"რეალი" 2 ფეხბურთელში 100 მლნ. ევროს იხდის » Realmadrid.Ge - მადრიდის რეალის პირველი ფანკლუბი საქართველოში

"რეალი" 2 ფეხბურთელში 100 მლნ. ევროს იხდის

ტიბო კურტუა და ვილიანი "რეალის" ინტერესების სფეროში მოექცნენ.

"ბლანკოსი" მზადაა მეკარე და შემტევი ნახევარმცველი 100 მილიონ ევროდ დაიმატოს.

როგორც "Daily Mail" წერს, ლონდონელები სერიოზულად განიხილავენ ამ წინადადებას.

"Sky Sports"-ის თანახმად, ინგლისელები არ აპირებენ "რეალის" წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების გამართვას, სანამ კურტუას შემცვლელს არ იპოვნიან.

იმ შემთხვევაში, თუ "ჩელსი" ახალ მეკარეს ვერ დაიმატებს, ბელგიელი კვლავ ლონდონში დარჩება პირველ ნომრად, თუმცა მომავალ სეზონში უფასოდ შეეძლება სხვა კლუბში გადასვლა.

გასულ სეზონში კურტუამ 35 მატჩი ჩაატარა "პრემიერ ლიგაში", სადაც 34 ბურთი გაუშვა, ხოლო ვილიანმა 36 მატჩში, გაიტანა 6 გოლი და 7 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

წყარო: Daily Mail

რეკლამა

{რეკლამა}