კოვაჩიჩს "იუნაიტედში" თამაში არ სურს » Realmadrid.Ge - მადრიდის რეალის პირველი ფანკლუბი საქართველოში

კოვაჩიჩს "იუნაიტედში" თამაში არ სურს

კოვაჩიჩს

მატეო კოვაჩიჩი მანჩესტერ "იუნაიტედში" გადასვლით არ არის დაინტერესებული.

24-წლის ჰავბეკი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბის დატოვებაზე ფიქრობს, რადგან მეტი სათამაშო დროის მიღება სურს.

მანჩესტერ "იუნაიტედის" თავკაცს, ჟოზე მოურინიოს კოვაჩიჩი ძალიან მოსწონს და "წითელმა ეშმაკებმა" 60-მილიონიანი შეთავაზებაც გაუკეთეს მადრიდულ კლუბს, თუმცა თავად, მატეოს არ სურს "იუნატედში" თამაში, რადგან სჯერა, რომ ეს გუნდი მისი სტილი არ არის.

რამდენიმე დღეში, ხორვატი "რეალს" დაუბრუნდება და წინასასეზონო მომზადებას გაივლის გუნდთან ერთდ.

ლოპეტეგი ეცდება, რომ კოვაჩიჩს გადაწყვეტილება შეაცვლევინოს და მადრიდში დატოვოს.

წყარო: Marca

რეკლამა

{რეკლამა}