"ბერნაბეუს" თასზე მეტოქე ცნობილია » Realmadrid.Ge - მადრიდის რეალის პირველი ფანკლუბი საქართველოში

"ბერნაბეუს" თასზე მეტოქე ცნობილია

ცნობილი გახდა, "სანტიაგო ბერნაბეუს" თასის გასამართი მატჩის მეტოქე, თარიღი და დრო.

11 აგვისტოს "სანტიაგო ბერნაბეუს" თასზე "თეთრების" მეტოქე "მილანი" იქნება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს სტარტს და ტრადიციულად "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართება. "როსონერისთვის" ეს იქნება მე-4 "ბერნაბეუს" თასი, რომელშიც მიიღებენ მონაწილეობას, ადრე ეს კლუბები 1988, 1990, 1999 წლებში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

შეგახსენებთ, რომ უკვე 15 აგვისტოს "ბლანკოსი" სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩს ევროპის "სუპერ თასზე" "ატლეტიკოს" წინააღმდეგ გამართავს.

წყარო: Realmadrid.com

რეკლამა

{რეკლამა}