კურტუას აგენტი: "ტიბოს "რეალში" სურს, თუმცა მას "ჩელსი" ბლოკავს" » Realmadrid.Ge - მადრიდის რეალის პირველი ფანკლუბი საქართველოში

კურტუას აგენტი: "ტიბოს "რეალში" სურს, თუმცა მას "ჩელსი" ბლოკავს"

კურტუას აგენტი:

კურტუას აგენტმა მის მომავალზე ისაუბრა..

ტიბო კურტუას აგენტმა, კრიტოფ ჰენროტეიმ, "The Sun"-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მის აგენტს სურს მადრიდის "რეალშო" გადასვლა, თუმცა მის ტრანსფერს "ჩელსი" ბლოკავს.

"მე უკვე ყველგან ვკითხულობ, რომ კურტუას სურს მადრიდის "რეალში" გადასვლა, რაც მართლაც რომ იდეალური გადაწვეტილებაა, თუმცა ამ ტრასნფერს ხელს "ჩელსი" უშლის, რომელსაც არ სურს ჩემი კლიენტის გაშვება".

"ტიბოსთვის ეს შესანიშნავი იქნებოდა, თუმცა ტრანსფერში ხელი გვეშლება და მოლაპარაკებების წარმოების უფლებას არ გვაძლევენ. მას სურს იცხოვროს მადრიდში, მის ოჯახთან ახლოს, მას ძალით აკავებენ, რაც ჩემი აზრით არასწორია", - განაცხადა აგენტმა.

შეგახსენებთ, რომ ორივე მხარეს, როგორც "სამეფო კლუბს" და ტიბო კურტუას, სურს ბელგიელი კარის დარაჯის ტრანსფერი და იმედოვნებენ, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე "ჩელსი" დათანხმდება და კურტუას გაუშვებს.

წყარო: AS

რეკლამა

{რეკლამა}