მოდრიჩის გასაყიდი ფასი ცნობილია » Realmadrid.Ge - მადრიდის რეალის პირველი ფანკლუბი საქართველოში

მოდრიჩის გასაყიდი ფასი ცნობილია

მოდრიჩის გასაყიდი ფასი ცნობილია

"რეალი" მოდრიჩს გაყიდის, თუ იმ თანხას მიიღებს, რომელიც მას სურს..

ლუკა მოდრიჩი არსად არ მიდის. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი სიახლე შეგვხვდება მის ტრანსფერთან დაკავშირებით, "MARCA" წერს, რომ ხორვატი მაგიკოსი "რეალში" თავს კომფორტულად გრძნობს და არსად წასვლას არ აპირებს. 2016 წელს ლუკამ კონტრაქტი გაახანგრძლივა და მას "რეალთან" ვალდებულება 2020 წლის 30 ივნისამდე აქვს.

თუ "ინტერს" ნამდვილად სურს მოდრიჩის გადაბიერება, მაშინ მათ მოუწევთ იმ თანხის გადახდა, რასაც მას "რეალი" აფასებს.

"ლუკა მოდრიჩი თავს კომფორტულად გრძნობს და კლუბის დატოვებას არ აპირებს. მას კონტრაქტი აქვს ჩვენთან და თუ ვინმეს მისი ყიდვა სურს, ჩვენ მზად ვართ გავყიდოთ იგი, თუ სანაცვლოდ 750 მილიონ ევროს მივიღებთ", - განაცხადა ფლორენტინო პერესმა.

რამდენიმე დღეში ლუკა დაუბრუნდება გუნდს და მოემზადება ევროპის "სუპერ თასის" მატჩისათვის "ატლეტიკოს" წინააღმდეგ, რომელშიც ძალზედ მოტივირებული იქნება.

წყარო: Marca

რეკლამა

{რეკლამა}