მადრიდული ოცნება დასრულდა! » Realmadrid.Ge - მადრიდის რეალის პირველი ფანკლუბი საქართველოში

მადრიდული ოცნება დასრულდა!

მადრიდული ოცნება დასრულდა!

"რეალმა" აზარის შეძენაზე უარი განაცხადა..

მადრიდის "რეალმა" დაასრულა ედენ აზარის ტრანსფერზე მუშაობა. როგორც ესპანური გამომცემლობა "AS"-ი წერს, მადრიდელები არ შეიძენენ აზარს და ნდობას გამოუცხადებენ ისკოს.

ბელგიელი შემტევის შეძენა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, რომლის დახარჯვასაც კლუბი ამ ეტაპზე არ აპირებს და შანსს მისცემს მის ფეხბურთელებს. "რეალი" ადასტურებს აზარის შეძენის სურვილს, თუმცა არ აპირებს იმ თანხის გადახდას, რასაც "ჩელსი" ითხოვს.

ასევე კლუბის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ დადგა ის დრო, როდესაც ისკომ გადამწვეტი როლი უნდა ითამაშოს გუნდში. ლოპეტეგი ნდობას უცხადებს ესპანელ ფეხბურთელს. მოგეხსენებათ, მისი ესპანეთის ნაკრებში მოღვაწეობის პერიოდში, ისკო მისი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო, რომლის გარშემოც იყო აწყობილი გუნდი.

წყარო: TribalFootball

რეკლამა

{რეკლამა}