი სამი ჩემპიონთა ლიგის თასის (1998, 2000, 2002). ბოლო ორ ფინალში მან გოლების გატანაც მოახერხა და კლუბს მერვე და მეცხრე თასის მოგებაში მნიშვნელოვნად დაეხმარა. "ლა ლიგა" ესპანელმა ფორვარდმა 1994–95, 1996–97, 2000–01, 2002–03, 2006–07 და 2007–08 წლებში მოიგო, ხოლო მას შემდეგ, რაც ფერნანდო იერო "მერენგუესიდან" და ესპანეთის ნაკრებიდან წავიდა, ბლანკომ კაპიტნის სამკლაური გადაიბირა.

2003 წლის შემდეგ, რაული და მისი გუნდი ხშირად იყვნენ მედიის კრიტიკის ობიექტი, რადგან კლუბი წარმატებას ვერ აღწევდა საშინაო თუ ევრო არენაზე. ამის მიუხედავად, "ელ კაპიტანო" ცდას არ აკლებდა, რომ მისი საყვარელი კლუბი კვლავ ოლიმპზე აეყვანა. 2005 წლის 28 სექტემბერს ის გახდა პირველი მოთამაშე, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში 50 გოლი გაიტანა, და ეს შედეგი მან 97 შეხვედრაში დააფიქსირა, აჯობა რა კიდევ ერთ ლეგენდას, ალფრედო დი სტეფანოს.

2006 წლის მოფლიო ჩემპიონატზე, კერძოდ, 19 ივნისს, მან ტუნისს გოლი გაუტანა, რითაც გახდა მე-18 მოთამაშე, რომელმაც სამ მსოფლიო ჩემპიონატზე მოახერხა გოლის გატანა. მან ამის გაკეთება შეძლო 1998 წელს, ისევე, როგორც 2002-ში.

მოკლედ, არ მინდა მასზე რამე გამომრჩეს, ამიტომ გთავაზობთ მის მიღწევებს:

"რეალ მადრიდი"
ლა ლიგა: 6
1994–95, 1996–97, 2000–01, 2002–03, 2006–07, 2007–08
კოპა დელ რეი
მეორე ადგილი (2): 2001–02, 2003–04
ესპანეთის სუპერთასი: 4
1997, 2001, 2003, 2008
ჩემპიონთა ლიგა: 3
1997–98, 1999–00, 2001–02
ევროპის სუპერ თასი: 1
2002
საერთაშორისო თასი: 2
1998, 2002
"ფიფას" მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი
მეოთხე ადგილი (1): 2000


"შალკე"

DFB-Pokal: 1
2010–11
გერმანიის სუპერთასი: 1
2011

ნაკრები:
20-წლამდელთა
მსოფლიო ჩემპიონატი
მეოთხე ადგილი: 1995
Fourth place: 1995
21-წლამდელთა: ევროპის ჩემპიონი

რაც შეეხება ინდივიდუალურ ტიტულებს, გამოსარჩევია "პიჩიჩი", რომელიც მან ორჯერ მოიგო (1998-99, 2000-01), ჩემპიონთა ლიგის ორგზის საუკეთესო ბომბარდირობა (1999-2000, 2000-01) და საუკეთესო თავდამსხმელობა სამჯერ (1999-2000, 2000-01, 2001-02)

რეკორდები:

"რეალის" საუკეთესო ბომბარდირი: 323 გოლი
ყველაზე მეტი მატჩი კლუბში: 741 შეხვედრა
"რეალის" საუკეთესო ბომბარდირი "ლა ლიგაში":228 გოლი
"რეალის" რიგებში ყველაზე მეტი მატჩი "ლა ლიგაში":550 მატჩი
"რეალის" საუკეთესო ბომბარდიდი "ჩემპიონთა ლიგაზე: 66 გოლი
ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი: 71 გოლი.
"რეალის" რეკორდსმენი ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებული მატჩების რაოდენობით: 132 მატჩი


სხვა საინტერესო ფაქტები რაულზე:

მას მოსწონს - კითხვა, განსაკუთრებით არტურო პერეს რევერტეს წიგნები, ესპანური მუსიკის მოსმენა. ასევე კორიდა და ნადირობა.

2001/02 წლების სეზონში 14 გოლი გაიტანა ესპანეთის ჩემპიონატში.

2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მან სამი გოლის გატანა მოახერხა.

2002 წლის 11 დეკემბერს მან "რეალში" მე-200 და 201-ე გოლები გაიტანა.

2002/2003 წელს რაულმა 16 გოლი "ლა ლიგაში" გაიტანა, ჩემპიონთა ლიგაზე - 9.

2004/05- ში რაულმა მხოლოდ 9 გოლის გატანა მოახერხა.

2001 წელს მან 24 გოლი გაიტანა "ლა ლიგაში" და შვიდიც ჩემპიონთა ლიგაზე.

ასევე, როგორც უკვე გითხარით, მისი დებიუტი შედგა 1996 წელს შედგა ჩეხეთთან და მისი ნაკრები 0-0 ეთამაშა მეტოქეს.

1996 წლის დეკემბერში მან პირველი გოლი გაიტანა ნაკრებში იუგოსლოავიის კარში.

1997/98 - ში მან ესპანეთის სუპერთასზე ითამაშა და "ბარსელონას" სამი გოლი გაუტანა (პირველი შეხვედრა "ბარსამ" მოიგო, 2-1, საპასუხო კი - "რეალმა", 4-1).

1998 წლის იანვრიდან მაისამდე 17 მატჩში მხოლოდ 3 გოლი გაიტანა.

23 წლის ასაკში რაული გახდა საუკეთესო ფორვარდი, რომელმაც "ლა ლიგაში" 113 გოლი გაიტანა.

2000 წლის აპრილში მან მეასე გოლი შეაგდო ესპანეთის ჩემპიონატში.

2000/01 სეზონში რაულმა 22 შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა.

2000 წელს "ლა ლიგაში" რაულმა ასევე 17 გოლი გაიტანა.

1998 წელს გუნდმა ლიგა მოიგო, ხოლო რაულმა 11 შეხვედრაში ორჯერ იხეირა.

1998/99- ში მან 47 შეხვედრაში 30 გოლის გატანა მოახერხა.

კლუბმა კიდევ ერთი ლიგა მოიგო 2000 წელს, მოთამაშემ კი 15 შეხვედრაში ათჯერ დაამწუხრა მეტოქე.

მისი პირველი გოლი სამეფო კლუბში "ატლეტიკო მადრიდის" წინააღმდეგ გავიდა.

1994/95 წლების სეზონში მან "ლა ლიგა" მოიგო კლუბთან ერთად, ჩაატარა 28 შეხვედრა და 9 გოლიც გაიტანა.

1995/1995 - ში მან 40 შეხვედრაში 19 გოლი გაიტანა, ლიგაზე - 6.

1996/97 - ში მან "ლა ლიგაში" 21 ბურთი მოათავსა მეტოქეთა კარში.

მის მესამე და მეოთხე ბავშებს, ტყუპებს, მატეო და ჰექტორი ჰქვიათ, ისინი 2005 წლის 17 ნოემბერს დაიბადნენ. რაულს კიდევ ორი შვილს ჰუგო (დაბადებული 2003 წელს) და ხორხე (2000) ჰქვიათ.

მან მძიმე ტრავმა მიიღო 2005/2006 წლების სეზონში, რის გამოც, მხოლოდ 5-ჯერ გაიტანა გოლი.

2006/07 წლებში გახდა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი 56 გოლით, ამ სეზონში კი 5 გოლი გაიტანა (და მხოლოდ 7 გოლი "ლა ლიგაში") და გაიმყარა საკუთარი პოზიცია ბომბარდირებში.

მან ესპანეთის ჩემპიონატში 189-ე გოლი 2007 წლის 26 მაისს გაიტანა.

2007/08- ში მან 18 გოლი შეაგდო შიდა ჩემპიონატში, ხოლო 5 - ჩემპიონთა ლიგაზე.

მის მეხუთე შვილს და პირველ ქალიშვილს მარია ჰქვია, რომელიც 2009 წლის 4 დეკემბერს დაიბადა.



ასე და ამგვარად, რაულმა იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე, რომ შეუძლებელია მისი დავიწყება. მან არაერთხელ გვაჩუქა ბედნიერი წუთები და მის მიმართ, რასაკვირველია, მხოლოდ კარგი სიტყვები უნდა ვიხმაროთ. ჩვენ კი არა, ლამის მთელი მსოფლიო დადებითად საუბრობს მასზე, მათ შორის კი მოთამაშეებიც არიან: "რაული დიდებული თავდამსმხელია. მასში შერწყმულია ყველა ის თვისება, რომელიც უმაღლესი დონის მოთამაშეს სჭირდება. სისწრაფე, ტექნიკა, დიდებული პასები - ყველაფერი ეს რაულს გააჩნია და, რაც მთავარია, ის ამას შესანიშნავად იყენებს. მის წინააღმდეგ თამაში ურთულესია. მე მას უკრაინა - ესპანეთის შეხვედრისას დავუპირისპირდი. მაშინ ჩვენი დაცვის ხაზი, ისევე, როგორც მე, მუდმივი შიშის ქვეშ იყო მის გამო. ის ამ შეხვედრაში შესანიშნავად გამოიყურებოდა. არცერთი წამით კონცენტრაციას არ ჰკარგავდა. მაშასადამე, მას რომ გაუმკლავდე, შენ მომენტი წინასწარ უნდა განსაზღვრო და უფრო სწრაფად უნდა იმოქმედო. თუკი ის ბურთს საუკეთესო სიტუაციაში მიიღებს, აღარაფერი გეშველება, გოლს აუცილებლად მიიღებ", - განაცხადა "ბაიერნის" ნახევარმცველმა, ანატოლი ტიმოსჩუკმა, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ "შახტარის" ღირსებას იცავდა.

მას ყველა პატივს ცემს, ყველგან და ყოველთვის: ერთხელ მაიკლ ჯორდანმა რაულთან შეხვედრის დროს ამ უკანასკნელს ავტოგრაფი მოთხოვა. თავდაპირველად, ფეხბურთელმა გაკვირვებული შეხედა უდიდეს კალათბურთელს და ხუმრობად მიიღო მისი ნათქვამი, მაგრამ შემდეგ მაისურზე მაინც დაწერა ჯორდანისთვის ასე ნანატრი ავტოგრაფი, ასეთი მინაწერით: ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელს, მაიკლ ჯორდანს, მისი ერთგული გულშემატკივრისგან".

რაული იყო ფეხბურთელი, რომელიც კლუბში გადმოსულ ახალ მოთამაშეებს ადაპტაციის გავლაში ეხმარებოდა, ასე იყო ლუიშ ფიგუს შემთხვევაშიც. ის იყო, არის და იქნება ახალგაზრდა ფეხბურთელის მაგალითი. მისგან მაგალითის აღება ყველას შეუძლია და გამორიცხულია, რომ ამან რაიმე უარყოფითი შედეგი გამოიღოს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მას თეთრის ნაცვლად ლურჯი ფორმა აცვია და არც "ბერნაბეუზე" აღარ დარბის ყოველ კვირა, მისი სული და გული მაინც მადრიდში რჩება, და ჩვენც გვახსოვს ის. ბევრს აქვს შეგრძნება, რომ ის თითქოს არც კი წასულა, ეს იმიტომ, რომ მას "რეალი" და "რაული", "ბლანკოსი" და ბლანკო ცალ-ცალკე ვერ წარმოუდგენია. შენ წახვედი, რაულ, მაგრამ ჩვენ კვლავ გვახსოვხარ და ასე იქნება მარადჟამს...







| ნანახია: 2190 | ავტორი: FC.GuKá | თარიღი: 31-01-2012, 21:24 | კომენტარი (129)
| |
# 1 FC.GuKá   ჯგუფი: წევრი | სტატიები:147 | კომენტარები: 149
მოკლედ, ბევრი ვიფიქრე და გადავწვყვიტე: ჩემთვის უმჯობესია, რომ რამდენიმე თვით სტატია აღარ ვწერო, ამას დიდად ვეღარც ვახერხებ, ამიტომ ამის შემდეგ ჩემს უფლება-მოვალეობებს ვისხნის და ისეთივე წევრი გავხდები, როგორც რომელიმე თქვენგანი.მინდა ამ სტატიით დაგემშვიდობოთ, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ ხანდახან "წამომიაროს" და დავწერო სტატია, მაგრამ, მგონი რომ ეს იშვიათად მოხდება. თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, აუცილებლად დავბრუნდები ზაფხულში და კვლავ დავეხმარები საიტს. ახლა კი მინდა დაგემშვიდობოთ, როგორც რედაქტორი, მაგრამ კვლავ საიტის აქტიური მომხმარებელი დავრჩები ))


| |
# 2 ako_nemso   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 1392
აუ როგორც იქნა დაიდო სტატია რაულზე.... სგ გუკა ყველაზე მეტად შენი სტატიები მომწონს სგ ძაან მაგარია და ხელები რა მდგომარეობაში გაქ ? D:D


| |
# 3 vaska88   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 81
გუკაააააააააააააააა არდაგვტოვოოო...

შენი დაწერილი მომწონს ყველაზე მეტად, ისევ წერე რაა, რატო წყვეტ რედაქტორობას რატო აგარ დაწერ?


| |
# 4 lukianoreal   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 156
აუ ტოო მაგარი კაციი


| |
# 5 roshak   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 46
საღოლ ავტორ, საწყენია რომ გვტოვებ, მაგრამ კარგია რომ ზაფხულში ახალი ენერგიით დაბრუნდები


| |
# 6 Dat.   ჯგუფი: წევრი | სტატიები:13 | კომენტარები: 3504
წავიკითხავ აუცილებლად )))


გუკა ცუდია რო გვტოვებ (( აბა ზაფხულში ახალი ენერგიით შემოუერთდი საიტს ))


| |
# 7 Garrincha.   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 614
აი, ესაა ნამდვილი მადრიდისტა. ზოგი კიდე გამოვა და იტყვის, პეპეა ნამდვილი რეალის სული და გულიო. lol2 ვინც უფრო მეტად ასახიჩრებს ბარსას ფეხბურთელებს ისაა მადრიდისტა ხომ?.. lol1

მის მეხუთე შვილს და პირველ ქალიშვილს მარია ჰქვია, რომელიც 2009 წლის 4 დეკემბერს დაიბადა.

საღოლ რაულს. მხოლოდ გოლების შეყრაში როდი ყოფილა მაგარი. :D:D


| |
# 8 Arjen...   ჯგუფი: წევრი | სტატიები:19 | კომენტარები: 3634
FC.GuKá,
რას სჩადი გუკა >? laugh ხო ვხვდები რატომაც აპირებ წასვლას დროებით.. სწავლა სწავლა და სწავლა :)) წარმატებები აბა შენ იცი :)) სტატიას რაც შეეხება ძალაინ კარგია რაც წავიკითხე...


| |
# 9 ilia333   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 72
საღოლ მაგარი იყო,


| |
# 10 ლევანი   ჯგუფი: წევრი | სტატიები:6 | კომენტარები: 2535
იმედი მაქვს, რომ უახლოს მომავალში ის რეალს აუცილებლად დაუბრუნდება... love


| |
# 11 Gobnela   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 90
მენატრება ეს დრო...


| |
# 12 cr7cr7   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 181
ჰ ა ლ ა რ ო ნ ა ლ დ ო
რაული მეზიზღება და რა ვქნა


| |
# 13 yancho   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 19
me is momewona rom rauli axsovs realis panebs magari kacia gonsalesi.
maladec avtor sagol ra martla magari statia magar kacze


| |
# 14 Miss Blanco   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 261
შენ წახვედი, რაულ, მაგრამ ჩვენ კვლავ გვახსოვხარ და ასე იქნება მარადჟამს...


მართლა არ ვიცი რა დავწერო ამ ადამიანზე

აი ძალიან მაგარი სტატიაა :) real3


| |
# 15 Stunt   ჯგუფი: მწერალი | სტატიები:74 | კომენტარები: 847
აბიტურიენტი იქნები ))

ყოჩაღ, კარგი სტატიაა. = )


| |
# 16 gode   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 31
საღოლ GUKA წარმატებები


| |
# 17 Sandro   ჯგუფი: წევრი | სტატიები:6 | კომენტარები: 702
ციტატა: FC.GuKá
მოკლედ, ბევრი ვიფიქრე და გადავწვყვიტე: ჩემთვის უმჯობესია, რომ რამდენიმე თვით სტატია აღარ ვწერო, ამას დიდად ვეღარც ვახერხებ, ამიტომ ამის შემდეგ ჩემს უფლება-მოვალეობებს ვისხნის და ისეთივე წევრი გავხდები, როგორც რომელიმე თქვენგანი.მინდა ამ სტატიით დაგემშვიდობოთ, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ ხანდახან "წამომიაროს" და დავწერო სტატია, მაგრამ, მგონი რომ ეს იშვიათად მოხდება. თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, აუცილებლად დავბრუნდები ზაფხულში და კვლავ დავეხმარები საიტს. ახლა კი მინდა დაგემშვიდობოთ, როგორც რედაქტორი, მაგრამ კვლავ საიტის აქტიური მომხმარებელი დავრჩები ))


რამე რო იყოს ჟურნალისტიკაზე არ გიფიქრია? :D


| |
# 18 javaxa86   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 25
აუ ძალიან მაგარი კაცია რაული, მაგარი ჭკვიანი ფეხბურთელია და მართლა სამაგალითო კაპიტანი


| |
# 19 Sofai   ჯგუფი: წევრი | სტატიები:3 | კომენტარები: 34
FC.GuKá - გურიიიკ უღრმესი მადლობა რომ "გამოსამშვიდობებელი"სტატ
ა რაულზე დაწერე :* ჰო იცი როგორ მიყვარს :*


რაც შეეხება შენს წასვლას :* წარმატებებს გისურვებ ძმაო : )) აბა შენ იცი,ჰო მართლა მადლობა ყველაფრისთვის რაც realmadrid.ge-სთვის გაგიკეთებია:* ყველა იმ სტატიისთვის რაც კი დაგიწერია :* მიყვარხარ!!! ჰო მართლა თავში არ აგივარდეს ბ ი ჯ ო!!! rofl


| |
# 20 Ramos 4   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 392
ძალიან კარგი სტატიაა )) რაულის დავიწყება მართლა შეუძლებელია რეალისთვის ის ლეგენდა და ყველაფერია ))) რაააულ <33 დიდი მადლობა ავტორს ))


| |
# 21 Realfan   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 384
ყოჩაღ გუკა,ბევრს წვალობ და ნამდვილად დასაფასებელია.


| |
# 22 raul77   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 78
საღოლ ავტორ. ძააან მაგარი სტატიააა....ელ კაპიტანო კი ყველა დროის რეალის საუკეთესო ფეხბერთელია და იქნება სამუდამოდ........HALA MADRID......

მაგარი ტეხავს რაულს ოქროს ბურთი,რომ არ აქვს,იმ წლებში როცა ელ კაპიტანო ბრწყინავდა თუ ვინმე იმსახურებდა ოქროს ბურთს,პირველ რიგში რაული იყო...მაგარი უსამართლობაა,რაულმა ოქროს ბურთის,ევროპის ჩემპიონობის და მსოფლიოს ჩემპიონობის მოპოვება რომ ვერ შეძლო......


| |
# 23 kaka-casillasi   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 32
აუ მაგარი კაცი იყო რა არ უნდა გაესჰვა რეალს იმიტო რო რაული რეალის ლეგენდაა


| |
# 24 lakers   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 2841
საღოლ ავტორ :)) ნამდვილად კარგი სტატიაა :))

რაული უკომენტაროდ :))


| |
# 25 shota.real   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 112
ნამდვილი ლეგენდაა ეს ადამიანი


| |
# 26 Dat.   ჯგუფი: წევრი | სტატიები:13 | კომენტარები: 3504
ციტატა: cr7cr7

ჰ ა ლ ა რ ო ნ ა ლ დ ო
რაული მეზიზღება და რა ვქნა


NO COMMENT !!!


| |
# 27 Sofai   ჯგუფი: წევრი | სტატიები:3 | კომენტარები: 34
12 cr7cr7

ჰ ა ლ ა რ ო ნ ა ლ დ ო
რაული მეზიზღება და რა ვქნა



მგონი პირველი შემთხვევაა როცა პასუხი არ მაქვს .......


| |
# 28 gio_madridista   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 859
[quote=cr7cr7]
ჰ ა ლ ა რ ო ნ ა ლ დ ო
რაული მეზიზღება და რა ვქნა
საღოლ შენ სერიოზული კომენტარია რა სიამოვნებაც მივიღე სტატიის წაკითხვისას შენმა კომენტარმა ჩამიშხამა ყველაფერი :)) შენ თუ რონალდუს ფანი ხარ და რეალი არ გაინტერესებს მაშინ ამ საიტზეც არ უნდა წერდე ეგეთ კომენტარს სადმე იქნება კრისწის ფანების საიტი და იქ წერეთ მასეთი შინარსიის კომენტარი უბრალოდ სირცხვილია ეგეთ რამეს რო ამბობ თან ვინ გირჩევნია რონალდუ ? კაი რა მაგრა ტეხავს მაგის თქმა თან ვინ კრისწი ? :)) ჰალა რონადლუ კი არა როცა რაულია გავკარი რონალდუს არ მინდა ისეთი რამე დავწერო რო მერე გეწყინოს მარა სანამ კომენტარს დაწერ იმაზე მაინც დაფიქრდი ვიზე წერ და რას წერ სტატია ხო არ წაგიკითხავს არც იცი ვინ იყო რაული წესივრად და ა.შ. აღარ მინდა ნერვების აშლა ლექტორებიც კარგად მიშლიან

FC.GuKá,
აბა შენ იცი კიდევ ერთხელ წარმატებები ოქროს მედალი და 100% გრანტი აუცილებელია და თვეში 1-2 ჯერ რო დაწერო ესეთი სტატიები მაგისთვის კი უნდა გქონდეს დრო მთავარია არ დაიზარო :))


| |
# 29 mamu_111   ჯგუფი: წევრი | სტატიები:10 | კომენტარები: 964
ციტატა: cr7cr7
ჰ ა ლ ა რ ო ნ ა ლ დ ო
რაული მეზიზღება და რა ვქნა

ვაი ვაი ვაი ვაი... უკომენტაროდ მინდოდა დამეწერა, მარა ვერ მოვითმინე!!!...


| |
# 30 gio_madridista   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 859
mamu_111,
საღოლ შენ ჩემზე მაგარი ნერვები გქონია გუკა სანამ დაგვტოვე ბანი დააადე რა :))


| |
# 31 catalan   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 22
ციტატა: cr7cr7
ჰ ა ლ ა რ ო ნ ა ლ დ ორაული მეზიზღება და რა ვქნა

და შენ გგონია შენი თავი ნამდვილი რეალი ფანი ? ჰაჰა მოიცა გდავა რონალდო რეალიდან და შეგზიზღდება რეალი სანამ რონალდო რეალში გადმოვიდოდა ჩემ ძმაკაცს რეალი გაგებაში არ იყო რა იყო ანუ საერთოდ არ აინტერერსებდა გადმოვიდა რონალდო და გახდა რეალის ფანი ვაბშე არ ხართ თქვენ რეალის ფანები კაცი არ მინახავს რეალის ფანი რო იძახის რაული მეზიზღებაო :))))))


| |
# 32 FC.GuKá   ჯგუფი: წევრი | სტატიები:147 | კომენტარები: 149
მადლობა ვისაც მოგეწონათ ))

აი რა ვქნა, მართლა აუცილებელი რომ არ ყოფილიყო არ გადავდგავდი ამ ნაბიჯს, მაგრამ ასე მიჯობს. მიზნის მისაღწევად მიწევს რაღაცების დათმობა...


Stunt
;)


Sandro
ჩემ შემცვლელად გტოვებ, შე ზარმაცო :D


Sofai
შენ რომ არა რაულზე არ დავწერდი ალბათ, სხვაზე ვაპირებდი, მარა :D


gio_madridista
აი მაგისთვის გადავდგი ეგ ნაბიჯი, ნუ, რედაქტორობა დიდი პასუხისმგებლობაა, მავალდებულებს, რომ საიტზე რეგულარულად შემოვიდე, ამის გამო ხანდახან გამიტკბა კომპთან ჯდომა და ისევ მე დავზარალდი, ახლა კიდე, განვთავისუფლდები და ამ დროს ისევ სწავლს მოვახმარ. ჰო, მაგიტო ვთქვი, ხანდახან შეიძლება წამომიაროს მეთქი :D



| |
# 33 ლევანი   ჯგუფი: წევრი | სტატიები:6 | კომენტარები: 2535
FC.GuKá,
პირადი შეტყობინებები წაშალე თორე მესიჯს ვეღარ გიგზავნი :)))))


| |
# 34 mamu_111   ჯგუფი: წევრი | სტატიები:10 | კომენტარები: 964
ციტატა: gio_madridista
საღოლ შენ ჩემზე მაგარი ნერვები გქონია

გამიჭირდა, მარა გადავლახე. ეხლა გულში მიტრიალებს ის არ დაწერილი კომენტარი, რომელიც უნდა დამეწერა :)) არაუშავს გაიზრდება და მიხვდება :)) იმედია...


| |
# 35 Sofai   ჯგუფი: წევრი | სტატიები:3 | კომენტარები: 34
FC.GuKá - დიდი პატივია heart ვეცდები დაგიფასოო :*


| |
# 36 gio_madridista   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 859
FC.GuKá,
ხო ჯობია რო ეგრე ქნა სწორი გადაწყვეტილება :))

mamu_111,
ჯობდა რო დაგეწერა უფრო გაიეგბს :)) მე კიდე ნახევარი წამეშალა არც დაუწერე და ახლიდან დაწერა მაგრა დამეზარა ეგეც საკამრისია მარა არ მგონია რო წაკითხოს :))


| |
# 37 ლევანი   ჯგუფი: წევრი | სტატიები:6 | კომენტარები: 2535
FC.GuKá,
აბიტურიენტი თუ ხარ საწერი მაქაც ბლომად გქონია, თან ძალზედ ბლომად laugh


| |
# 38 ika180   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 23

ციტატა: Sofai
ჰ ა ლ ა რ ო ნ ა ლ დ ო
რაული მეზიზღება და რა ვქნა



რას ამბობ ტოო რეალს ბალეშიკობ>? მანჩესტერის ფანი იქნებოდი შენ ადრე :O:O:O:O რაულმა რაც რეალისთვის გაკეთა რაულზე როგორ უნდა თქვას რეალის ფანმა მეზიზღებაო ტო :D:D

რა რონალდო რაულთან რონალდოს როგორ ადარებ სასაცილოააააა dontknow


| |
# 39 madrid fan number 1   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 2412
სღოლ ავტორ


| |
# 40 marikuna   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 1888

Sofai,
ზიზუზე უნდა დაწერილი ძმაო ეს სტატიია :D:D :*:*:* angry
FC.GuKá,
ფბზე ვნახე და მეთქი მეჩვენებათქოოო :D:D:D:D ლოლლლ :D იიფ ეხლა მებლატაავე აბაა :D:D:D: cool1 ბოლო ბოლო შენზე მეტი კომენტარებ მაინც მაქქ )) :D ხო კიდე სად მიდიხარ რომ მიდიხარ ჯავახიშვილში მაინც ვერ მოხვდები [რა უქნეს ბარიერს მაგ დამპლეებმა და არარაობებმააა:DD ] და დაჯექი სტატიიები წერე მაინც cheeky :DD

ეს სტტიაა მომეწოონაა. . საღოოლ მართლააა რა დროოო იყოოოო heart heart


| |
# 41 gio-data   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 861
სიტყები ზედმეტია............მადლოობა ავტორს :)


| |
# 42 Barcelona-Fun   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 64
არ უნდა წასულიყო fubar


| |
# 43 kaxa1992   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 1548
sგ ავტორ მაგარი სტატიააა good


| |
# 44 Arjen...   ჯგუფი: წევრი | სტატიები:19 | კომენტარები: 3634
gio_madridista,
მასეთებს ვერაფერს გააგებინებ დამიჯერე... რეალი გევასება და რაული არა = )) იდიოტიზმია უბრალოდ :))


| |
# 45 Dat.   ჯგუფი: წევრი | სტატიები:13 | კომენტარები: 3504
ციტატა: Ray Allen
რეალი გევასება და რაული არა = )) იდიოტიზმია უბრალოდ :))


+12341


| |
# 46 gio_madridista   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 859
Ray Allen,
არ მესმის ეგრე როგორ იქცევიან ფეხბურთელს დაყვებიან რომელ გუნდშიც თამაშობს იმის გულშემატკივარი ხდება სირცხვილია მაგან რო ჰალა მადრიდ დაწეროს და მერე მასეთმა გულშემატკივარმა თქვას რეალს ვგულშემატკივრობ და ჩემი საყვრელი კლუბი რეალიო დინამოს წაგებებზე და გარსიას გაშვებაზე გაბრაზებული მაგაზე ვიყრი ჯავრებს :))


| |
# 47 Sofai   ჯგუფი: წევრი | სტატიები:3 | კომენტარები: 34
ika180- ცოტა დაკვირვებით და თან ბოლომდე წაიკითხე კომენტარი და მერე მიპასუხე, რაც შეეეხება რაულის სიყვარულს შენგან არ მესწავლება.....


marikuna- და რა დაშავდა რო რაულზე დაიწერა და არა ზიზუზე?? ჩაიცუცქე გავარჩიოთ ჩემი ძმა : )) :* heart




| |
# 48 Arjen...   ჯგუფი: წევრი | სტატიები:19 | კომენტარები: 3634
gio_madridista,
ეგ ეხლა მოდაში შემოვიდა ანუ ფეხბურთელს რო დაყვებიან სადდც გადავლენ უიმ გუნდს ბალეშიკობენ, ნუ მაგას თუ გულშემატკივრობა ქვია ;)) ანალოგიური ხდება ზუსტად კლუბებსა და ნაკრებებთან მიმართებაში )) ოღონთ ამჯერად რომელი კლუბიც და ნაკრებიც მოიგებს შესაბამისად ტიტულს იმის ფანი ხდება უმეტესობაა თითქმის 70-80% თუ მეტია არა კიდე... ))


| |
# 49 gio_madridista   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 859
Ray Allen,
ხო მართალი ხარ 2002 წელს რო ბრაზილის და რეალის გულშემატკივარ იყო თან ასაკით ჩემზე დიდია 25 წლი მაინც იქნება მინიმუმ ეხლა ბარსას და ესპანეთის გულშემატკივარია არადა არ იყო ეგეთი ტიპი რეალი მაისურით დაიდოდა და რო გავიგე არც დავიჯერე სანამ პირადად არ ვნახე იმის მერე ფეხბურთზე ვეღარ ლაპარკობს ჩემთან ნუ რატო გააკეთა ეგეთი რამ ვერ ვიგებ ანუ მარტო მოდის და პატარა ასაკლის ბრალი არ არის ვინც იგებს იმათკენ არიან როგორც აწყობთ ისე ლაპარაკობენ მაგიტოა ქართული ფეხბურთის საქმე ასე კარგად 55 ათასიან სტადიოზნე რო 2000 კაცი მოვა დინამო ტორპედოზე არაფერი ჩვენ არ გვეშველება :))


| |
# 50 ლევანი   ჯგუფი: წევრი | სტატიები:6 | კომენტარები: 2535
ციტატა: gio_madridista
მაგიტოა ქართული ფეხბურთის საქმე ასე კარგად 55 ათასიან სტადიოზნე რო 2000 კაცი მოვა დინამო ტორპედოზე არაფერი ჩვენ არ გვეშველება :))

და აზრზე ხარ რა მოხდება აქ რომ რეალი ან ბარსელონა ჩამოვიდეს lol3


უკან 1 2 3 შემდეგი
ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.