"სუპერ თასის" გამოტოვება არავის სურს! » Realmadrid.Ge - მადრიდის რეალის პირველი ფანკლუბი საქართველოში

"სუპერ თასის" გამოტოვება არავის სურს!

მადრიდელები მოტივირებულნი არიან..

15 აგვისტოს გამართ ევროპის "სუპერ თასის" მატჩში, იულიენ ლოპეტეგის და დიეგო სიმეონეს არ სურთ დათმობა და ორივე ტიტულისთვის ბოლომდე იბრძოლებს. ვარანი, მოდრიჩი და კოვაჩიჩი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი ითამაშა, ჯერ-ჯერობით არ შეუერთდა კლუბს, თუმცა ისინი დროზე ადრე გამოვლენ შვებულებიდან ამ მატჩის გამო.

"რეალის" დავარაუდო შემადგენლობა "სუპერ თასზე" ასეთი იქნება: ნავასი, კარვახალი, რამოსი, ნაჩო, მარსელო, კაზემირო, მოდრიჩი, კროოსი, ისკო, ბეილი და ბენზემა.

იგივე სიტუაციაში იმყოფება სიმეონეც. მას შვებულებაში ჰყავს ანტუან გრიზმანი, შიმე ვრსალკო და ლუკას ერნანდესი, რომლებმაც მუნდიალი წარმატებით დაასრულეს და ამ ეტაპზე ისვენებენ, თუმცა ისინიც სავარაუდოდ დროზე ადრე შეუერთდებიან გუნდს, რათა პირველი ტიტულისთვის იბრძოლონ.

"ატლეტიკოს" სავარაუდო შემადგენლობა ასეთი იქნება: ობლაკი, ხუანფრანი, ხიმენესი, გოდინი, ფელიპე ლუისი, როდრი, საული, კოკე, ვიტოლო, გრიზმანი და დიეგო კოშტა.

წყარო: Marca

რეკლამა

{რეკლამა}