31-07-2018, 19:27

მზად არის ბეილი ლიდერობისთვის?

image
ლოპეტეგის განცხადებით, გუნდი ბეილის ირგვლივ აშენდება და მთავარი მოთამაშე სწორედ ის იქნება..

ლოპეტეგის განცხადებით, გუნდი ბეილის ირგვლივ აშენდება და მთავარი მოთამაშე სწორედ ის იქნება. ვარჯიშებზე ყველა სწორედ უელსელ ფეხბურთელზე აკეთებდა დაკვირვებებს და სამწვრთნელო შტაბი შეთანხმდა, რომ ბეილი საკმაოდ კარგ ფორმაშია და მზად არის ლიდერის როლი შეითავსოს. მთავარ მწვრთნელს კარგად ესმის, რომ ეს პირველი სეზონი იქნება ბეილისთვის კრიშტიანუს გარეშე და მას სწორედ ის როლი ექნება და იმას მოსთხოვენ, რასაც პორტუგალიელს სთხოვდნენ.

გუშინდელ ვარჯიშზე ლოპეტეგიმ კიევის ფინალის გმირი დატოვა და დიდი ხნის განმავლობაში საუბრობდა მასთან, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ შორის შესანიშნავი დამოკიდებულებაა და გარეთს სწორედ რომ ლიდერის როლის თამაში მოუწევს. მწვრთნელს ესმის რომ ეს მარტივი არ იქნება, თუმცა ფიქრობს რომ ბეილი ამისთვის მზად არის.

ლოპეტეგი ცდილობს ბეილი არაერთ პოზიციაზე გამოცადოს, როგორც ფლანგის შემტევად, ცენტრალურ თავდამსხმელად და გარემარბად. ლოპეტეგი თვლის, რომ ბეილი არის ფეხბურთელი, რომელსაც სჭირდება ნდობა და ის ამ ნდობას გაამართლებს.

წყარო: Marca
Image

კომენტარის დამატება

    • winkwinkedsmileam
      belayfeelfellowlaughing
      lollovenorecourse
      requestsadtonguewassat
      cryingwhatbullyangry
კოდის განახლება
Image
რეალი
3-0
რომა
თარიღი: 19.09.2018 23:00
სტადიონი: Santiago Bernabeu
ჩემპიონთა ლიგა
ტურის მოთამაშე
მარიანო დიასი
ცხრილი
Image