მოდრიჩი პერესს შეხვდება და მომავალს გაარკვევს » Realmadrid.Ge - მადრიდის რეალის პირველი ფანკლუბი საქართველოში

მოდრიჩი პერესს შეხვდება და მომავალს გაარკვევს

მოდრიჩი პერესს შეხვდება და მომავალს გაარკვევს

ლუკა მოდრიჩი ფლორენტინო პერესთან შეხვედრას გეგმავს...

მიუხედავად იმისა, რომ მადრიდის "რეალი" არ აპირებს ლუკა მოდრიჩის გაყიდვას, თუ მასში 750 მილიონ ევროს არ გადაიხდიან, "Gazzetta Dello Sport"-ის ინფორმაციის თანახმად, ხორვატიის ნაკრების კაპიტანი როდესაც შვებულებიდან დაბრუნდება, "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელობასთან შეხვედრას გეგმავს, რათა გაარკვიოს მისი მომავალი. მოდრიჩი ეცდება დაარწმუნოს პერესი და იგი "ინტერში" გაუშვას.

მოდრიჩს ხელშეკრულება 2020 წლის 30 ივნისამდე აქვს, რას იმას ნიშნავს, რომ როდესაც მას კონტრაქტი დაუსრულდება, 34 წლის იქნება. "ინტერი" ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მოდრიჩი გადაიბიროს. მილანელებს არ სურთ არტურო ვიდალის დაკარგვის შემდეგ, ლუკა მოდრიჩიც დაკარგონ. "ნერაძური" მოთმინებით ელოდება მოდრიჩს და იმედოვნებს, რომ პერიშიჩი-ვრსალკოს დუეტი დიდ გავლენას იქონიებს ამ ტრანსფერზე.

წყარო: AS

რეკლამა

{რეკლამა}