საიტზე ძიება:
 

მენიუ

რეკლამა

ფან-კლუბი

ონლაინი

ახლა საიტზეა:
იუზერები: 26
achi casillas amiko
BaRCa_DaViTi Becks
CH1PO fern
goga gold_goga
gurika-kaka Hala Rm
Its Raul jeferson8881
Kakà KaLa
Karim Benzema9 mario--kaka
mtawminda raulaa
realis fani Ronaldo 9.
s e k t a s.ramos
shota.real.raul tazo.kaka
temo_real madrid The Wall

რობოტები: 4
GooglebotYandex
YahooMSN

სტუმრები: 75
სულ: 105

ჩათი

ტოპ ავტორები

aristo5110


News: 785
Niik.


News: 566
s.ramos


News: 511
giorealman


News: 369
fern


News: 278
ZIZU-ZIDANE


News: 274
Steel.


News: 266

კალენდარი

«    სექტემბერი 2010    »
ორსაოთხუპაშაკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 

მთვლელები


რაულ გონსალეს ბლანკო


რაულ გონსალეს ბლანკო დაიბადა 1977 წლის 27 ივნისს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში. ხალხი მას იცნობს როგორც რაული, იგი ამპლუით ფორვარდია და მან მთელი საკლუბო კარიერა მადრიდის ”რეალს” მიუძღვნა, ასევე რაული სამეფო კლუბის კაპიტანიცაა. გონსალეს ბლანკო ესპანეთის ეროვნული ნაკრების წევრი 1996 წლიდან გახლავთ და 44 გოლით ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.

რაული 2001 წელს წლის საუკეთესო ფეხბურთელთა შორის მესამეზე, ხოლო ევროპის საუკეთესოთა შორის მეორე ადგილზე გავიდა, ასევე იგი 1999 და 2001 წლებში ”ფიჩიჩი” გახდა. აგრეთვე ესპანელი ”ESM”-ის მიერ დასახელებულ წლის სიმბოლურ კლუბში მოხვდა 1996/97, 1998/99 და 1999/00 წლების სეზონებში. აღსანიშნავია ისიც, რომ გონსალეს ბლანკო ”FIFA”-ის მიერ დასახელებულ 100 საუკეთესო ფეხბურთელთა შორისაც მოხვდა.

ბლანკო დაოჯახებულია და მას 4 ვაჟი, უგო, ხორხე, მატეო და ექტორი და 1 ქალიშვილი მარია ჰყავს. მარია სულ ახლახანს 2009 წლის 4 დეკემბერს მოევლინა სამყაროს, ხოლო ხორხესა და უგოს რაულმა სახელები ხორხე ვალდანოსა და უგო სანჩესის საპატივცემულოდ დაარქვა. ესპანელს ძალზე უყვარს წიგნების კითხვა, კერძოდ კი ის არტურო პერეს როვერტეს შემოქმედებეს ეცნობა, ასევე რაული ესპანურ მუსიკას უსმენს.

რაულმა მისი ახალაგზრდული საკლუბო კარიერა 1988 წელს ”სან კრისტობალში” დაწიყო, როდესაც გონსალეს ბლანკო სულ რაღაც 11 წლის გახლდათ. თუმცა ესპანელის მამა დონ პედრო მაშინ მადრიდის ”ატლეტიკოში” მუშაობდა და რაულიც 1990 წელს სწორედ ”ატლეტიკოში” გადავიდა 13 წლის ასაკში, სადაც მან 2 წელი დაჰყო. 15 წლის რაული უკვე მადრიდის ”რეალის” ფეხბურთელი გახდა და ამის შემდეგ აგერ უკვე მე-18 წელია სამეფო კლუბის ღირსებას იცავს.

1992-დან 1994 წლამდე რაული ”რეალის” ახალაგზრდულ კლუბში გამოდიოდა, ხოლო 1994 წლის დასაწყისში კი ესპანელმა ჯერ სამეფო კლუბის მე-3, შემდეგ მე-2, ხოლო ბოლოს კი უკვე პირველი გუნდის მაისური მოირგო. ”რეალ მადრიდ ც”-ში ყოფნის დროს გონსალეს ბლანკომ 9 თამაშში საკმაოდ ბევრი 16 გოლის გატანა მოასწრო, ხოლო რაც შეეხება რაულის მადრიდის ”რეალის” მეორე გუნდში გამოსვლას, აქ მან 1 მატჩი გამართა და თავი ვერაფრით დაგვამახსოვრა.

რაულ გონსალეს ბლანკო


რაულის სადებიუტო ლა ლიგა 1994/95 წლებში შედგა და ასევე ესპანელმა სამეფო კლუბის მაისურით პირველ მადრიდულ დერბიში ატლეტიკოსთან გოლის გატანაც მოახერხა. ამავე სეზონში გონსალეს ბლანკომ ”რეალთან” ერთად ლა ლიგაც მოიგო, რომელიც პირველი საკლუბო ტიტული გახდა მის კარიერაში. რაულმა მის სადებიუტო სეზონში პრიმერაში 28 მატჩი გამართა და 9 გოლიც გაიტანა, ამას მან ესპანეთის თასზე 2 თამაში და 1 გოლი მიუმატა და საერთო ჯამში გამოვიდა, რომ 1994/95 წლებში ”რეალის” მომავალმა კაპიტანმა 30 ოფიციალურ თამაშში 10 გოლი შეაგდო.

მომდევნო 1995/96 წლებში რაულმა ვერანარ საკლუბო წარმატებას ვერ მიაღწია რაიმე ტიტულის მოგებით, სამაგიეროდ ლა ლიგაში გამართულ 40 თამაშში 19, ხოლო ევროტურნირებზე ჩატარებულ 8 მატჩში 6 გოლი გაიტანა. ამ სეზონში რაულ გონსალეს ბლანკომ სამეფო კლუბის მაისურით 50 ოფიციალური თამაში გამართა და მისი ნახევარი რაოდენობის, 25 გოლი შეაგდო.

ერთწლიანი პაუზის შემდეგ რაულმა მადრიდულ კლუბთან ერთად 1996/97 წლების სეზონში კვლავ იმარჯვა ქვეყნის შიდა ჩემპიონატში და სეზონის დასრულების შემდეგ პრიმერაში პირველობის გამო გასამართ ესპანეთის სუპერ თასზეც შეძლო გამარჯვების მოპოვება. გონსალეს ბლანკოსისათვის რიგით მესამე ლა ლიგაში გამარჯვების გარდა, მან 42 თამაშში მიიღო მონაწილეობა და 21-ჯერ მეტოქის კარის დალაშქვრაც მოახერხა. ამას მან კოპა დელ რეიზე 5 თამაშში გატანილი 1 გოლი მიუმატა და საერთო ჯამში რაულისათვიდ მესამე სეზონის ბოლოს 47 ოფიციალურ თამაშში მის ანგარიშზე 22 გოლი იყო.

1997/98 წლებში რაულმა ვერ მოახერხა პრიმერა დივიზიონში კვლავ პირველობის მიღწევა, სამაგიეროდ მან მის საკლუბო კარიერაში პირველი უეფას ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ფინალში იტალიური ”იუვენტუსის” დამარცხების მეშვეობით. ამ სეზონში რაულმა ლიგაზე 12 მატჩში 2 გოლი გაიტანა, ხოლო ლა ლიგაზე კი მაყურებელს თავი 10-ჯერ დაამახსოვრა 35 ჩატარებულ თამაშში. ამ წელს გონსალეს ბლანკომ კოპა დელ რეის ერთ თამაშშიც მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ამ მატჩში თავი ვერაფრით დაგვამახსოვრა.

რაულ გონსალეს ბლანკო


1998 წლის მიწურულს ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ ესპანელმა საკონტინენტთაშორისო თასიც მოიგო, მაგრამ მომდევნო სეზონში 1998/99 წლებში რაული ტიტულის გარეშე დარჩა. მიუხედავად ამისა, მას მაინც შეუძლია ამ სეზონისაგან იამაყოს, ვინაიდან სწორედ ამ წელს გახდა რაული პირველად ლა ლიგის ბომბარდირი 25 გოლით, რომელიც ესპანელმა 37 თამაშში გაიტანა. ამავე სეზონში რაულმა ევროტურნირებზეც შეძლო 8 მატჩში 3 გოლის გატანა.

მე-20 საუკუნის ბოლო სეზონი რაულისათვის კვლავ წარმატებული გამოდგა, ვინაიდან მან მეორედ შეძლო ჩემპიონთა ლიგის თასის აწევა და საუკუნის მიწურულს საკონტინენტთაშორისო თასი და უეფას სუპერ თასიც მოიგო. ასევე ბლანკომ ამ სეზონში მისი საკლუბო კარიერის განმავლობაში ყველაზე მეტი 54 ოფიციალური თამაში გამართა ერთ წელიწადში და 28 გოლი გაიტანა.

მე-20 საუკუნის პირველი პრიმერა კვლავ მადრიდის ”რეალმა” მოიგო და რაულ გონსალეს ბლანკო უკვე მეორედ გახდა ”ფიჩიჩი” 34 მატჩში გატანილი 23 გოლით. ასევე მან ამ სეზონში ევროტურნირზეც შეძლო 12 გამართულ მატჩში 7 გოლის გატანა და წელიწადის მიწურულს ესპანეთის სუპერ თასიც მოიგო.

მომდევნო 2001/02 წლების სეზონში უკვე მესამედ ერთწლიანი პაუზების შემდეგ რაულმა კვლავ მოიგო ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი, ანუ ჩემპიონთა ლიგა, სადაც მან მოცემულ სეზონში 13 თამაშში 6 გოლი გაიტანა. რაულმა ლიგის ფინალშიც შეძლო გოლის გატანა ”ვალენსიას” კარში, როდესაც ”თეთრებმა” მოცემული მატჩი გამანადგურებელი სხვაობით 3-0 მოიგეს. ამავე წელს გონსალეს ბლანკომ კოპა დელ რეიზე 6 მატჩი ჩაატარა და ამდენივე გოლის გატანა მოახერხა, ხოლო პრიმერაში კი 35 თამაშში 14-ჯერ შეარხია მეტოქეტა კარის ბადე. 2001/02 წლებში რაულმა საერთო ჯამში 54 ოფიციალურ მატჩში 26 გოლი შეაგდო.

2002/03 წლების სეზონში რაული სამეფო კლუბთან ერთად ისევ პრიმერა დივიზიონს და წლის მიწურულს ქვეყნის სუპერ თასს დაეუფლა. უხვგოლიანი გამოდგა გონსალეს ბლანკოსისათვის ამ წელს უეფას ჩემპიონთა ლიგა, სადაც ესპანელმა 12 თამაშში 9-ჯერ მოახერხა გოლის აღნიშვნა, ხოლო ლა ლიგაში კი 31 თამაში გამართა და 16 გოლის გატანა შეძლო. ამ წელს ვერცერთხელ ვერ გამოიჩინა თავი ესპანელმა ქვეყნის სამეფო თასზე.

რაულ გონსალეს ბლანკო


მომდევნო 3 სეზონი 2003/04, 2004/05 და 2005/06 რაულისათვის უტიტულო გამოდგა და ამჯერად მან ვერც ლა ლიგაში ვერ შეძლო ბომბარდირობა. ამ 3 სეზონიდან ესპანელმა ყველაზე შედეგიანად მაინც 2004 წელი დაასრულა, როდესაც რაულს წლის ბოლოს 51 ოფიციალურ თამაშში 19 გოლი ჰქონდა გატანილი. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწორედ 2003 წელს, როდესაც კლუბი ფერნანდო იერომ დატოვა, მადრიდის ”რეალის” კაპიტანი რაულ გონსალეს ბლანკო გახდა.

აღსანიშნავია 2005 წელიც, კერძოდ კი 28 დეკემბერი, როდესაც რაულმა ”ოლიმპიაკოსს” მისი 50-ე გოლი გაუტანა უეფას ჩემპიონთა ლიგაზე. მაშინ ”თეთრებმა” 2-1 იმარჯვეს, ხოლო გონსალეს ბლანკო კი პირველი ფეხბურთელი გახდა ვინც 50 გოლიან ზღვარს გადააბიჯა უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაზე.

ამ ყველაზე დიდი პაუზის შემდეგ რაულის საკლუბო კარიერის ისტორიაში 2006/07 წლების სეზონში მან კვალვ მოიგო სამეფო კლუბთან ერთად ქვეყნის შიდა ჩემპიონატი. თუმცა ეს წელიწადი მისთვის არც ისე უხვგოლიანი გამოდგა, ვინაიდან პრიმერაში მხოლოდ 7, ლიგაზე 5, ხოლო ესპანეთის თასზე კი ვერცერთი გოლი ვერ გაიტანა, რამაც საბოლოოდ ის შედეგი მოგვცა, რომ ”რეალის” კაპიტნის ანგარიშზე სეზონის ბოლოს 42 ოფიციალურ თამაშში 12 გოლი იყო.

მომდევნო 2007/08 წლების სეზონში რაულმა კიდევ 2 ტიტული მოიგო მე-6 პრიმერა დივიზიონის და მე-4 ესპანეთის სუპერ თასის სახით. ეს ორი ტიტული ”ელ კაპიტანოსათვის” ჯერჯერობით უკანასკნელია. მოცემულ სეზონში რაულმა ესპანეთის ჩემპიონატში 37 მატჩი გამართა და 18 გოლის გატანაც შეძლო. ხოლო ლიგაზე კი 8 თამაში ჩაატარა და 5-ჯერ შეძლო მეტოქეთა კარის დარაჯების დამწუხრება. საერთო ჯამში 2008 წლის ბოლოს რაულის მიერ გამართულ 46 ოფიციალურ თამაშში ესპანელის ანგარიშზე 26 გოლი გახლდათ.

რაულ გონსალეს ბლანკო


რაული შემდეგ 2008/09 წლებში კვლავ უტიტულოდ დარჩა და ლა ლიგაში წინა წლის ანალოგიურად 37 თამაშში 18 გოლი გაიტანა, სამაგიეროდ კოპა დელ რეიზე 1 მატჩში ”რეალ უნიონის” წინააღმდეგ ჰეთ-ტრიკის შესრულება შეძლო და სწორედ ამ თამაშში იზეიმა რაულმა სამეფო კლუბის რიგებში მისი რიგით მე-300 გოლი. საერთო ჯამში სეზონის ბოლოს 45 ოფიციალურ მატჩში რაულის ანგარიშზე 24 გოლი იყო. სამეფო კლუბის კაპიტანი წლვენადელ სეზონშიც ”რეალის” ღირსებას იცავს და ესპანეთის თასიდან გამოვარდნილი ყველანაირად ეხმარება კლუბს პრიმერაში და ევროტურნირზე წარმატების მიღწევაში. ჯერჯერობით რაულმა წლევანდელ 2009/10 წლების სეზონში 24 თამაში ჩაატრა და 5-ჯერ შეძლო მეტოქეთა კარის აღება.

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ რაულ გონსალეს ბლანკოსის საკლუბო კარიერა მადრიდის ”რეალის” ფარგლებს არ გასცდენია, მან ლა ლიგაში სულ 533 თამაში ჩაატარა და 226 გოლის გატანა შეძლო. უეფას ჩემპიონთა ლიგაზე რაულს 134 მატჩი აქვს ჩატარებული და 60 გატანილი გოლით დაიკვეხნის, ხოლო ესპანეთის სამეფო თასზე 37 გამართულ თამაშში კაპიტანის ანგარიშზე 18 გოლია. ასევე აღნიშვნის ფაქტია ესპანელის მიერ ქვეყნის სუპერ თასზე 8, უეფას სუპერ თასზე 1 და საკონტინენტთაშორისო თასზე გატანილი 2 გოლი. საერთო ჯაშმი ”რეალის” მაისურით რაულს 729 ოფიციალური მატჩი აქვს გამართული და მეტოქეთა კარი 321-ჯერ აიღო.

რაულს ესპანეთის 18 წლამდე ნაკრებში 2 თამაში აქვს ნათამაშები და მეტოქეთა კარის დარაჯები 4-ჯერ დაამწუხრა, ხოლო რაც შეეხება გონსალეს ბლანკოსის ესპანეთის 20 წლამდე ნაკრებში გამოსვლას, აქ რაულმა 5 მატჩში 3 გოლი შეაგდო. ასევე რაულს ”ფურია როხას” ახალგაზრდულ ანუ 21 წლმადე ნაკრებში 9 შეხვედრა აქვს გამართული და ესპნელმა 9-ჯერ შეძლო მეტოქეების კარის ბადის შერხევა, ხოლო ესპანეთის 23 წლამდე ნაკრებში რაულმა 4 თამაშში 2 გოლი გაიტანა.

რაულ გონსალეს ბლანკომ ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში გამოსვლა 1996 წელს დაიწყო, ხოლო უკანასკნელად მინდორზე ”ფურია როხას” მაისურით 2006 წელს გამოვიდა, მაგრამ არსებობს იმის შანსები, რომ რაული 2010 წლის მუნდიალზე ვიხილოთ. ესპანელი ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია 44 გოლით, ხოლო ჩატარებული მატჩებით მას მხოლოდ ანტონი სუბისარეტა უსწრებს 126 გამართული მატჩით, ხოლო რაულმა კი 102 მატჩში მიიღო მონაწილეობა ესპანეთის ეროვნული ნაკრების მაისურით.

რაულს ეროვნულ ნაკრებთან ერთად არც მსოფლიო და არც ევროპის ჩემპიონატი არ აქვს მოგებული, მაგრამ მას ”ფურია როხას” მაისურით ერთხელ აქვს ერთ თამაშში 4 გოლი გატანილი, ხოლო ერთხელაც კი 3. ერთ მატჩში 4 გოლი რაულმა აუსტრიის ნაკრებს გაუტანა, როდესაც ესპანეთმა მეტოქე 9-0 სძლია, ხოლო ჰეთ-ტრიკი ბლანკომ კი სან მარინოსთან შეასრულა, მაშინ ესპანელებმა მეტოქე 6-0 დაამარცხეს.

  9-02-2010, 08:41 | კომენტარები: 40 [823] | ლეგენდები | ავტორი: s.ramos

#1 ავტორი: tusho_vich

 


ჯგუფი: წევრი
magari statiaa s.ramos


--------------------
 
 
სიახლეები: 6 | კომენტარები: 385    
 
 

#2 ავტორი: R_A_U_L

 


ჯგუფი: წევრი
საღოლ მაგარი კაცია რაულიიიიიიიიი wave
 
 
სიახლეები: 0 | კომენტარები: 1    
 
 

#3 ავტორი: henry_m

 


ჯგუფი: წევრი
wave


--------------------
 
 
სიახლეები: 0 | კომენტარები: 472    
 
 

#4 ავტორი: x.alonso22

 


ჯგუფი: წევრი
magari staatiaaa zaan..... kaci ubralod legenda


--------------------
 
 
სიახლეები: 0 | კომენტარები: 2277    
 
 

#5 ავტორი: FeNoMeNo9

 


ჯგუფი: წევრი
ცუდია ასეთი სპორტსმენები, რომ ბერდებიან და კარიერას ამთავრებენ!


--------------------
 
 
სიახლეები: 0 | კომენტარები: 435    
 
 

#6 ავტორი: otor9

 


ჯგუფი: წევრი
მაგარია რაული რაა
 
 
სიახლეები: 0 | კომენტარები: 2301    
 
 

#7 ავტორი: soso_raul7

 


ჯგუფი: წევრი
უმაგრესიიიიიიი ადამიანიააააა :)))))) მადრიდიის პრინციიიიიიი :)))) angel
 
 
სიახლეები: 0 | კომენტარები: 15    
 
 

#8 ავტორი: levantet

 


ჯგუფი: წევრი
ადამიანი, რომელიც უბრალოდ რეალით ცხოვრობს! რაულზე სხვას ვერაფერს ვიტყვი!! საღოლ გიო!!


--------------------
 
 
სიახლეები: 0 | კომენტარები: 1210    
 
 

#9 ავტორი: tusho_vich

 


ჯგუფი: წევრი
ამ სტატიის შეტანა ლეგენდებში არ შეიძლება რადგან რაული რეალისთვის ლეგენდაზე მეტია


--------------------
 
 
სიახლეები: 6 | კომენტარები: 385    
 
 

#10 ავტორი: gio-barca

 


ჯგუფი: წევრი
კასილასმა ხო გადააბიჯა 100იანის ზღვარს ნაკრებში :???
 
 
სიახლეები: 0 | კომენტარები: 254    
 
 

#11 ავტორი: kruyff

 


ჯგუფი: წევრი
ძალიან მაგარი კაცია, უბრალოდ საწყენი ის არის რომ ევროპული ტრიუმფის მონაწილე ვერ გახდა.. სირცხვილი არაგონესს...
კარგი სტატიაა, საღოლ...

 
 
სიახლეები: 0 | კომენტარები: 49    
 
 

#12 ავტორი: MEVELE

 


ჯგუფი: წევრი
საღოლ რამოს...

ზედმეტად ვთვლი ასეთ ადამიანზე, ასეთი სტატიის შემდეგ კომენტარის გაკეთებას... ;)


--------------------
 
 
სიახლეები: 0 | კომენტარები: 453    
 
 

#13 ავტორი: etiko

 


ჯგუფი: წევრი
sg gio magari statia.. rac sheexeba rauls man daamtkica ro legendaa sityvebic ki ar myofnis campeones miyvars uzomood campeones
 
 
სიახლეები: 0 | კომენტარები: 1820    
 
 

#14 ავტორი: ReaL madriD

 


ჯგუფი: წევრი
სგ


--------------------
 
 
სიახლეები: 0 | კომენტარები: 2293    
 
 

#15 ავტორი: Chíkhrá

 


ჯგუფი: წევრი
ძაან მაგარი სტატიაა......ძაან მაგარ კაცზე


--------------------
 
 
სიახლეები: 4 | კომენტარები: 3504    
 
 

#16 ავტორი: rezuna

 


ჯგუფი: წევრი
საღოლ გიო


--------------------
 
 
სიახლეები: 2 | კომენტარები: 1732    
 
 

#17 ავტორი: papuna007

 


ჯგუფი: წევრი
საღოლ მაგარია wave wave


--------------------
 
 
სიახლეები: 1 | კომენტარები: 253    
 
 

#18 ავტორი: ra-ul-7

 


ჯგუფი: წევრი
აუ პროსტა მითხარით რა ვთქვა ამადამიანზე, სიტყვები არ მყოფნიიიიიიიიიიიიიიის. უზომოდ მიყვარს ეს ფეხბურთელი და მორჩა რა


--------------------
 
 
სიახლეები: 0 | კომენტარები: 3993    
 
 

#19 ავტორი: JuBa_ReaL

 


ჯგუფი: წევრი
აუ მართლა რა სიტყვით ვერ შეაქებ უბრალოდ რაული ......


--------------------
 
 
სიახლეები: 2 | კომენტარები: 2227    
 
 

#20 ავტორი: higuain2o

 


ჯგუფი: წევრი
რაც მართალიაა მართალიაა... მაგარიაა რააა campeones
 
 
სიახლეები: 0 | კომენტარები: 55    
 
 

#21 ავტორი: pringles

 


ჯგუფი: წევრი
სღ ს.რამოს ძაან მაგარი სტატიაა ძაან მაგარ კაცზზე wave
 
 
სიახლეები: 0 | კომენტარები: 107    
 
 

#22 ავტორი: ordnasa

 


ჯგუფი: წევრი
საღოლ ... კაცი ცოცხალი მაგალითია , თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი ფეხბურთელი და ჭეშმარიტი კაპიტანი..
 
 
სიახლეები: 0 | კომენტარები: 68    
 
 

#23 ავტორი: jarji

 


ჯგუფი: წევრი
ჩემი პატარა ძმა :D
ლეგენდა !!!!
 
 
სიახლეები: 0 | კომენტარები: 3019    
 
 

#24 ავტორი: rauli4ever

 


ჯგუფი: წევრი
მიყვარს heart
 
 
სიახლეები: 0 | კომენტარები: 209    
 
 

#25 ავტორი: shota.real.raul

 


ჯგუფი: წევრი
დამიბერდა ჩემი რაულიტო მარა მეფა რაააა


--------------------
 
 
სიახლეები: 0 | კომენტარები: 7228    
 
 

#26 ავტორი: alika

 


ჯგუფი: წევრი
კაცი მადრიდის რეალის ცოცხალი ლეგენდააააააააააა.
 
 
სიახლეები: 0 | კომენტარები: 33    
 
 

#27 ავტორი: ra-ul-7

 


ჯგუფი: წევრი
heart heart heart heart heart heart heart heart heart heart heart heart heart heart


--------------------
 
 
სიახლეები: 0 | კომენტარები: 3993    
 
 

#28 ავტორი: shota.real.raul

 


ჯგუფი: წევრი
ჰალა რაულ რა ამისთვის გუტისთვის რამოსისთვის და კასილასისთვის უნდა უბალეშიკო რეალს და არა იმ პეტუხისთვის რა


--------------------
 
 
სიახლეები: 0 | კომენტარები: 7228    
 
 

#29 ავტორი: KAKA RESPECT

 


ჯგუფი: წევრი
საღოლ მაგრა მუშაობ
 
 
სიახლეები: 70 | კომენტარები: 617    
 
 

#30 ავტორი: shota.real.raul

 


ჯგუფი: წევრი
რაულს რამდენჯერაც პუიოლი მოტყუებული ყავს იმდენი ლარიანი რო მქონდეს ცჰემპიონთა ლიგის ბილეთს ვიყიდიდი ბერნაბეუზე :)


--------------------
 
 
სიახლეები: 0 | კომენტარები: 7228    
 
 
ინფორმაცია
 
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

 
 

ავტორიზაცია

ფორუმი

რეკლამა

მომდევნო მატჩი

ბოლო მატჩი

ტურის მოთამაშე

მიმოხილვა

ცხრილი [ლა.ლ.]

კლუბები
1
ატლეტიკო
1
3
2
სევილია
1
3
3
ბარსელონა
1
3
4
ესპანიოლი
1
3
5
ვალენსია
1
3
6
ატლეტიკი
1
3
7
სოსიედადი
1
3
8
ალმერია
1
1
9
დეპორტივო
1
1
10
მალიორკა
1
1
11
ოსასუნა
1
1
12
რეალი
1
1
13
სარაგოსა
1
1
14
ჰერკულესი
1
0
15
ვილიარეალი
1
0
16
ხეტაფე
1
0
17
მალაგა
1
0
18
ლევანტე
1
0
19
რასინგი
1
0
20
სპორტინგი
1
0

ბომბარდირები [ლა.ლ.]

ბომბარდირები
გოლები
1
კონკო
2
2
ხოაკინი
2
3
ფორლანი
2
4
ოსვალდო
2
5
ნეგრედო
1

ცხრილი [ჩ.ლ.]

კლუბები
1
მილანი
0
0
2
რეალი
0
0
3
აიაქსი
0
0
4
ოსერი
0
0

ბომბარდირები [ჩ.ლ.]

ბომბარდირები
გოლები
1
???
0
2
???
0
3
???
0
4
???
0
5
???
0

გამოკითხვა

მოგწონთ საიტი?

კი
ისე რა
არა