რუბენ დე ლა რედი - მუდამ მადრიდისტა » RealMadrid.Ge {title}
  • Kuwait 0-2 Real Madrid
    ამხანაგური მატჩი
    Preview
    16.05.2012 21:15
  • Real Madrid 4-1 Mallorca
    ლა ლიგა, 38-ე ტური
    Review
    13.05.2012 22:00
ცხრილი
ბომბარდირები
მოთამაშე
1
მესი
50
10
2
რონალდუ
46
14
3
ფალკაო
24
12
4
იგუაინი
22
9
5
ბენზემა
21
7
მიმოხილვა
ტურის მოთამაშე
გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, ვინ მოიგებს ოქროს ბურთს?

კრიშტიანუ რონალდუ
ლიონელ მესი
სხვა

სტატისტიკა

ავტორიზაცია

რეგისტრაცია | დაგავიწყდათ პაროლი?
ნავიგაცია
Facebook
ჩათი

ონლაინი
საიტზეა სულ: 6
სტუმრები: 3
მომხმარებლები: - არ არიან
რობოტები: Yandex Bot, Google Bot, Google Bot

ბოლო 20-ი მომხმარებელი: - არ არიან

სულ ახლახანს, იკერ კასილასმა მორიგ საქველმოქმედო მატჩს გაუკეთა ორგანიზება, სადაც არაერთი ექს-მადრიდისტა იღებდა მონაწილეობას. მონაწილეთა შორის იყვნენ ფეხბურთელები, რომლებმაც კლუბის წინსვლაში უფრო დიდი წვლილი შეიტანეს, ვიდრე სხვებმა. მაგრამ მათ შორის იყო ადამიანი, რომელმაც მადრიდისტათა მოწონება არა გუნდის მიმართ დიდი დამსახურებით მოიპოვა, არამედ ის ჩვენს გულებში მუდამ დარჩება. განსაკუთრებით ირონიულია, რომ სწორედ სხეულის ამ ორგანოსთან დაკავშირებულმა პრობლემებმა აიძულა ეს ადამიანი, რათა ნაადრევად დაესრულებინა პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა. დიახ, ჩვენ ვსაუბრობთ რუბენ დე ლა რედზე - ბოლო წლებში მადრიდული კანტერის ერთ-ერთ ყველაზე ნათელ წერტილზე, რომელთან მიმართებაშიც, საუბედუროდ, ღმერთს სხვა გეგმები გააჩნდა...

ნაადრევი ასაკიდანვე რუბენი კლუბის ნაწილი გახდა და კანტერის უკლებლივ ყველა ახალგაზრდული გუნდი განვლო, და 2006 წელს, როდესაც კლუბის სათავეში ფაბიო აპელო იდგა, მან თავისი შანსი მიიღო. შანსი, რომელიც ფეხბურთელმა სრულიად გამოიყენა. მომდევნო სეზონის დასაწყისში რუბენი არენდის წესით "ხეტაფეში" გადაბარგდა. კლუბში, რომელიც მადრიდული კანტერის მოთამაშეებისთვის შემდგომში მშობლიური გახდა. დე ლა რედმა ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა, იმ იმედით, რომ იგი ბერნდ შუსტერის, რომელიც საფეხბურთო სამყაროს კაპელოს შემცვლელის როლში მოევლინა, ყურადღებას მიიქცევდა. ფეხბურთელი მშვენივრად თამაშობდა ნახევარდაცვის ცენტრში. უფრო მეტად კი, მან შორი დისტანციიდან ზუსტად დარტყმის უნარი შეიძინა. ნელ-ნელა რუბენი უფრო დავდაჯერებული ხდებოდა, რაც მას დაეხმარა არაერთი ულამაზესი გოლის გატანაში, არამარტო საკლუბო დონეზე, არამედ ეროვნულ ნაკრებშიც, 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე. ასე რომ, "მადრიდმა" იპოვა კანტერანო, რომელიც გამოცდილებას უკვე პირველ გუნდში მიიღებდა.

რუბენ დე ლა რედი - მუდამ მადრიდისტა


საუბედუროდ, 2008 წლის 30 ოქტომბერს, "რეალ უნიონთან" მატჩის მსვლელობისას, რუბენი მოულოდნელად მინდორზე დაეცა. ის ყველასგან მოშორებით, მარტო იდგა და უეცრად გაზონზე დავარდა. ტრიბუნები დუმდა, ფეხბურთელებს შიშისგან სუნთქვა შეკვროდათ. მაგრამ, სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ, დადგინდა, რომ ფეხბურთელი მწყობრში იყო. დროებითი სიმშვიდე მღელვარებამ შეცვალა, როდესაც კლუბმა ოფიციალურად განაცხადა, რომ დე ლა რედი სეზონის დასრულებას ვეღარ შეძლებდა. ამ საუბედურო ინციდენტიდან ორი წლის შემდეგ, თავად ფეხბურთელმა გულშემატკივარს კარიერის დასრულების შესახებ ამცნო, სიტყვებით, რომელიც მის კლუბისადმი უდიდეს სიყვარულს გამოხატავდა: "სამწუხაროდ, პრობლემების გამო კარიერის დასრულება მიწევს. შეიძლება, გულზე პრობლემები მაქვს, მაგრამ ის მუდამ "მადრიდისთვის" ძგერს".

კლუბმა განაცხადა, რომ ფეხბურთელისადმი მის მიმართ ნდობას მუდამ გამოხატავდა. ცოტა ხნის შემდეგ კი, ხელმძღვანელობამ რუბენს წინადადებით მიმართა. იმისათვის, რომ ის კლუბთან უფრო ახლოს ყოფილიყო, ახალგაზრდული ნაკრები უნდა გაეწვრთნა. მისი დახმარებით, "ხუვენილ ა" ასაკობრივი სექციის ჩემპიონი გახდა. უთუოდ, ეს სიახლე თითოეულ მადრიდისტას ღიმილს აჩუქებს (ფოტოზე სწორედ მას ხედავთ ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად).

რუბენ დე ლა რედი - მუდამ მადრიდისტა


რუბენის კარიერა კი იმის თქმისკენ გვიბიძგებს, რომ ის საბავშვო ფეხბურთით იყო გატაცებული. სამწუხაროდ, მან ვერ მოახერხა გაეჩუმებინა ის ხალხი, ვისაც მადრიდული კანტერის სიძლიერეში ეჭვი შექჰონდა. შესაძლოა, ამ მაგალითით, კლუბმა უფრო მეტად გამოუცხადოს ნდობა კანტერის წარმომადგენლებს ? მაგრამ, ყველამ მშვენივრად ვიცით, რომ ფეხბურთში ამ სიტყვის ადგილი არ არის: "შეიძლება...". მიუხედავად ასეთი ტრაგედიისა, ის იქაა, სადაც მის გულს სურს. ის მუშაობს ბავშვებთან, რომელთა საუკეთესო მაგალითიც შეიძლება ვერ იყოს. ის ყოველთვის მადრიდისტათა გულებში დარჩება. მუდამ მადრიდისტა - რუბენ დე ლა რედი...





| ნანახია: 796 | ავტორი: Gío | თარიღი: 16-01-2012, 19:17 | კომენტარი (37)
| |
# 1 foolish123   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 606
real1 real2


| |
# 2 ReaL_FaN   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 60
: (( :****


| |
# 3 lakers   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 2841
ძალიან მინდა რეალის მწვრთენელად ვიხილო :))

Gío,

გილოცავ, კიდევ ბევრი დაგეწეროს :)))




| |
# 4 ReaL_FaN   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 60
აუ გული გამისკდა ვიდეოს დაწყება რო ვნახე : ((


| |
# 5 zelo7r7   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 404
ეე ბედი არგინდა ასეთ ტალანტს უნდა აწუხებდეს გული და ხედირა უნდა იყოს რეალში!


| |
# 6 MADRID-BOY   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 378
Gío,
გილოცავ

რეუბენი მაგარი კაცი



| |
# 7 დათო.   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 144
ეჰჰ:((((
Gío,
გილოცავ


| |
# 8 madridista 20   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 81
RUBEN DE LA RED bow clap real2


| |
# 9 kaka:::kaka   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 88
ძაან მაგარი იყო ეს რა . მარა უიგბლო აგმოცჰნდა რა


| |
# 10 ronaldo is best   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 636
ციტატა: ReaL_FaN
აუ გული გამისკდა ვიდეოს დაწყება რო ვნახე : ((

მეც


| |
# 11 JokeR   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 194
აუუუ მაგარი კაციააააა....ვიდეო რო დაიწყო გული გამისკდა მეტქი რა მოუვიდაააGío,
გილოვა კიდე ბევრი დაგედოსსს


| |
# 12 Dat.   ჯგუფი: წევრი | სტატიები:13 | კომენტარები: 3504
დე ლა რედ <3<3

ციტატა: Gío
P.S ეს ჩემი 1600- ე სიახლეა ამ საიტზე : ))



გილოცავ მალე 2000 მოგველოცოს ))


| |
# 13 ako_nemso   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 1392
გილოცავ მალე 2000 მომელოცოს ჯიგარი კაცი ხარ !


| |
# 14 marikuna   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 1888
მომილოცავს გიოო :PP

არასდროს დიდად არ მყვარებია მაგრამ მადრიიდისტაა ეს მახინჯი ეს :DD cool1


| |
# 15 NaTrO -   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 26
აბა რომელი ვიდო ნახეთ მეც მანახეთ რა :))


| |
# 16 HalaMadrid ))   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 13
ეს იმენა მაგარი კაცია მაგრა მევასებოდა :(


| |
# 17 ronaldo is best   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 636
ეს ალბათ დაავადებული იყო არაა რო წაიქცა მეც გილოცავ გიოოოოოოო


| |
# 18 Sergio Ramos 4   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 551
გულში ჩამწვდომი და ძალიან სევდიანი სტატიაა :X love მადლობა ავტორს speechless


| |
# 19 Ramos 4   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 392
რუუბენ როგორრ მიყვარხაარ :X ნამდვილი მადრიდისტა არის.. იმ ვიდეოს ყურება არ შემიძლია... )))))))))))


Gío,
ყოოჩარ ნამდვილად კარგი სტატია მადლობა შენ ამისთვის და გილოცავ.. ))))


| |
# 20 real madrid fan nodo   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 50
როგორ მახსოვს ეს მომენტი :((((( არადა მაგარი ფეხბურთელი იყო :)) მიყვარხარ
რუუბენ


| |
# 21 ლევანი   ჯგუფი: წევრი | სტატიები:6 | კომენტარები: 2535
Gío,
გილოცავ. კიდე ბევრი დაგეწეროს
რაც შეეხება რუბენას.... ასეტი მადრიდისტები რო არ გვყავს ბევრი გუნდში იმიტოა ჩვენი საქმე ასე


| |
# 22 José Gutiérrez   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 94
საღოლ დე ლა რედი მართლაც მაგარი კაცია.. ძალიან ზუსტი და ძლიერი ფეხი აქვს..


| |
# 23 KingArman   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 435
ეჰ ამან რო დაიწყო თამაში მემეგონა რეალს ეშველა ნახევარდაცვაშიდა :( მაგარი კაცია და მაგარი ფეხბურელლიცაა


| |
# 24 LaTsu   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 41
რო გავიგე ამას გული რო აწუხებდა მე მეგონა ხუმრობდნენ მარა ინტერვიუ რო ვნახე და რო იტირა მერე მასჰინ დავიჯირე მაგარი ცოდოა ტოო მაგარი ფეხბურთელი იყო


| |
# 25 maDriDisTa7   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 79
ამ კაც რა მოუვიდა?? დაამ ტავრა კარიერა ტუ ??? 26 წლისაა დაა ტუ რაო წავიდა რეალიდან?? მიტხარით რა


| |
# 26 Fµ¢Κ FCB   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 188
მაგარი სტატიაა..

Gío
გილოცავ , კიდე ბევრი დაგედოს


| |
# 27 I AM MADRID   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 9
ლას-ხედირები უნდა თამაშობდნენ და ეს კაცი ფეხბურთს ტელევიზორიდან ან ტრიბუნებიდან უნდა უყურებდეს ???????

თფუი ეს თუ სამართალია რააა .. ..


| |
# 28 raulito   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 18
დე ლა რედი გახდება რეალის ლეგენდა როგორც მწვრთნელი


| |
# 29 Realfan   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 384
Gío,
ყოჩაღ გიო , კარგად მუშაობ :)
lakers,
ჯერ რაული ვსინჯოთ და მერე დე ლა რედი :)) მაინც მგონია რომ რაულზე უკეთ ვერავინ გაწვრთნის რეალს


| |
# 30 Stunt   ჯგუფი: მწერალი | სტატიები:74 | კომენტარები: 847
მიყვარს ეს ადამიანი !! გუტის მერე ამას ვაფასებ როგორც მადრიდისტას !


| |
# 31 Arjen...   ჯგუფი: წევრი | სტატიები:19 | კომენტარები: 3634
გავიგეთ ხოო = ))


| |
# 32 Stunt   ჯგუფი: მწერალი | სტატიები:74 | კომენტარები: 847
ციტატა: Ray Allen
გავიგეთ ხოო = ))

რა აგრესიული ხარ ახალგაზრდავ? = ))


| |
# 33 Arjen...   ჯგუფი: წევრი | სტატიები:19 | კომენტარები: 3634
ციტატა: Stunt
რა აგრესიული ხარ ახალგაზრდავ? = ))

რა მეტყობა აგრესიულობის >? = ))


| |
# 34 RMAfan   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 189
ინტერვიუს დროს ტირილი .....


| |
# 35 raul77   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 78
მოედანს ხედავდა ძაან მაგრად.დგეს რეალში მყოფ ყველა ნახევარმცველს ორი თავით ჯობდა....მაგაეი იყო ზაან...მაკელელეს მერე მაგას ვთვლიდი რო რეალის ნახევარდაცვას დაალაგებდა....


| |
# 36 DAVID   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 520
real1 real2


| |
# 37 lagaza   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 352
სგ ავტორ :* ძაან მაგარი სტატიაა heart


ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.