ლოპეტეგის ფორვარდი სურს » Realmadrid.Ge - მადრიდის რეალის პირველი ფანკლუბი საქართველოში

ლოპეტეგის ფორვარდი სურს

ლოპეტეგის ფორვარდი სურს

სამწვრთნელო შტაბს თავდამსხმელი სურს..

იულიენ ლოპეტეგის განცხადებით, მას მოსწონს ბენზემას და ბეილის მუშაობა და ორივეს გამოყენებას მოიაზრებს, თუმცა იგი თვლის რომ გრძელი და რთული სეზონის პირობებში რთული იქნება ასპარეზობა მათთვის, გადაიღლებიან და სწორედ ამიტომ მას თავდამსხმელის დამატება სურს.

ასევე "რეალის" მთავარი მწვრთნელი სიფრთხილის გამოჩენას გეგმავს, რადგან მან იცის ბეილის შესაძლებლობები, თუმცა მან ისიც კარგად იცის, თუ როგორ ხშირად და მარტივად იღებს დაზიანებებს უელსელი შემტევი, ამიტომ თავის დაზღვევაც სურს.

რონალდუს წასვლის შემდეგ რა თქმა უნდა, საგრძნობლად დასუსტდა "რეალის" შეტევა, თუმცა ლოპეტეგი აშშ-ს ტურის დროს დააკვირდება თითუელ ფეხბურთელს და გადაწვეტილებას მიიღებს, თუმცა იგი იმედოვნებს, რომ ვინმე ტოპ ფეხბურთელს დაიმატებს სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე, რომლამდეც არც თუ ისე დიდი დრო რჩება.

წყარო: Marca

რეკლამა

{რეკლამა}