"რეალი" - "ატლეტიკო": არბიტრი ცნობილია » Realmadrid.Ge - მადრიდის რეალის პირველი ფანკლუბი საქართველოში

"რეალი" - "ატლეტიკო": არბიტრი ცნობილია

ცნობილი გახდა, ევროპის "სუპერ თასის" ფინალის არბიტრის ვინაობა.

"სუპერ თასის" მატჩს, რომელიც 15 აგვისტოს, ტალინში "რეალსა" და "ატლეტიკოს" შორის გაიმართება პოლონელი, შიმონ მარჩინიაკი გაუძღვება. აღნიშნული დაპირისპირება, მე-4 იქნება მარჩინიაკისთვის, როდესაც "ბლანკოსის" შეხვედრაში იმსაჯებს.

ბოლო 3 სეზონის განმავლობაში "ჩემპიონთა ლიგაში" პოლონელს "რეალის" 3 მატჩი აქვს განსჯილი. "ტოტენჰემის" წინააღმდეგ ჯგუფურ ეტაპზე 17/18 წლების სეზონში (1:1), "დორტმუნდის" წინააღმდეგ ჯგუფურ ეტაპზე 16/17 წლების სეზონში (2:2) და "რომას" წინააღმდეგ, ასევე ჯგუფურ ეტაპზე "სანტიაგო ბერნაბეუზე" 15/16 წლების სეზონში (2:0).

წყარო: Realmadrid.com

რეკლამა

{რეკლამა}