ნავასს კონტრაქტის გახანგრძლივება სურს » Realmadrid.Ge - მადრიდის რეალის პირველი ფანკლუბი საქართველოში

ნავასს კონტრაქტის გახანგრძლივება სურს

ნავასს კონტრაქტის გახანგრძლივება სურს

ნავასს დარჩენა სურს..

მიმდინარე ზაფხულს აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, რომ მადრიდის "რეალი" "ჩელსიდან" ტიბო კურტუას დაიმატებდა და ჯერ-ჯერობით ამის შესახებ არანაირი სიახლე არ არის. სწორედ ახლა, კეილორ ნავასი დაუკავშირდა კლუბს და კონტრაქტის გახანგრძლივება ითხოვა.

მიუხედავად იმისა, რომ "რეალი" ცდილობს მეკარის ყიდვას და მისი პირველი ნომრის სტატუსი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგება, კოსტა-რიკელი კარის დარაჯი ერთგულებას უცხადებს "ლოს ბლანკოსს" და პირველი ნომრისთვის ბრძოლას ბოლომდე აპირებს. ნავასი აწარმოებს მოლაპარაკებებს ახალ კონტრაქტზე, რომელიც დიდი ალბათობით მისი დაბრუნების შემდეგ განახლდება.

როგორც "La Nación" წერს, "რეალის" ახალი მწვრთნელი, ხულიენ ლოპეტეგი დაუკავშირდა ნავასს და ნდობა გამოუცხადა. როგორც ჩანს ესპანელი სპეციალისტი ენდობა საკუთარ გოლკიპერს და მისი დარჩენა სურს. 31 წლის ნავასს კლუბთან 2 წლით აკავშირებს კონტრაქტი და მას კიდევ 2 წლით სურს გახანგრძლივება და წასვლის შემთხვევაში სურს რომ 35 წლის ასაკში წავიდეს.

წყარო: AS

რეკლამა

{რეკლამა}