რონალდუ: "არ ვფიქრობ, რომ მადრიდიტები ჩემი წასვლის გამო იტირებდნენ" » Realmadrid.Ge - მადრიდის რეალის პირველი ფანკლუბი საქართველოში

რონალდუ: "არ ვფიქრობ, რომ მადრიდიტები ჩემი წასვლის გამო იტირებდნენ"

რონალდუ:

გთავაზობთ რონალდუს პრესკონფერენციას..

"ეს არ იყო მარტივი გადაწყვეტილება, თუმცა ეს რამდენიმე დღის წინ არ გადამიწყვეტია. ჩემმა კოლეგებმა და მეგობრებმა მითხრეს, რომ ეს იყო კლუბი, სადაც წარმატებას აუცილებლად მივაღწევდი".

"ეს არის ჩემს კარიერაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რადგან ეს დიდი კლუბია, დიდი პრეზიდენტით და დიდი ქომაგით. მე ვფიქრობ დღევანდელზე და არა მომავალზე, თუმცა ვიტყვი იმას, რომ მომწონს ეს ახალი გამოწვევა. მე მთელი ჩემი კარიერა გამოწვევებს მივუძღვენი, ეს კი იდეალური შანსია ჩემთვის".

"მე ყველაფერი წარსულში დავტოვე და ახალი შემართებით დავიწყებ "იუვენტუსთან" ერთად სეზონს, წინ არაერთი ტიტული გველის, რომლის მოგებასაც ვაპირებ".

"არ ვფიქრობ, რომ მადრიდიტები ჩემი წასვლის გამო იტირებდნენ. ჩემი დრო მადრიდის "რეალში" იყო ბრწყინვალე, თუმცა ეს დასრულდა. მე ბედნიერი, მოტივირებული და ფოკუსირებული ვარ ახალი ეტაპით. მე ვაპირებ დავამტკიცო იტალიაშიც, რომ ვარ საუკეთესო".

"მე მანჩესტერში და მადრიდში ჩემი სახელი და ისტორია დავტოვე, ახლა კი მზად ვარ ჩემი სახელი ტურინსაც დავუტოვო. იმედი და სურვილი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება".

"რა თქმა უნდა, მე არ ვარ ცუდად. ჩემი ასაკის ფეხბურთელები, ჩინეთში, ან ყატარში მიდიან სათამაშოდ. მე არცერთი წუთით არ მიფიქრია ევროპის დატოვებაზე და მე ვაგრძელებ ჩემს კარიერას როგორც ახალ კლუბში, ასევე ნაკრებში, თავს კარგად ვგრძნობ და ასაკი ბევრს არაფერს ნიშნავს".

წყარო: Marca

რეკლამა

{რეკლამა}