"მოურინიოსა და მოთამაშეებზე თავდასხმა "მადრიდზე" თავდასხმას ნიშნავს" » RealMadrid.Ge {title}
  • Kuwait 0-2 Real Madrid
    ამხანაგური მატჩი
    Preview
    16.05.2012 21:15
  • Real Madrid 4-1 Mallorca
    ლა ლიგა, 38-ე ტური
    Review
    13.05.2012 22:00
ცხრილი
ბომბარდირები
მოთამაშე
1
მესი
50
10
2
რონალდუ
46
14
3
ფალკაო
24
12
4
იგუაინი
22
9
5
ბენზემა
21
7
მიმოხილვა
ტურის მოთამაშე
გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, ვინ მოიგებს ოქროს ბურთს?

კრიშტიანუ რონალდუ
ლიონელ მესი
სხვა

სტატისტიკა

ავტორიზაცია

რეგისტრაცია | დაგავიწყდათ პაროლი?
ნავიგაცია
Facebook
ჩათი

ონლაინი
საიტზეა სულ: 10
სტუმრები: 1
მომხმარებლები: mdagnaA
რობოტები: Google Bot, crawl Bot, Google Bot, Google Bot, Google Bot, Google Bot, robot Bot, Google Bot

ბოლო 20-ი მომხმარებელი: - არ არიან

არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს, რომ ზინედინ ზიდანს პრესასთან ურთიერთობა მაინცდამაინც არ უყვარს. მაგრამ ყველას გასაკვირად "მადრიდის" პირველი გუნდის დირექტორი თავად დაუკავშირდა ესპანური გაზეთის, "ასის", ჟურნალისტებს და "ბლანკოსის" ირგვლივ აგორებული კრიტიკის შესახებ ინტერვიუს ჩამორთმევა ითხოვა.

ვიცით, რომ პრესასთან ურთიერთობის მოყვარული არ ხართ. რატომ გადაწყვიტეთ "ასის" ჟურნალისტებთან დაკავშირება?
ძალზე უსამართლოდ მომეჩვენა კრიტიკა, რომელიც სამეფო კლუბის მწვრთნელსა და მოთამაშეებს დაატყდათ თავს "ბარსელონას" წინააღმდეგ გამართული შეხვედრის შემდეგ. არ მესმის იმ სქემის კრიტიკა, რომელიც ამ მატჩისთვის მოურინიომ აირჩია. შეიძლება ნებისმიერ სქემაზე შეჩერდე, მაგრამ რას იზამ, თუ შენი მეტოქეა გუნდი, რომელიც ამ წუთისთვის ერთი ნაბიჯით გისწრებს. შესვენებაზე "მადრიდი" 1-0 - ს იგებდა, ყველა კმაყოფილი იყო, რადგან წინ ვიყავით. მე სტადიონზე გახლდით და ერთი ადამიანისგანაც კი არ გამიგია კრიტიკის თუნდაც ერთი სიტყვა მწვრთნელის მიერ არჩეული სქემის მისამართით. შეხვედრამდე ყველა დაკავებული იყო იმით, რომ "რეალის" სასტარტო შემადგენლობის გამოცნობას ცდილობდა, პირველი ტაიმის შემდეგ კი ისინი ჩუმად ისხდნენ, რადგან ხედავდნენ, რომ ყველაფერი ფუნქციონირებდა. მერე შეცდომა დავუშვით და სტანდარტული მდგომარეობიდან პუიოლის გოლი მივიღეთ. ამან ძალიან დიდი ზიანი მოგვაყენა.

მოდით, პირდაპირ ვთქვათ, ეს იყო უდიდესი შეცდომა გუნდისა, რომელიც "ვალდებებასზე" დახურულ კარს მიღმა ვარჯიშობს სწორედ იმისთვის, რომ ასეთ სათამაშო სიტუაციებს მშვიდად შეხვდეს!
სტანდარტული მდგომარეობებიდან ძალზე ცოტას ვუშვებთ. შეგიძლიათ სტატისტიკა გადაამოწმოთ, ის, უეჭველად, დადებითია. მოთამაშეებმა, მწვრთნელმა, დიახ, ყველამ იცის ამის შესახებ. დიახ, ჩვენ შეცდომა დავუშვით. ყველა გრანდი უშვებს შეცდომას, რომელიც შემდგომ მათ უდიდეს ზიანს აყენებს. მაგრამ პირადად მე ყველაზე მეტად სათამაშო სქემაზე თავდასხმა მაღიზიანებს. ვშიშობ, მსოფლიოში არცერთმა მწვრთნელმა არ იცის, რომელი ტაქტიკური სქემაა შესაფერისი "ბარსელონასთან" ბრძოლისთვის.

მაგრამ თქვენ ხომ თავად საფეხბურთო ელეგანტურობა ხართ... იმას ხომ არ იტყვით, რომ ასეთი თამაში ლამაზია?
არ გეთანხმებით. დადგა დრო, როდესაც თამაშის ერთადერთი სილამაზე გამარჯვებაა. პირველ რიგში აქ ყველანი იმისთვის ვართ, რომ მოვიგოთ, მოვიგოთ და კიდევ ერთხელ მოვიგოთ. რასაკვირველია, ისეთ კლუბს, როგორიც "მადრიდია", სილამაზე სჭირდება, მაგრამ მოცემულ მომენტში, უძლიერეს მოწინააღმდეგესთან ბრძოლისას, თავდაპირველად გამარჯვებისთვის აუცილებელი პირობების შექმნაა საჭირო. ოთხშაბათს სამი ძალზე ნიჭიერი თავდამსხმელით ვიასპარეზეთ. რა თქმა უნდა, ათასობით ეპიზოდი არ შეგვიქმნია, თუმცა საკუთარი თამაში ვაჩვენეთ და საინტერესო ჩანაფიქრებიც გვქონდა.

მაგრამ განა შეიძლება "მადრიდმა" ასე ითამაშოს?
რატომაც არა? რატომ არ შეიძლება? დროებით თვით "მადრიდსაც" შეუძლია შედეგი სტილზე წინ დააყენოს. და "მადრიდს" აქვს უფლება, თქვას: "დღეს საჭიროა ყველაფრის გაკეთება, რათა მოვიგოთ; ამისთვის შესაძლებელია სხვა რაღაცების დათმობა". ეს არა მხოლოდ ფეხბურთში, არამედ ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში ხდება. ზოგჯერ სპეცტანსაცმლის ჩაცმა და მაღაროში ჩასვლა გიწევს, შავი სამუშაოს შესასრულებლად. ოთხშაბათს გუნდის ტაქტიკა ორიენტირებული იყო იმაზე, რომ, ბურთის ნაკლებად ფლობისას, სხვა გზები მოგვეძებნა.

განა ეს არ ზღუდავს მოთამაშეებს? თქვენ მიიღებდით თამაშის ასეთ მოდელს?
რას ნიშნავს "მიიღებდით"? შეკითხვა ასე არ დგას. ჩვენ განსაზღვრული სქემით ვმოქმედებდით და ამან მოიტანა კიდეც შედეგი პირველ ტაიმში. ქარიმის შესანიშნავი გადაცემა, კრიშტიანუს დიდებული დარტყმა და გოლი. წინ ვიყავით. "მადრიდის" სიძლიერე კონტრშეტევაზე თამაშიცაა. საკუთარ იარაღზე უარის თქმას არ ვაპირებთ.

ნამდვილად შეშფოთებული ჩანხართ, შეიძლება ითქვას - გაბრაზებულიც...
უბრალოდ, არ მესმის, როდესაც რამდენიმე ადამიანი პრესაში "მადრიდს" აკრიტიკებს, მაშინ, როდესაც მათი მთავარი მოტივაცია მოურინიოსთან პირადი ანგარიშებია. როგორ შეიძლება საერთოდ ლაპარაკი მწვრთნელის შეცვლის აუცილებლობაზე? გიჟები ვართ თუ რა ხდება? გაგვიმართლა, რომ გუნდში მოურინიო გვყავს, მწვრთნელი, რომელმაც ყველაფერი შეცვალა და ბევრად ძლიერი "მადრიდი" ააშენა. მოურინიოსა და მოთამაშეებზე თავდასხმა "მადრიდზე" თავდასხმას ნიშნავს. ხშირად ვარ "ვალდებებასზე" და საკუთარი თვალებით ვხედავ ფეხბურთელთა მუშაობას. მოურინიო ცდილობს, შექმნას "რეალი", რომელიც საუკეთესო იქნება და ყველაფერს მოიგებს. მან ჩვენს გუნდში განსაკუთრებული სტილი მოიტანა. თქვენ წარმოდგენაც კი არ შეგიძლიათ, რამდენად ჩართულია კლუბის თითოეული წევრი ამ პროექტში. მათ შორის - მოთამაშეებიც.

დარწმუნებული ხართ, რომ ეს ყველას ეხება?
აბსოლუტურად. აღმაშფოთებს, როდესაც ჩვენს ფეხბურთელებს ასე ძლიერად ესხმიან თავს. ისინი პატივისცემას იმსახურებენ იმისთვის, რასაც აკეთებენ. არ მესმის ასეთი მძაფრი კრიტიკა მათი მისამართით.

"მოურინიოსა და მოთამაშეებზე თავდასხმა "მადრიდზე" თავდასხმას ნიშნავს"


იცავთ რა მოთამაშეებს, თქვენ იცავთ მოურინიოსაც. რატომ?
იმიტომ, რომ მოურინიო გამარჯვების წინაპირობებს ქმნის. ყურადღებით დააკვირდით გუნდის ასპარეზობის სტატისტიკას მას შემდეგ, რაც ის მოვიდა. ეს დაუჯერებელია. ყველაფერი ეს დაუჯერებელია. და იგი ამ მიღწევების მთავარი მიზეზი გახლავთ. ვიღაცას ეჭვი ეპარება მის ერთგულებაში "მადრიდის" მიმართ და ამბობს, რომ ის, ორი წელია, აქაა, შემდეგ კი წავა. სიმართლე გითხრათ, მირჩევნია, მწვრთნელმა ორი-სამი წელი იმუშაოს და რაღაც მნიშვნელოვანს მიაღწიოს, ვიდრე - ათი წელი და ვერაფერი გააკეთოს. თავად განსაჯეთ: "ინტერში" მან ორი წელი იმუშავა, მაგრამ როდესაც საუბარი იმ პერიოდს ეხება, კლუბს უღრმესი პატივისცემით იხსენებს.

თქვენ გენდომებოდათ ასეთი მწვრთნელი?
რა თქმა უნდა. ზუსტად ისე, როგორც ყველა ფეხბურთელს, ვისაც ოდესმე მასთან უმუშავია. ის მკაცრი მწვრთნელია, ეს მართალია, მაგრამ ის აიძულებს მოთამაშეებს, გაიგონ, რას ნიშნავს გამარჯვების უნარი. ის დაბადებით გამარჯვებულია. მისი მეთოდები შეიძლება მოგწონდეთ ან არ მოგწონდეთ, მაგრამ შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ იგი მუდამ იცავს საკუთარ ფეხბურთელებს და მუდამ პოულობს საჭირო სიტყვებს. ახლა ისეთ თანამდებობაზე ვარ, რომ საშუალება მეძლევა, დავინახო ყველაფერი, რაც "ვალდებებასზე" ხდება. და ვხედავ, უპირველეს ყოვლისა, დიდებულად შესრულებულ სამუშაოს. არ დაგავიწყდეთ, რომ ორი გრანდის ეპოქაში ვცხოვრობთ; ორი გრანდის, რომლებიც ესპანურ ფეხბურთში დომინირებენ. ამ გრანდებიდან ერთ-ერთი დროებით მეორეზე წინ იმყოფება. მაგრამ - მხოლოდ დროებით.

რას იტყვით პეპეს საქციელზე "ბარსელონასთან" მატჩში?
პეპე არის ფეხბურთელი, რომლის ხმას მოედნის ფარგლებს გარეთ საერთოდ ვერ გაიგებთ. ის შესანიშნავი ადამიანია, ბრწყინვალედ აღზრდილი. მაგრამ როდესაც მინდორზე გამოდის, მთელი არსებით ერთვება თამაშში და გამარჯვების წყურვილი იპყრობს; ეს აღტკინება ზოგჯერ საზღვრებს სცდება და მას შეცდომების დაშვებისკენ უბიძგებს. რა თქმა უნდა, იგი ნანობს, რაც ჩაიდინა, მაგრამ პეპე ერთ-ერთია იმ მოთამაშეთაგან, რომლებიც უკანასკნელს იღებენ მოედანზე. ხანდახან მას ბალანსის დაცვა უჭირს.

ვიღაცამ თქვა, რომ პეპე არ შეესაბამება "მადრიდის" ღირებულებებს... რას ფიქრობთ ამის შესახებ?
მინდა ამ ხალხს ვურჩიო, კარგად დააკვირდნენ, რას აკეთებს პეპე მადრიდის "რეალისთვის". როგორც ჩვენი გუნდის სხვა ფეხბურთელები, პეპეც მშვენივრად აცნობიერებს, რომ "მადრიდის" იმიჯს წარმოადგენს და, ამიტომ, ამ იმიჯს პატივისცემით ეპყრობა. როდესაც მინდორზე გადიხარ, მატჩის ზეწოლამ შეიძლება ბევრი რამ შეცვალოს.

როდის შეწყდება მოურინიოს "მადრიდის" კრიტიკა?
ფეხბურთში, ისევე, როგორც ცხოვრებაში, ყველაფერი ციკლების მიხედვით ხდება, ასე რომ - სიტუაცია შეიცვლება. მე ახლა ისე ვლაპარაკობ, როგორც ვილაპარაკებდი, მოთამაშე რომ ვყოფილიყავი. უსამართლოდ მეჩვენება, რომ ასე ძლიერად აკრიტიკებენ ამ მწვრთნელსა და ამ ფეხბურთელებს. არასწორია, კალმის ერთი მოსმით გადახაზო ჯადოსნურ გამარჯვებათა მთელი სერიები. ისინი, ვინც ამბობენ, რომ მესი და "ბარსელონას" სხვა მოთამაშეები სათანადო სიმაღლეზე არ იყვნენ, უნდა მიხვდნენ, რომ ეს სწორედ მოურინიოს არჩეული სქემის დამსახურებაა, რომელმაც ძალიან შეზღუდა მოწინააღმდეგე.

რას იტყვით კრიშტიანუსკენ მიმართულ კრიტიკაზე?
ხალხმა უნდა გააცნობიეროს, ვინ არის კრიშტიანუ. ის სამაგალითო პროფესიონალია, რომელიც საკუთარ სამუშაოს ისე ასრულებს, როგორც - სხვა ვერავინ. დაე, არავის შეეპაროს ეჭვი მის სიყვარულსა და ერთგულებაში "მადრიდის" მიმართ. ისინი, ვინც მას ეგოისტს უწოდებენ, ცრუობენ.

მაგრამ ყველა გაღიზიანდა იმით, რომ მან გოლი არ აღნიშნა...
და რა? ადამიანს არ აქვს უფლება, რომელიმე დღეს კარგ ხასიათზე არ იყოს? ის ძლიერი ადამიანია და მის ძარღვებში ცხელი სისხლი ჩქეფს. საჭიროა მისი მიღება და შეყვარება ისეთად, როგორიც არის, მთელი თავისი ნიჭითა და ნაკლოვანებებით. კრიშტიანუს გაცილებით მეტი დადებითი თვისება აქვს, ვიდრე - უარყოფითი.

საუბრის ბოლოს არ შემიძლია არ შეგეკითხოთ ქარიმ ბენზემას შესახებ...
ქარიმი სრულად ახდენს საკუთარი ტალანტის დემონსტრირებას. ის ბევრს მუშაობს; მიხვდა, რომ მსოფლიოს უდიდეს კლუბში იმყოფება. მწვრთნელისა და პარტნიორების ნდობის დახმარებით მან ბევრი რამ ისწავლა. აი, რას გეტყვით: ქარიმი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, მისი საუკეთესო თამაში წინაა.

დიდი მადლობა, ზიზუ!
მადლობა თქვენ.




| ნანახია: 2164 | ავტორი: Niik. | თარიღი: 22-01-2012, 14:34 | კომენტარი (80)
| |
# 1 ronaldo is best   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 636
საღოლ ავტორ საღოლ clap და ბოლომდე ვერ წავიკითხე მაგრამ ეტყობა რომ დიდი ნაშრომია და საღოლ ზიზუ ნამდვილი მადრიდისტა ხარრ


| |
# 2 lukianoreal   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 156
აუუუ ტოო ეს ჭუჭუმანიელები რა დღეში არიან ტოოო სადაა ამათი საბლატაო ჩემი რეალი თუ ზოოპარკია ის რაიყო ღორის თავი? აა?.... და კიდე პეპემ თუ სიმულაცია მოახდინა ფაბრესტან მაშინ ვაბშე რა უნდა თქვათ ბუსქთზე ტოოო ააა? აუ კაი რაა მარტო სხვისას რო ხედავთ თქვენ თქვენ ბარსას მიხეDეთ ჟერ


| |
# 3 iako   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 76
რა გიმუსჰავიააა


| |
# 4 ronaldo is best   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 636
lukianoreal,
კაი დაწყნარდი და რო დაწყნარდები მერე იქნებ მითხრა როგორ უნდა დავამატო დიდი სურათი რაააა


| |
# 5 gio_madridista   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 859
გუშინდელი დღიდან ამ სტატიას ველოდები :)) მშვენიერი სტატია და არ დაგეზაროთ წაკითხვა :))


| |
# 6 madrid fan number 1   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 2412
ეხლა წამეშალა რონალდო იზ ბესთით რო ვიყავი და ახლიდან დავრეგისტრილდი არადა რამდენი კომენტარები მქონდა sad


| |
# 7 White Power   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 262
gio_madridista,
კიი მაგარი სტატიაა, მომეშვა რასაც ქვია, მაგარიია ზიზუუ :**


| |
# 8 madrid fan number 1   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 2412
ფუ ამის დედაც რაა რაღაც იპ რაღაცა ჩაგერთაო და


| |
# 9 gio_madridista   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 859
madrid fan number 1,
დაიკიდე მაგას რა აზრი აქვს :))

White Power,
ხო რაც უფრო ხშირად დაიდება ესეთი სტატიები მით უფრო კარგი ჩვენთვის ყველაფერი წინაა ყურები არ ჩამოაყოროთ :))


| |
# 10 Stunt   ჯგუფი: მწერალი | სტატიები:74 | კომენტარები: 847
შენ მსოფლიოში პირველი ხარ, მეგობარო !


| |
# 11 SHaaKSooN   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 1
ზიზუ მაგარი ხარ


| |
# 12 Ramos 4   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 392
ყოჩარ ავტორ ))) ზიზუ გენაცვალე როგორ მიყვარს.. ყველაფერი კარგად და გასაგებად თქვა.. ))


| |
# 13 ako_nemso   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 1392
სგ ავტორ ! აუ გიჟია ეს ხალხი და დედაარღნიანი უეფა ტრაკში უძვრებიან ამ ბარსელონას ყველაფერს აგებიებენ და თუ რეალმა წააგო ყველა აკრიტიკებს და რონალდოსაც რომ არაფერი ეთამაშა გააკრიტიკებდნენ და მესი არააფერი უქნია და არ გააკრიტიკეს ერთადერთი საგოლე პასი მისცა რონალდო კიდე დაცვაშიც ის იყო და თავდასხმაშიც და ნახევარდაცვაშიც რამდენს დარბოდა გოლი მაგან გაიტანა მეორე ტაიმში კი მოუს ბრალი სამი ჩამშლელი რომ გამოიყვანა გუნდი ბურთს ვერ ათამაშებდა და რონალდოს პასს ვერ აძლევდნენ და რა ექნა ამ კაცს ! მესი კიდე არ გააკრიტიკეს იმიტომ რომ მისმა თანაგუნდელებმა მაგრად ითამაშეს და დაფარეს მესი პასიურობა !


| |
# 14 lukianoreal   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 156
ronaldo is best,
რომელი ხელმოწერაში როა ეგ?


| |
# 15 iviko   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 128
magari statiaa


| |
# 16 foolish123   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 606
მაგარი ხარ რა ზმანებში გაეძო ბომჟუნია პატარა მაგარი რაააგაცეები თქვი პეპზე და სიმართლეა ყველაფერი heartheartheartheartheartheartheartheartheartheartheartheart


| |
# 17 ninusa96   ჯგუფი: წევრი | სტატიები:3 | კომენტარები: 548
დიდი მადლობა ნიკას.. =))
ოქროს სიტყვები ზიზუსგაან.. როგორ შეიძლება ამ კაცს რამეში არ დაეთანხმო : )) მართალია რა ეს არის დიდი პროექტი, რომლის ბოლომდე განხორციელებასაც სჭირდება დრო.. უნდა მივცეთ ეს დრო ფეხბურთელებსაც და მწვრთნელსაც.. ისინი პატივისცემას იმსახურებენ იმისთვის რასაც აკეთებენ.. მე ვენდობი მოურინიოსაც ფეხბურთელებსაც და დიდი იმედი მაქვს, რომ ამხელა შრომის შედეგად მალე იმ შედეგს მივიღებთ რასაც ველოდებით...
ზიზუ მადლობა, როგორ გვჭირდებოდა ასეთი კაცისგან ასეთი სიტყვების მოსმენა =)
არ დაგავიწყდეთ, რომ ორი გრანდის ეპოქაში ვცხოვრობთ; ორი გრანდის, რომლებიც ესპანურ ფეხბურთში დომინირებენ. ამ გრანდებიდან ერთ-ერთი დროებით მეორეზე წინ იმყოფება. მაგრამ - მხოლოდ დროებით.

heart



| |
# 18 sesiliko   ჯგუფი: მწერალი | სტატიები:100 | კომენტარები: 677
არ დაგავიწყდეთ, რომ ორი გრანდის ეპოქაში ვცხოვრობთ; ორი გრანდის, რომლებიც ესპანურ ფეხბურთში დომინირებენ. ამ გრანდებიდან ერთ-ერთი დროებით მეორეზე წინ იმყოფება. მაგრამ - მხოლოდ დროებით.
მჯერა შენი ნათქვამის. იმედია, მართლაც დროებით, თორე ამოვიდნენ უკვე ყელში...
ზიზუ გენია ხარ, ერთადერთი და განუმეორებელი. არა მარტო იდეალური ფეხბურთელი, არამედ ადამიანი ხარ, რაც ძნელად გვხვდება დღევანდელ ფეხბურთში.(მესიზე ლაპარაკი არ მაქვს, ციდან ჩამოვარდნილი ანგელოზია) ბევრი გულშემატკივარი, რომ ფიქრობდეს შენსავით კარგია,მაგრამ იმათაც ვერ გაამტყუნებ. დაიღალნენ უკვე, ამდენი გამარჯვების ლოდინში.. :)) heart heart heart heart


| |
# 19 WoOh.VG11   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 2
საღოლ ავტორ wink არა რა მარტო ჩვენი ჩანს მარტო ჩვენს გუნდზე იწყებს ყველა ლაპარაკს რამე რო ხდება რატო არ ჩანს აველშის რატო არ ჩანს ბუსკეტსის და ასე შემდეგ რამდენი იყო და ამხელა ამბავი არ ამტყდარა და ერთი პეპეს სიმულაცია და ატყდა ერთი ამბავი. ჩვენ ვხედავთ მაინც რო პეპემ იქჯა მაგრამ ბოდიში მოიხადა რომელმა მოიხადა ბოდიში ბარსას ჰოლივუდის ვარსკვლავებიდან ??? ჯერ თავისი დაინახონ მერე ილაპარაკონ სხვებზე angry ზიზუ...... bow


| |
# 20 zelo7r7   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 404
მაგარი სტატიაა და ზიდანი...


| |
# 21 lakers   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 2841
მაგარი სტატიაა :)) ვეთანხმები ზიზუს მოთამაშეების და მწვრთნელის უზარო კრიტიკა არაფერს მოგვიტანს :)


| |
# 22 guga.1   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 107
ზიდანს საგოლ,უძლიერესია...საგოლ ავტორ


| |
# 23 SaloMe_R7   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 1918
იცავთ რა მოთამაშეებს, თქვენ იცავთ მოურინიოსაც. რატომ?
რა საოცარი შეკითხვაა.. და რატო არ უნდა დაიცვაას??

მართალიაა რაა ზიზუ ყოველთვიის საშინელი კრიტიკაა რეალის მიმართ,არ ვიცი ბარსას შეცდომებზეეც ამდენს ლაპარაკობენ და აკრიტიკებ პრესაშიი??


| |
# 24 madrid fan number 1   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 2412
მაგარია ზიზუ


| |
# 25 lakers   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 2841
ციტატა: SaloMe_R7
მართალიაა რაა ზიზუ ყოველთვიის საშინელი კრიტიკაა რეალის მიმართ,არ ვიცი ბარსას შეცდომებზეეც ამდენს ლაპარაკობენ და აკრიტიკებ პრესაშიი??


არა, მაგრამ ისინიც არ უშვებენ ამდენ შეცდომებს :)


| |
# 26 Fernando Redondo   ჯგუფი: რედაქტორი | სტატიები:7 | კომენტარები: 41
ზიდანი მაგარი კაცია მაგრამ როცა გუნდში გუნდში კაკაცაა და შაჰინიც, უნდა ათამაშო ... ტიპი შაჰინს არ ენდობა რატო არავინ იცის :@


| |
# 27 real madrid cf   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 171
ავტორ საგოლ ბევრი იმუშავე


| |
# 28 marikuna   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 1888
უბრალოდ, არ მესმის, როდესაც რამდენიმე ადამიანი პრესაში "მადრიდს" აკრიტიკებს, მაშინ, როდესაც მათი მთავარი მოტივაცია მოურინიოსთან პირადი ანგარიშებია. როგორ შეიძლება საერთოდ ლაპარაკი მწვრთნელის შეცვლის აუცილებლობაზე? გიჟები ვართ თუ რა ხდება? გაგვიმართლა, რომ გუნდში მოურინიო გვყავს, მწვრთნელი, რომელმაც ყველაფერი შეცვალა და ბევრად ძლიერი "მადრიდი" ააშენა. მოურინიოსა და მოთამაშეებზე თავდასხმა "მადრიდზე" თავდასხმას ნიშნავს. ხშირად ვარ "ვალდებებასზე" და საკუთარი თვალებით ვხედავ ფეხბურთელთა მუშაობას. მოურინიო ცდილობს, შექმნას "რეალი", რომელიც საუკეთესო იქნება და ყველაფერს მოიგებს.


აი ამ სიტყვების მერე უბრალოდ ჩუმად ვარრ :]] ვგიჯდები ამ ადამიანზეე . . !! ლეგეენდა და არ ვცი ბრწყინვალე ადამიანიაა ვაფასებ :]] და კიდევ ერთხელ ამტკიცებს ტავიის სიდიიადეს ":D ყველა სიტყუაში ვეთანხმ,ებიი აბსოლიტურად!! არც არასდროს გამიკრიტიკებია მოუ თუმცა ვთვლი რომ კლასიკოში კაკაა უნდა გამოეყვანაა ]] მოკლედ მე მჯერა ჩვენიი მწვრთნელიის. . .
მოურინიოსა და მოთამაშეებზე თავდასხმა "მადრიდზე" თავდასხმას ნიშნავს.


| |
# 29 revaza16   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 50
აუ ბიჭო მაუ მაგარი კაცია და ეჭვი არავის არ შეეპაროს რაა... აუ პროსტა უნდა გჯეროდეს და კრიტიკა უნდა შეწყვიტოთ... დატკბით იმ ლამაზი თამაშით რომელსაც მადრიდელები გვთავაზობენ და არცერთი გუნდი არაა ისეთი რო არ წაუგია ერთი ხელიც კი, ბარსა ეძახე და ხეტაფემ გააჩუმა... ბევრი დიდი გუნდს აქ ეხა კრიზისი ეხა და თუ კრიტიკას შეწყვეტთ კაისაც იზავთ... real2 clap მაურინიო ძააან მაგარი კაცია და არაა თქვენი კრიტიკის ღირსი wave welcome


| |
# 30 lagaza   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 352
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა .. love heart


| |
# 31 SaloMe_R7   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 1918
ციტატა: lakers
არა, მაგრამ ისინიც არ უშვებენ ამდენ შეცდომებს :)

ეგეც მართალია მაგრაამ რათ უნდა ლაპარაკი იმას რომ მოურინიო და რონალდო როგორ გააკრიტიკონ აღარ იციან ხოლმეე )) ისე მოუს იმდენი ჟურნალისტი ყავს გამწარებულიი მესმიის :D


| |
# 32 Vamos Real Madrid   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 51
სამამ აქ დაიდებოდა ფეისბუქზე ვნახე ეს სტატია... მაგრად მევასება ზიზუ... :*


| |
# 33 lakers   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 2841
ციტატა: SaloMe_R7
ეგეც მართალია მაგრაამ რათ უნდა ლაპარაკი იმას რომ მოურინიო და რონალდო როგორ გააკრიტიკონ აღარ იციან ხოლმეე )) ისე მოუს იმდენი ჟურნალისტი ყავს გამწარებულიი მესმიის :D


მარტო რონალდო და მოურინიო არა :)) ცდილობენ რეალიც აკრიტიკონ, რეალისგან ქმნიან მონსტრს, აი პეპე უხეშობს მორუინიო ცუდი პიროვნებაა, რონალდო ეგოსიტია ყველაფერ ამას იყენებნ რეალის საწინააღმდეგოდ.


| |
# 34 marikuna   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 1888
ციტატა: lakers
ცდილობენ რეალიც აკრიტიკონ, რეალისგან ქმნიან მონსტრს,

ზატოო ბარსაას ქებაში აღამებეენ ხოლმეეე :]]] ანგელოჩკების კამაანდააა :XX :D:D:DD:


| |
# 35 SaloMe_R7   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 1918
lakers,
ხოო მეც მაგას ვამბობ ამხელა ზეწოლა სხვა გუნდებს არ აქვთ მედიისგან,ბარსელონას მითუმეტეეს,როცა ღირსები ვართ უნდა გაგავაკრიტიკონ მაგრაამ სულ პეპეს საქციელზეე ლაპარაკი და მოუს კრიტიკა ხო არ შეიძლებაა ,ალბათ მეორე კლასიკომდე არ მობეზრდებათ


| |
# 36 Mamula.RM   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 21
მშვენიერი სტატიაა ძალიან მომეწონა ეს კაცი კიდე გენიოსია. Hala Madrid !! real2


| |
# 37 mr_hansono   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 9
real2 real2 real2 real2 real2 real2 real2 real2 real2 real2 real2 real2 real2 real2 ეხა ვნახოტ ბიცჰები რეალი რას იზამს ნოუ კამპზე real2 real2 real2 real2 real2 real2 real2 real2 real2 real2 real2 real2 real2 real2 real2 real2 real2 real2 real2 real2 real2 real2 real2 real2


| |
# 38 Realfan   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 384
ძალიან კარგი სტატიაა,ყოჩაღ ავტორს.


| |
# 39 lakers   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 2841
ციტატა: SaloMe_R7
ხოო მეც მაგას ვამბობ ამხელა ზეწოლა სხვა გუნდებს არ აქვთ მედიისგან,ბარსელონას მითუმეტეეს,როცა ღირსები ვართ უნდა გაგავაკრიტიკონ მაგრაამ სულ პეპეს საქციელზეე ლაპარაკი და მოუს კრიტიკა ხო არ შეიძლებაა ,ალბათ მეორე კლასიკომდე არ მობეზრდებათ


მეორე კლასიკოშიც მოხდება რამე :D

ციტატა: marikuna
ზატოო ბარსაას ქებაში აღამებეენ ხოლმეეე :]]] ანგელოჩკების კამაანდააა :XX :D:D:DD:


არსად არ დაიკარგონ :D


| |
# 40 cxvari   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 10
აუუუ ეს კაცი ჩემი კერპია ტო მაგარი კაცი ხარ ზიზუუუუ გენაცვალე მაგრად გაპასეეებ:) და რეალმა კლასიკოზე მინდა კოენტრაოთი და ოზილით იტამაშოს ცენტრში ალონსოსტან ერთად და სჰემტევი ტრიო რონალდუ კაკა და ბენზოოოოოოო real2 real2 real2 real1 real1


| |
# 41 MADRID-BOY   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 378
ზიზუ heart
საღოლ ავტორ მაგარი სტატიაა


| |
# 42 Dat.   ჯგუფი: წევრი | სტატიები:13 | კომენტარები: 3504
ზიზუ უბრალოდ ლეგენდა !!! )

წაიკიტხავ მოგვიანებით )))))))))))


| |
# 43 jvebe   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 5
ყოველთვის გააკრითიკებენ სანამ ბარსასთან ცააგებს


| |
# 44 Dati_Ronaldo   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 378
აი ჯიგარი კაცი real1


| |
# 45 fedo12   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 15
მაგარი კაცი ხარ ზიზუ


| |
# 46 madrid fan number 1   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 2412
ასდ

ასდ


| |
# 47 gio madrid   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 131
აუუუუუუუუუ კამპ ნოუზე რომ მოვიგოთ გავაფრეეეეეეეეეეენ


| |
# 48 Vamos Real Madrid   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 51
gio madrid
გაფრენაზე უაარესი დამემართება :D


| |
# 49 special__one   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 55
აქაც ბევრია ეგეთი რეალის "ფანი" და კაი იქნება თუ არ დაეზარებათ და წაიკითხავენ.....


| |
# 50 RAULI123   ჯგუფი: წევრი | სტატიები:0 | კომენტარები: 32
ზიზუს არ აქვს სხვა რაგაცის თქმის უფლება,ბოლოსდაბოლოს პერესთან მუშაობს, და ყველაფერი რიგზე რო არ აირს და რეალი იქ არის სადაც რონალდუს უყვარს.... ფაქთია თორე კარგად რო იყოს საქმე რაული იტყოდა რო რეალი მაღალ დონეზეა და ყველაპერი გამოდისო, რაული კიდე დუმს და გუტის მემგონი უკვე ეშინია კომენტარის გაკეთება:D:D:D:D:D:D:D თორე აქაური რონალდუს და ჟოზეს ფანები დაწერენ რო ეგ არის ყველაზე დიდიიიიი მოღალატე რეალის ისტორიაში, და იმას არავინ არ ამბობს რომ ყველაზე დიდი ღალატი რეალის ისტორიაში არის რო 7 ნომერი მისცე იმას ვინც არ იმსახურებსს და ვერც ვერასდროს დაიმსახურებს(((რონალდო არის ერთი და მას არ ქვია ქრისტინე და არ არის ამდენად უნიჭო არ თამაშობდა 7 ნომრით და არ არის პორტუგალიელი))))
(((აუუ ისე ძაან მაგარია კაცს მისი არ აქვს არაფერი სახელი ლეგენდარულ ფეხბურთელს მოპარა და ნომერი კიდე მეორე ლეგენდას)))))


უკან 1 2 შემდეგი
ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.