იტვირთება. გთხოვთ, დაელოდოთ...
მთავარი
წესები
დახმარება
რეკლამა
კონტაქტი
კონკურსი
Kuwait 0-2 Real Madrid
ამხანაგური მატჩი
Preview
16.05.2012 21:15
Real Madrid 4-1 Mallorca
ლა ლიგა, 38-ე ტური
Review
13.05.2012 22:00
ცხრილი
ბომბარდირები
№
მოთამაშე
1
მესი
50
10
2
რონალდუ
46
14
3
ფალკაო
24
12
4
იგუაინი
22
9
5
ბენზემა
21
7
მიმოხილვა
ტურის მოთამაშე
გამოკითხვა
როგორ ფიქრობთ, ვინ მოიგებს ოქროს ბურთს?
კრიშტიანუ რონალდუ
ლიონელ მესი
სხვა
სტატისტიკა
ავტორიზაცია
რეგისტრაცია
|
დაგავიწყდათ პაროლი?
ნავიგაცია
მთავარი
News
სიახლეები
ოფიციალური
არაოფიციალური
ტრანსფერები
ინტერვიუ
ერ. ნაკრებები
წინასამატჩო
სტატისტიკა
ისტორია
კლუბის ისტორია
სტადიონის ისტორია
ლეგენდები
პრეზიდენტები
მწვრთნელები
რეკორდები
ტიტულები
ჰიმნი
ისტორიული დღეები
გუნდი
შემადგენლობა
კასტილია
აკადემია
საკალათბურთო გუნდი
სეზონი
ლალიგა
ჩემპ.ლიგა
სამეფო თასი
ცხრილები
ლა ლიგა
ჩემპ.ლიგა
სამეფო თასი
მიმოხილვა
მულტიმედია
სურათები
ვიდეო
Facebook
ჩათი
ონლაინი
საიტზეა სულ: 8
სტუმრები: 3
მომხმარებლები: - არ არიან
რობოტები:
Yandex Bot
,
spider Bot
,
Yandex Bot
,
Google Bot
,
crawl Bot
ბოლო 20-ი მომხმარებელი: - არ არიან
ესპანელი მეგობრების 28- ე "ელ კლასიკო"
იკერ კასილასისთვის და ჩავი ერნანდესისთვის - მადრიდის "რეალისა" და "ბარსელონას" ორი აღზრდილისთვის - სამეფო თასის 1/4- ფინალური ეტაპის პირველი მატჩი, რომელიც "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართება, რიგით 28- ე ურთიერთდაპირისპირება იქნება. მიუხედავად ორმხრივი დაძაბულობისა კლუბებს შორის, ეს ფეხბურთელები 1997 წლიდან მეგობრები არიან, როდესაც ისინი ესპანეთის 17- წლამდელთა ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავდნენ ეგვიპტის მსოფლიო ჩემპიონატზე.
გაზაფხულზე, "ჩემპიონთა ლიგის" "ელ კლასიკოების" შემდეგ, ყველას ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ მათი ბავშვობის მეგობრობა უბრალოდ წარსულს ჩაბარდა. მიუხედავად ასეთი დაძაბული ვითარებისა, კაპიტნებმა დროულად შეძლეს სიტუაციის მოგვარება და კლუბებს შორის ურთიერთობის დამშვიდება.
აქამდე ჩავიმ და კასილასმა ერთმანეთის წინააღმდეგ 27 შეხვედრა გამართეს (22 - ლა ლიგაში; 2 - ჩემპიონთა ლიგასა და ესპანეთის სუპერთასზე; ერთი - სამეფო თასზე). მადრიდელთა კაპიტანმა მინდორი გამარჯვებულის რანგში 8- ჯერ დატოვა, ხოლო მისმა ვიზავიმ - 12-ჯერ. დარჩენილი 7 მატჩი ფრედ დასრულდა. ჩავის ანგარიშზე 3 გოლია, 2 - კასილასის კარში, 1 - სეზარ სანჩესის. საინტერესოა, რომ ხვალინდელი მატჩი მხოლოდ მეორე "კლასიკო" იქნება მათთვის სამეფო თასის ეგიდით. პირველი და ჯერ-ჯერობით უკანასკნელი მატჩი, როგორც იცით, მადრიდელთა გამარჯვებით დასრულდა "კოპას დელ რეის" ფინალში.
იკერისა და ჩავის დებიუტი "კლასიკოში" 2000 წლის 26 თებერვალს შედგა. ხსენებულ მატჩში "თეთრებმა" 3-0 დაამარცხეს მეტოქე, რობერტო კარლოსის, ნიკოლა ანელკასა და ფერნანდო მორიენტესის გოლებით. საჩემპიონო ტიტული იმ წელს ლა კორუნიაში, დეპორტივოსთან დარჩა. ჩავი - მეორე ფეხბურთელია "ბარსას" ისტორიაში ჩატარებული "კლასიკოების" რაოდენობით. ის მხოლოდ სეგარს ჩამორჩება, რომლის ანგარიშზე 31 მატჩია "რეალის" წინააღმდეგ. რაც შეეხება იკერს, მას ჯერ კიდევ 15 "კლასიკო" აქვს სათამაშო, რათა რეკორდსმენ მანუელ სანჩესს დაეწიოს (43 მატჩი "ბლაუგრანას" წინააღმდეგ).
რაც შეეხება ტიტულებს, ორივე მოთამაშეს - კასილასსაც და ჩავისაც - შეუძლიათ დაიკვეხნონ. ამ მხრივაც, კატალონიელს უპირატესობა აქვს. ამ უკანასკნელის ანგარიშზე 21 ტიტულია ("ჩემპიონთა ლიგა" - 3; "ლა ლიგა" - 6; სამეფო თასი - 1; ესპანეთის სუპერთასი - 5; ევროპის სუპერთასი - 2; მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი - 2; ევროპის ჩემპიონატი და მსოფლიოს ჩემპიონატი - 1). იკერის აქტივში 14 ტიტულია ("ჩემპიონთა ლიგა" - 2; "ლა ლიგა" - 4; სამეფო თასი - 1; ესპანეთის სუპერთასი - 3; ევროპის სუპერთასი - 1; საკონტინეტშორისო თასი, ევროპის ჩემპიონატი და მსოფლიო ჩემპიონატი - 1). რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ მატჩებს, ჩავის ანგარიშზე უკვე 107 მატჩია (57 მატჩი ახალგაზრდულ ნაკრებში), როდესაც იკერს ესპანეთის ნაკრების მაისურით უკვე 127 შეხვედრა აქვს გამართული (მხოლოდ 41 მატჩი ახალგაზრდულ ნაკრებში).
ვის დარჩება გამარჯვება რიგით 28-ე "კლასიკოში" და ვინ დატოვებს მინდორს თავაწეული, სულ მალე გახდება ცნობილი. ვისარგებლოთ შემთხვევით და წარმატება ვუსურვოთ საყვარელი გუნდის კაპიტანს...
წყარო: As.com
Tweet
| ნანახია: 783 | ავტორი:
Gío
| თარიღი:
17-01-2012, 17:17
|
კომენტარი (33)
| |
# 1
Ramos 4
ჯგუფი:
წევრი
| სტატიები:0 | კომენტარები: 392
იმედია მოვიგებთ ეხლა მაიინც ))))) ავტორ ყოჩაღ კარგი სტატიაა )))
| |
# 2
ako_nemso
ჯგუფი:
წევრი
| სტატიები:0 | კომენტარები: 1392
რა თქმა უნდა რეალს და პირველ რიგში იკერს მარტო იმიტომ უნდა მოუგონ ბარსას რომ გუნდის ლეგენდა და კაპიტანი იკერი ასიამოვნონ...რა დრო მოვიდა ამის დედაც დღეს მსახიობები თამაშობენ ფეხბურთს არადა იკერს ზიდანთან რონალდოსთან კარლოსთან ბექენთან და ბევრ ვარსკვლავთან აქვს ნათამაშები და ახლა ბარსას მსახიობების წინააღმდეგ აქვს სათამაშებელი !
| |
# 3
kaka:::kaka
ჯგუფი:
წევრი
| სტატიები:0 | კომენტარები: 88
კაი სტატია საგოლ ავტორ და საღოლ იკერს
| |
# 4
ana barca
ჯგუფი:
წევრი
| სტატიები:0 | კომენტარები: 1070
ადამიანები რომლებზეც ვგიჟდები ორი ლეგენდა
მათ შეძლეს და შეინარჩუნეს მეგობრობა ასეთ დაძაბულ სიტუაციაში რაც ყველაზე დასაფასებელია
ხავი
კასო
ბარსა
| |
# 5
MADRID-BOY
ჯგუფი:
წევრი
| სტატიები:0 | კომენტარები: 378
მოვიგოთ უნდა
| |
# 6
sesiliko
ჯგუფი:
მწერალი
| სტატიები:100 | კომენტარები: 677
იმედია, იკერი თავის 28- კლასიკოში მინდორს თავაწეული და ბედნიერი დატოვებს...
| |
# 7
zelo7r7
ჯგუფი:
წევრი
| სტატიები:0 | კომენტარები: 404
ორივე კაი პიროვნებაა და კაია ამდენი ხანი მეგობრობას რომ ინარჩუნებენ და მგონია რო 28 კლასიკო იკერისთვის უკეთესი იქნება.
| |
# 8
Madridista#1
ჯგუფი:
წევრი
| სტატიები:0 | კომენტარები: 261
წინა თამასში არ გაგვიმართლა თორე მოგება შეილებოდა მაგაზე მწყდება გული ცოდა ბედიც გინდა მარტო კარგი თამაშით არაფერი არ გამოდის
| |
# 9
we love madrid
ჯგუფი:
წევრი
| სტატიები:51 | კომენტარები: 218
ბრავო გიო ! ! ! შესანიშნავი სტატიაა... იმედი მაქვს იკერს დარჩება გამარჯვება მაგრამ ამას კი არ ვფიქრობ არამედ დარწმუნებული ვარ როდის მოვა ხვალინდელი დღე და მერე ელოდა პირველ სააათს :@ :@
| |
# 10
ლევანი
ჯგუფი:
წევრი
| სტატიები:6 | კომენტარები: 2535
იმედია ამჯერად ხავი დარჩება ხახამშრალი
2000 წლის 26 თებერვალს შედგა. ხსენებულ მატჩში "თეთრებმა" 3-0 დაამარცხეს მეტოქე, რობერტო კარლოსის, ნიკოლა ანელკასა და ფერნანდო მორიენტესის გოლებით. საჩემპიონო ტიტული იმ წელს ლა კორუნიაში, დეპორტივოსთან დარჩა.
ეჰ რა დრო იყო ჰანდიკაპით ვუგებდით ბარსელონას.
თან დეპორტივო საჩემპიონო ბრძოლაში იყო ჩართული და იგებდა კიდეც..... შეიცვალა მომენტიი
| |
# 11
soso
ჯგუფი:
წევრი
| სტატიები:0 | კომენტარები: 135
ეხლა რეალმა უნდა მოიგოს ორი მატჩის ჯამში თორე შეიძლება სახლში 1-0 მოიგოს და კამპნოუზე მერე ტირში ეგონება თავი რეალს,ასე რომ 3-0 ან 4-0 უნდა მოიგოს ხვალ კრისწინამ თორე დარხეული აქვთ
| |
# 12
ლევანი
ჯგუფი:
წევრი
| სტატიები:6 | კომენტარები: 2535
ციტატა: soso
ასე რომ 3-0 ან 4-0 უნდა მოიგოს ხვალ კრისწინამ თორე დარხეული აქვთ
შენ თვითონ თუ გჯერა მაგის?
| |
# 13
ilia333
ჯგუფი:
წევრი
| სტატიები:0 | კომენტარები: 72
ხვალ უეჭველი ვიგებთ
| |
# 14
ADAMIANI
ჯგუფი:
წევრი
| სტატიები:0 | კომენტარები: 49
soso
,
3-0 და 4-0 კი არა მაგ ანგარიშით რო არ დამარცხდე იმაზე იფიქრე! რა კამპ ნოუ რის ბერნაბეუ, ვაფშე ადგილს რა მნიშვნელობა აქ, რამდენი კლასიკოც მინახავს ასეთი ძლიერი ბარსას და რეალის მიერ ჩატარებული, ადგილს დიდი მნიშვნელობა არ ქონია!
| |
# 15
real madrid fan nodo
ჯგუფი:
წევრი
| სტატიები:0 | კომენტარები: 50
ბარსას გუარდიოლა კი არ დელ ბოსკე ასწავლის ბარსას მთეალი ბარსა ესპანეთIა და.
ისე დელბოსკე დაბრუნდეს ნეტა ვატრიალებთ ბარსას
| |
# 16
ლევანი
ჯგუფი:
წევრი
| სტატიები:6 | კომენტარები: 2535
real madrid fan nodo
,
ეგ მეც მინდა რო დაბრუნდეს მაგრამ რაც აქ პერესმა და ვალდანომ გაუკეთეს იმის მერე როგორ დაბრუნდება? ნუ პერესის მართველობაში მაინც
| |
# 17
Dat.
ჯგუფი:
წევრი
| სტატიები:13 | კომენტარები: 3504
ეჰჰ ძველი დრო მინდაა ისევ : (((
| |
# 18
ლევანი
ჯგუფი:
წევრი
| სტატიები:6 | კომენტარები: 2535
ციტატა: Dat.
ეჰჰ ძველი დრო მინდაა ისევ : (((
კომუნისტების???
| |
# 19
Dat.
ჯგუფი:
წევრი
| სტატიები:13 | კომენტარები: 3504
ციტატა: ლევანი
კომუნისტების???
არც მაგაზე ვიტყოდი უარს :D:D 11-1 ეჰჰ რა დრო იყო :D:D
| |
# 20
ლევანი
ჯგუფი:
წევრი
| სტატიები:6 | კომენტარები: 2535
Dat.
,
16 მანეთად წახვიდოდი მოსკოვში არა :D:D:D ეჰ 11:1 კაი იყო მარა არც მასე შორს წასვლა გვინდა აგერ 4:1 და 2:0 რო იყო 4 წლის წინ მაგაზეც არ ვიტყოდი უარს
| |
# 21
Pacana ))
ჯგუფი:
წევრი
| სტატიები:0 | კომენტარები: 259
კასოო მაგარი კაცია :** მეორე მისნაირი არ დაიბადება : ))
| |
# 22
Dat.
ჯგუფი:
წევრი
| სტატიები:13 | კომენტარები: 3504
ციტატა: ლევანი
16 მანეთად წახვიდოდი მოსკოვში არა :D:D:D ეჰ 11:1 კაი იყო მარა არც მასე შორს წასვლა გვინდა აგერ 4:1 და 2:0 რო იყო 4 წლის წინ მაგაზეც არ ვიტყოდი უარს
აბაა რა დრო იყოო იგულავდები კაპიკებში...:D:D ისე მართალი ხარ რაღა შორს წავიდე :X:X ეხლა მინდა ეხლაა :X:X:X
| |
# 23
ლევანი
ჯგუფი:
წევრი
| სტატიები:6 | კომენტარები: 2535
Dat.
,
აბბაა მაგის დედა ვატირე რა დღეს მოვესწარით სანატრელი გაგვიხდა კლასიკოს მოსმენა. აგია საქმე........
| |
# 24
Pacana ))
ჯგუფი:
წევრი
| სტატიები:0 | კომენტარები: 259
Reebok მეც მინდა
: DDDDD
| |
# 25
ronaldo is best
ჯგუფი:
წევრი
| სტატიები:0 | კომენტარები: 636
მეც მინდა საღოლ ავტორ და იკერ
| |
# 26
lakers
ჯგუფი:
წევრი
| სტატიები:0 | კომენტარები: 2841
იკერ მომდევნო 2 კლასიკოდან შენუნდა გამოხვიდე გამარჯვებული :)) )
| |
# 27
El Madrilenio
ჯგუფი:
წევრი
| სტატიები:0 | კომენტარები: 208
9-12 უნდა გახდეს ხვალ :)))
| |
# 28
Sergio Ramos 4
ჯგუფი:
წევრი
| სტატიები:0 | კომენტარები: 551
ორი ლეგენდა :X
| |
# 29
mamu_111
ჯგუფი:
წევრი
| სტატიები:10 | კომენტარები: 964
საღოლ ავტორ, საინტერესო სტატიაა :))) იმედი მაქვს კასო მე-9 გამარჯვებას მოიპოვებს კლასიკოში :))
| |
# 30
marikuna
ჯგუფი:
წევრი
| სტატიები:0 | კომენტარები: 1888
ორიივეზეე ვგიიჯდებიიიიი
| |
# 31
Fµ¢Κ FCB
ჯგუფი:
წევრი
| სტატიები:0 | კომენტარები: 188
მიდი კასო .. მაინც შენი იმედი მაქ , ვიცი რო ხვალ დაცვა არ ივარგებს .. ასე რომ უნდა ივაჟკაცო !
| |
# 32
Arjen...
ჯგუფი:
წევრი
| სტატიები:19 | კომენტარები: 3634
ციტატა: sesiliko
იმედია, იკერი თავის 28- კლასიკოში მინდორს თავაწეული და ბედნიერი დატოვებს...
ი მ ე დ ი ა = ))
| |
# 33
real madrid fan nodo
ჯგუფი:
წევრი
| სტატიები:0 | კომენტარები: 50
ვიგებთ
ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში
სტუმარი
, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.