"ჩემი მომავალი "ჩემპიონთა ლიგაზე" არ არის დამოკიდებული" » RealMadrid.Ge {title}
  • Kuwait 0-2 Real Madrid
    ამხანაგური მატჩი
    Preview
    16.05.2012 21:15
  • Real Madrid 4-1 Mallorca
    ლა ლიგა, 38-ე ტური
    Review
    13.05.2012 22:00
ცხრილი
ბომბარდირები
მოთამაშე
1
მესი
50
10
2
რონალდუ
46
14
3
ფალკაო
24
12
4
იგუაინი
22
9
5
ბენზემა
21
7
მიმოხილვა
ტურის მოთამაშე
გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, ვინ მოიგებს ოქროს ბურთს?

კრიშტიანუ რონალდუ
ლიონელ მესი
სხვა

სტატისტიკა

ავტორიზაცია

რეგისტრაცია | დაგავიწყდათ პაროლი?
ნავიგაცია
Facebook
ჩათი

ონლაინი
საიტზეა სულ: 10
სტუმრები: 1
მომხმარებლები: mdagnaA
რობოტები: Google Bot, crawl Bot, Google Bot, Google Bot, Google Bot, Google Bot, robot Bot, Google Bot

ბოლო 20-ი მომხმარებელი: - არ არიან

ჟოზე მოურინიოს ინტერვიუ.

ღელავთ, რომ სიცივემ შეიძლება მატჩზე გავლენა მოახდინოს?
არა, ეს არ მოხდება. ასეთ ტემპერატურაში თამაშს მიჩვეულნი არ ვართ, მაგრამ მოთამაშეები ფსიქოლოგიურად ყველაფრისთვის მზად უნდა იყვნენ. ჩვენ ერთიანნი ვართ და ამბიცია გვაქვს. რთულ პირობებში შევებრძოლებით საკმაოდ უხერხულ მოწინააღმდეგეს.

როგორც ესპანეთში ჩატარებული შეხვედრებიდან ჩანს, "ცსკა" სუსტი გუნდია...
ვინც ასე ფიქრობს, ცდება. ამ გუნდის ფეხბურთელები ძალიან კარგად იცნობენ ერთმანეთს. მათ "ინტერსა" და "ჩელსიში" ყოფნის დროს დავუპირისპირდი და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ისინი ტაქტიკურად ძლიერნი არიან.

"ლა ლიგაში" არსებული დისტანციის გამო შეგიძლიათ უფრო მეტი ყურადრება დაუთმოთ "ჩემპიონთა ლიგაზე" წარმატებულ გამოსვლას...
ჩემთვის ჩემპიონატი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ის ტურნირია, რომელშიც უკეთესი იმარჯვებს. "ჩემპიონთა ლიგაზე" ყოველთვის ასე არ არის, გამარჯვებული ყოველთვის საუკეთესო არ ხდება. როდესაც შიდა ჩემპიონატს იგებ, ეს მწვრთნელისთვის ბევრს ნიშნავს, რადგან იცი, რომ მთელი წელი კარგად იმუშავე. ერთ მატჩსაც არ მივუდგები არასერიოზულად და ისე ჩავატარებ, თითქოს "ბარსელონასთან" თანაბარი ქულები გვქონდეს. ამის დასამტკიცებლად ისიც კმარა, რომ "ცსკასთან" შეხვედრამდე ორი-სამი დღით ადრე "რასინგთან" მაქსიმალური დატვირთვით ვიასპარეზეთ.

მაგრამ "ჩემპიონთა ლიგა" მნიშვნელოვანია, რადგან მისი მოგებისთანავე კლუბებს ტოვებთ...
თუმცა მიზეზი ეს არ არის. "პორტუ" იმიტომ დავტოვე, რომ ჩავთვალე, ამის დრო იყო, სხვა ამბიციები მქონდა. "ინტერიდან" წამოსვლა ფინალამდე გადავწყვიტე.

თქვენს მომავალზე "ჩემპიონთა ლიგა" გავლენას არ მოახდენს?
არა.

ინფორმაციის წყარო: As.com




| ნანახია: 595 | ავტორი: Lll | თარიღი: 20-02-2012, 14:12 | კომენტარი (19)
| |
# 1 madrid fan number 1   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 2412
მაინც ხო


| |
# 2 LEAGUE_9   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 73
მოუ მაგარი კაცი ხარ drunk1 ლიგა აიღე


| |
# 3 Mourinho   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 343
ჟოზეეეეეე


| |
# 4 blankosi   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 70
არ წახვიდე real1 real1


| |
# 5 ..boy..   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 1472
ლიგას..უეჭველი..მოიგებს.... :)))) drunk1


| |
# 6 gloveli   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 154
არ წახვიდე მოუ!!!!!! მაგარი კაცია რა


| |
# 7 Shako   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 123
ოგონდ ლიგა მოიგე და თუ გინდა იმდგესვე წადი კაცო :D:D


| |
# 8 ..boy..   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 1472
მოუ ლიგას..მოიგებს..და შემდეგ..ჩელსიში..გადავა :))


| |
# 9 marikuna   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 1888
ეს Lll ახალიაა ვინმეE?? :D:DD


| |
# 10 SaloMe_R7   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 1918
მაგრამ "ჩემპიონთა ლიგა" მნიშვნელოვანია, რადგან მისი მოგებისთანავე კლუბებს ტოვებთ...
თუმცა მიზეზი ეს არ არის. "პორტუ" იმიტომ დავტოვე, რომ ჩავთვალე, ამის დრო იყო, სხვა ამბიციები მქონდა. "ინტერიდან" წამოსვლა ფინალამდე გადავწყვიტე.

თქვენს მომავალზე "ჩემპიონთა ლიგა" გავლენას არ მოახდენს?
არა.


ძაალიან კარგი მაგრამ რატომღაც მაინც მგონია რომ როცა მოიგეებს წავაა


| |
# 11 M.Özil   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 59
SaloMe_R7,
შენ თუ გგონია სალო წავა აბა რას იზავს :D:D


| |
# 12 Garrincha.   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 614
ციტატა: SaloMe_R7
მაგრამ "ჩემპიონთა ლიგა" მნიშვნელოვანია, რადგან მისი მოგებისთანავე კლუბებს ტოვებთ...თუმცა მიზეზი ეს არ არის. "პორტუ" იმიტომ დავტოვე, რომ ჩავთვალე, ამის დრო იყო, სხვა ამბიციები მქონდა. "ინტერიდან" წამოსვლა ფინალამდე გადავწყვიტე.

მეც ეგ უნდა დამეწერა ზუსტად. როგორ აარიდა პირდაპირ პასუხს თავი. უეჭველი წავა, ლიგა რომ მოიგოს. ლა ლიგა ფაქტობრივად მოგებული აქვს და ლიგის მოგების შემთხვევაში მეტი საქმე არა აქვს აგვისტოში სუპერთასებზე ინერვიულოს კიდე. :D


| |
# 13 SaloMe_R7   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 1918
ციტატა: Garrincha.
ლიგის მოგების შემთხვევაში მეტი საქმე არა აქვს აგვისტოში სუპერთასებზე ინერვიულოს კიდე

:D:D ხოო მაგრაამ ერთი დარჩა კიდეევ - ბარსას გაადგურებაა )))) იმედია არ წავაა გუნდს დაემსგავსა ისევ რეალიი )) გუარდი როდის მიდიის :D

M.Özil,
არ ვუშვეებ მეე ))


| |
# 14 Number9   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 440
მოიგე ჩემპიონთა ლიგა და გაასხი აქედან


| |
# 15 Dat.   ჯგუფი: წევრი | სტატიები:13 | კომენტარები: 3504
მოიგე და იქნება )))


| |
# 16 mamu_111   ჯგუფი: წევრი | სტატიები:10 | კომენტარები: 964
მთავარია ჩემპიონთა ლკიგა მოვიგოთ და იმის იმედი მაქვს, რო მე-10 თასის შემდეგ ჟოზე არ დაგვტოვებს :)))


| |
# 17 real madrid cf   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 171
ცუდი იქნება რომ წავიდეს


| |
# 18 lakers   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 2841
იმედია მართლა არ წავა ლიგის მოგების მერე :)


| |
# 19 burja-RM   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 3
mous aravin ar gaushvebs realidan :)


ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.