კასილასი კარიერას 2018 წლის მსოფ. ჩემპიონატის შემდეგ დაასრულებს » RealMadrid.Ge {title}
  • Kuwait 0-2 Real Madrid
    ამხანაგური მატჩი
    Preview
    16.05.2012 21:15
  • Real Madrid 4-1 Mallorca
    ლა ლიგა, 38-ე ტური
    Review
    13.05.2012 22:00
ცხრილი
ბომბარდირები
მოთამაშე
1
მესი
50
10
2
რონალდუ
46
14
3
ფალკაო
24
12
4
იგუაინი
22
9
5
ბენზემა
21
7
მიმოხილვა
ტურის მოთამაშე
გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, ვინ მოიგებს ოქროს ბურთს?

კრიშტიანუ რონალდუ
ლიონელ მესი
სხვა

სტატისტიკა

ავტორიზაცია

რეგისტრაცია | დაგავიწყდათ პაროლი?
ნავიგაცია
Facebook
ჩათი

ონლაინი
საიტზეა სულ: 7
სტუმრები: 3
მომხმარებლები: - არ არიან
რობოტები: Yandex Bot, Google Bot, Google Bot, Google Bot

ბოლო 20-ი მომხმარებელი: - არ არიან

იკერ კასილასი პროფესიონალური საფეხბურთო კარიერის დასრულებას 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ აპირებს.

კასილასი ჯერ კიდევ მხნედაა და მშვენივრად გამოიყურება. მადრიდის "რეალისა" და ესპანეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანი მომავალს ოპტიმიზმით უყურებს. მადრიდული კანტერის აღზრდილს კიდევ დიდი ხნით აქვს განზრახული თამაში და საყვარელი საქმის კეთება, ცხადია, მას მიზნად კიდევ უფრო მეტი ტიტულის მოგება აქვს დასახული. უბრალოდ, მას შემდეგ, რაც მან Adidas- თან ხელშეკრულებას 2018 წლამდე მოაწერა ხელი, ამით ბევრი რამ ნათელი გახდა. ის ფაქტი, რომ "სან-იკერი" (შენიშვნა: ეს მისი ზედმეტსახელია) კარიერას სწორედ ამ დროს დაასრულებს, უბრალოდ ვარაუდია. როგორც იცით, კასილასს 20 მაისს 31 წელი შეუსრულდება. მაშასადამე, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, რომელიც რუსეთში გაიმართება, იკერი უკვე 37 წლის იქნება.

დინო ძოფმა, რომელიც იტალიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონია, კარიერა 41 წლის ასაკში დაასრულა; პეტერ სილტონმა - 42 წლის ასაკში; ლეგენდარულმა რეი კლემენსმა და გორდონ ბენკსმა პროფესიონალური კარიერა, შესაბამისად, 40 და 41 წლის ასაკში დაასრულეს.

თუ "იკერმენი" 2018 წლის მსოფ. ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას, მაშინ აბსოლუტურ რეკორდს დაამყარებს მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ჩატარებული მატჩების რაოდენობით. ამ მომენტისთვის, მის ანგარიშზე 127 მატჩია. გამოდის რომ, თუ ის 6 წელი კიდევ ითამაშებს ეროვნულ ნაკრებში, დაახლოებით კიდევ 104 მატჩის ჩატარებას მოასწრებს. ამ მხრივ, მსოფლიო რეკორდი საუდის არაბეთის ექს-მეკარეს, მოჰამედ ად-დეაიას და მექსიკის ეროვნული ნაკრების ყოფილ "კიპერს", მაქსიმ კლაუდიო სუარესს ეკუთვნით. ორივე მათგანმა 178-178 მატჩის ჩატარება შეძლო ეროვნული ნაკრების მაისურით.

იკერი, რომელმაც საკლუბო დონეზე 597 მატჩი უკვე გამართა, სრულიად სამართლიანად მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ ითვლება. ჩატარებული მატჩების რაოდენობით, ის მხოლოდ ხენტოს (599), იეროს (601), სანტილიანას (645), სანჩესს (709) და რაულს (741) ჩამორჩება.

თუ იკერი კარიერას სწორედ 2018 წელს დაასრულებს, მაშინ მის ანგარიშზე მადრიდის "რეალის" მაისურით 19 ჩატარებული სეზონი იქნება. ამ მხრივ, რეკორდი პაკო ხენტოს ეკუთვნის, რომლის ანგარიშზეც 18 სეზონია (1953-1971 წლები). უბრალოდ არ აქვს მნიშვნელობა, თუ როდის დაასრულებს იკერი კარიერას, მთავარი ერთია: ის უკვე კლუბის ლეგენდაა.


ინფორმაციის წყარო:Marca




| ნანახია: 778 | ავტორი: Gío | თარიღი: 17-01-2012, 12:13 | კომენტარი (49)
| |
# 1 madridista8   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 19
პირველი ვარ იქამდე იპოვნიან ახალ მეკარეს და ალბათ კაპიტანსაც


| |
# 2 Miss Blanco   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 261
ეს რომ არ გვყავდეს მართლა რა გვეშველებოდა, გუნდის სული და გული real3


| |
# 3 lakers   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 2841
2018 წლამდე უამრავ რეკორდს მოხსნის :))) და იმედია უამრავ ტიტულსაც მოიგებს :))


| |
# 4 Nika   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 3
ჯერ ადრე ამის კარიერის დასრულებაა


| |
# 5 Sandro   ჯგუფი: წევრი | სტატიები:6 | კომენტარები: 702
ეს რო წავა ლორისი უნდა მოვიდეს. : )))


| |
# 6 lakers   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 2841
ციტატა: Sandro
ეს რო წავა ლორისი უნდა მოვიდეს. : )))


რად გვინდა ლორისი აქვე არაა ადანი ? :D


| |
# 7 Miss Blanco   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 261
lakers,
სანამ ეს რეალში იქნება სუ ითამაშებს და 2018ში ადანიც დაასრულებს "კარიერას სკამზე" ალბათ თუ არ გადავა სადმე :D


| |
# 8 lakers   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 2841
ციტატა: Miss Blanco
სანამ ეს რეალში იქნება სუ ითამაშებს და 2018ში ადანიც დაასრულებს "კარიერას სკამზე" ალბათ თუ არ გადავა სადმე :D


ვიცი :D მაგრამ ლორისიც კაი ბებერი იქნება 2018 წელს :))


| |
# 9 C.ronaldo Fan   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 172
2018 ში ჰარტი მოვიდეს კაი იქნება... ან ნოიერი იქნება საუკეთესო ვარიანტი... 27-28 წლის იქნება და...


| |
# 10 Miss Blanco   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 261
lakers,
ხოდა მაშინ ზიდანის ერთი შვილი მეკარეა მგონი და ის :DD


| |
# 11 Hazard26   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 74
lakers,

:)))) რათქმაუნდა


| |
# 12 Fµ¢Κ FCB   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 188
სგ ავტორ კაი სტატიაა.. კასომ თავის სიტყვა თქვა რელში და იმედი კიდე ბევრჯერ იტყვის !


| |
# 13 QuTeiSeLi   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 68
მაგ დროისთვის ახლი გამოჩნდება ვინმე


real2 real1


| |
# 14 Eden Hazard   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 336
ოფიციალურად?


| |
# 15 ako_nemso   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 1392
კასო მაგარი მეკარეა რეალის ლეგენდა !


| |
# 16 lakers   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 2841
ციტატა: Miss Blanco
ხოდა მაშინ ზიდანის ერთი შვილი მეკარეა მგონი და ის :DD



ხო ვიცი ერთი მეკარეა მეორე გამთამაშებელი :)))


| |
# 17 Dat.   ჯგუფი: წევრი | სტატიები:13 | კომენტარები: 3504
მანამდე ბევრ რეკორდსაც მოხსნის და ტიტულებსაც აიღებს


| |
# 18 Sandro   ჯგუფი: წევრი | სტატიები:6 | კომენტარები: 702
თან გვანან ლორისი და კასო.ორივეს ერთნაირი სახე აქვს ხოლმე გოლს რო გაუტანენ :D


| |
# 19 MADRID-BOY   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 378
უბრალოდ ლეგენდააა :))))


| |
# 20 Ramos 4   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 392
მთავარი მართლაც ისაა რომ ის რეალის ლეგენდაა ))))))))))


| |
# 21 Stunt   ჯგუფი: მწერალი | სტატიები:74 | კომენტარები: 847
ჯერ 2012 წელი გადავაგოროთ.. რა დროს 2018-ია = ))


| |
# 22 Dat.   ჯგუფი: წევრი | სტატიები:13 | კომენტარები: 3504
ციტატა: Stunt

ჯერ 2012 წელი გადავაგოროთ.. რა დროს 2018-ია = ))


laugh


| |
# 23 ronaldo is best   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 636
ციტატა: Dat.
ჯერ 2012 წელი გადავაგოროთ.. რა დროს 2018-ია = ))

rofl


| |
# 24 higuain 20   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 143
აიი..კასოს გარეშე რეალი ვერ წარმომიდგენია ((((


| |
# 25 recouda   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 31
აუ ეს რო წავიდეს ნებისმიერ დროს დავდნები ადგილზე და მოვკვდები რა გენაცვალეე მაგრი კაცი ხარ .... ამან შემაყვარა რეალი მე :*:*:* კასოოოოოო drunk


| |
# 26 Jason   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 28
დღეს ღამეა კლასიკო თუ ხვალ ღამე?


| |
# 27 lakers   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 2841
ციტატა: Jason
დღეს ღამეა კლასიკო თუ ხვალ ღამე?


ხვალ ღამე :))


| |
# 28 ლევანი   ჯგუფი: წევრი | სტატიები:6 | კომენტარები: 2535
ციტატა: higuain 20
აიი..კასოს გარეშე რეალი ვერ წარმომიდგენია ((((

რაულის გარეშე წარმოგედგინა 2010 წლამდე? პერესის თავში ერთი შარიკის გადატრიალება და დამთავრდა პესნია laugh


| |
# 29 Jason   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 28
lakers,
გაიხარე handshake


| |
# 30 baquna17   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 110
აუ კასოს წასვლა პეგბურთიდა ჯერ ცოთა რთული წარმოსადგენიაკიდე ბევრი ხანი უნდა დავტკბეთ მაგის სეივებით real


| |
# 31 ADEBAYOR 26   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 591
მასე გადაჭრით ვერ იტყვი მომავალში რა მოხდება მარა ისე მაგაზე დიდი ხანიც შეუძლია ითამაშოს ბალოტამ ლაციოს მეკარემ 43 წლისამ დაანება თავი ან სულაც ვან დერ საარმა 41
სრულიად სამართლიანად მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ ითვლება
ეხლა კიი მაგრამ ყველა დროის საუკეთესო მეკარე არამგონია გახდეს


| |
# 32 mowyenili winda 99   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 141
მაგარი ხარ იკერიტოოო... kiss


| |
# 33 cr7_real_fan   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 25
ე რა ცუდია მარა 2018 წლამდე თუ ცოცხალი იყო დედამიწა :D:D:D


| |
# 34 miro-iker   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 65
მეხიასი ან ხესუსი თუ გახდება კაი იქნება კასოს შემდეგ


| |
# 35 Casilas And Kaka   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 1
ეგ თუ გადავიდა რეალს მაგრა დაერხევა ! მაგრამ სხვები იქ არ ყავს მოურინიოს

Kasilasi Tu Gadavida Reals Daerxeva


| |
# 36 SaloMe_R7   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 1918
მთავარი ერთია: ის უკვე კლუბის ლეგენდაა.
მარტო კლუბიის??გაგავიმართლაა რომ რეალიის მეკარეაა :X უძლიერესი მეკარე და ღირსეულიი კაპიტანიი იმედია კიდევ დიდხაანს იქნება.ადანი კი მეცოდება :D


| |
# 37 lakers   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 2841
ციტატა: SaloMe_R7
ადანი კი მეცოდება :D


მეც, ოღონდ მაშინ როცა კარში დგას :D


| |
# 38 SaloMe_R7   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 1918
lakers,
lol2 კაი რატო ცოდოაა :D არა ცუდი ბიჭი პრაქტიკა აკლიაა :D


| |
# 39 lakers   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 2841
ციტატა: SaloMe_R7
კაი რატო ცოდოაა :D არა ცუდი ბიჭი პრაქტიკა აკლიაა :D


ჰოდა იყოს 2018 წლამდე უპრაქტიკოდ :)))


| |
# 40 SaloMe_R7   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 1918
ციტატა: lakers
ჰოდა იყოს 2018 წლამდე უპრაქტიკოდ :)))

რისთვიის გვიხარია თასიის თამაშებიი :D გახხსოოვს კასილასი რამდენი წლის გახდა ძირითადი მეკარეე?? :D ერთხელ გადაარჩინა გუნდი და იმის მერე კი არ გამოსულა კარიდან :D


| |
# 41 lakers   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 2841
ციტატა: SaloMe_R7
რისთვიის გვიხარია თასიის თამაშებიი :D გახხსოოვს კასილასი რამდენი წლის გახდა ძირითადი მეკარეე??


18 წლისამ ამოაგდო ბოდო :D გვარი არ მახსოვს :))


ციტატა: SaloMe_R7
ერთხელ გადაარჩინა გუნდი და იმის მერე კი არ გამოსულა კარიდან :D


სად ადანი და სად კასო


| |
# 42 KingArman   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 435
2018 წელს მსოფლიოზე დავიდ დე ხეა იქნება ძირითადი მეკარე და არ ვიცი საერთოდ თუ წაიყვანენ კასოს


| |
# 43 ლევანი   ჯგუფი: წევრი | სტატიები:6 | კომენტარები: 2535
ციტატა: KingArman
2018 წელს მსოფლიოზე დავიდ დე ხეა იქნება ძირითადი მეკარე და არ ვიცი საერთოდ თუ წაიყვანენ კასოს

რატო, რა იცი რა ხდება?


| |
# 44 SaloMe_R7   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 1918
ციტატა: lakers
სად ადანი და სად კასო

ხოო მაგრამ რა იცი რა ტალანტი იმალე მაგ ბიჭშიი :D ღირსეული შემცვლლეი ხო გვინდაა კასო როცაა წავა,მადრიდისტა გულით


| |
# 45 lakers   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 2841
ციტატა: SaloMe_R7
ხოო მაგრამ რა იცი რა ტალანტი იმალე მაგ ბიჭშიი :D ღირსეული შემცვლლეი ხო გვინდაა კასო როცაა წავა,მადრიდისტა გულით



+1 მეც მინდა ადანმა ეგეთ დონემდე მიაღწიოს :)) ვნახოთ რა ყველაფერს დრო გვიჩვენებს :))


| |
# 46 takomadrid   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 20
იკერი მანამდე დარწმუნებული ვარ უამრავ ტიტულს მოიგებ love


| |
# 47 marikuna   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 1888
სხვაგაან ვნახე ესსტატიაა და მაშინ კინაღაამ გულმა დამარტყა წელს აღარ დაუკვირდიი და :XX DDD


| |
# 48 Madridista#1   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 261
არ ინერვიულოთ და 2018 წლამდე იმდენი კარგი მეკარე გამოჩნდება ეგ არაფერი... მაგრამ ასეთი მეკარის პოვნა მართლა გაუჭირდება რეალს ...


| |
# 49 mamu_111   ჯგუფი: წევრი | სტატიები:10 | კომენტარები: 964
უბრალოდ არ აქვს მნიშვნელობა, თუ როდის დაასრულებს იკერი კარიერას, მთავარი ერთია: ის უკვე კლუბის ლეგენდაა.

რა თქმა უნდა, ისევ მართლაც ლეგენდაა :)))


ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.